არქივი

10 საინტერესო ფაქტი ქვეწარმავლებზე

ab68093442f3

1) ქვეწარმავლებიდან ყველაზე მეტს , 680 კგ-მდე , იწონის ტყავიანი კუ, ყველაზე ნაკლებს- 16მმ სიგრძის ჯუჯა გეკონი.

2cc650cb1ab0

2)წყალში ყველაზე სწრაფად (დღე-ღამეში 29კმ) დაცურავენ ზღვის კუები , ხმელეთზე ყველაზე ნელა (დღე-ღამეში 6,4 კმ) გადაადგილდებიან გალაპაგოსის კუები.

b34676269090

3)ნიანგისნაირთა რიგის წარმომადგენლები ზომით საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.არსებობს როგორც ჯუჯა აფრიკული კაიმანი, ისე უზარმაზარი ავსტრალიური ქედიანი ნიანგი.საშუალო ზომის სახეობად ითვლება ტომისტომა,ანუ გავიალისებრი ნიანგი.

8238592c5dd5

4)დიდი ზომის გველები აუცილებლად ყველაზე საშიშები არ არიან. ზღვის ბინადარ ორფერ პელამიდას იმდენად ძლიერი შხამი აქვს , რომ რამდენიმე წუთში კლავს თავისზე გაცილებით დიდ მსხვერპლს.

68cbdd1857c7

5)პატარა მადაგასკარული ობობისებრი კუ თავისუფლად დაჯდება წითელფეხა კუს ზურგზე, რომელიც თავის მხვივ, ადვილად მოთავსდება გალაპაგოსის კუნძულების ბინადარი კუს ბაკანძე.

7fe5873e52c2

6)ხვლიკები ზომით ძალლზე განსხვავდებიან : არსებობს ჯუჯა გეკონი, რომელიც მონეტაზე თავსდება და გიგანტური კომოდოც, რომელიც 55 კგ-მდე იწონის.

6dac422ee31e

7)ამბობენ თითქოს ზღვის კუები, როდესაც კვერცხის დასადებად ოკეანიდან ამოდიან ტირიანო. სინამდვილეში ისინი ცრემლის საშუალებით ორგანიზმიდან ჭარბ მარილს იშორებენ.

e85e804efde2

8)თუ მტაცებელი კუდში ჩააფრინდება, ხვლიკების უმრავლესობას ის მთლიანად ან ნაწილობრივ სძვრება. ამ დროს მხოლოდ სისხლის რამდენიმე წვეთს კარგავენ. იმავე ადგილას მათ მალევე ეზრდებათ ახალი კუდი, რომელიც ერთი ფერისაა და მოხატული არ არის.

ac4b0452f1c7

9)პითონები მსხვერპლს თანდათან იქცევენ ყბებში, მათი გაფართოება იმდენად შეუძლიათ, რომ დიდი ცხოველის მთლიანად გადაყლაპვა შეუძლიათ, რომლის მონელებასაც თვეებს ანდომებენ.

fb42789ff0c6

10)მუშკის კუ, თუ მტაცებელი თავს დაესხა, სპეციალური ჯირყვლებიდან საშინლად მყრალ სითხეს გამოჰყოფს და ამით თავს იცავს.

მსგავსი ამბები

Back to top button