უცნაური და ძალიან ლამაზი სანაპიროები. ნამდვილი ფერთა გამა…
1.პანალუას შავი ქვიშის პლაჟი – ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე პლაჟი. გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მართლაც საოცარი ფერის ქვიშით, ამასთანავე სანაპიროს ახლოს არის მინერალური წყლები. სწორედ ამ მიზეზით, ადგილობრივ ენაზე, კუნძულის სახელწოდება ნიშნავს – მყვინთავ წყალს.
2. პაპაკოლეას მწყანე ქვიშა – ასევე ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის სანაპირო.ქვიშის დამუშავების შემდეგ, იღებენ კრისტალებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება საიუველირო საქმიანობაში.
3. ჰიამსის სანაპირო – ავსტრალიის ერთ-ერთი პატარა კუნძული, რომელიც სიდნეიდან 3 საათის სავალზეა დაშორებული. კუნძლი გადაჭიმულია 1.6 მილზე (სულ რაღაც 2 კილომეტრზე). ჰაიმსი პატარა სოფელია, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი სულ რაღაც 80 ადამიანს შეადგენს. ეს არის სანაპირო, რომელზეც, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე თეთრი ქვიშაა მსოფლიოში.
4. პჰეიპერის პლაჟი – ვარდისფერი და თეთრი ქვიშის ნაზავი. ეს მართლაც ულამაზესი სანაპირო მდებარეობს კალიფორნიაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი საკმაოდ პოპულარულია ადგილობრ მაცხოვრებლებში, რასაც ტურისტებზე ვერ ვიტყვით. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, სანაპირო საკმაოდ რთული მისადგომი და არც ისე ცნობილია. ამიტომ, კალიფორნიაში ჩამოსულ ტურისტებს პლაჟის არსებობაზე უბრალოდ არც აქვთ არანაირი ინფორმაცია.
5. კაიჰალულუს პლაჟი – წითელი ქვიშის სანაპირო, წარმოადგენს ჰავაის ერთ-ერთ კუნძულს. სახელწოდება ადგილობრივ ენაზე ნიშნავს “ღრიალა ზღვას”. ოკეანე აქ მართლაც საშიშია. მასში ბანაობა მხოლოდ მაშინაა უსაფრთხო, როდესაც ტალღები ნაკლებია და ოკეანეც, ზოგადად, მშვიდია. იმის გამო, რომ ეს სანაპირო არც ისე ხალხმრავალია, მას ხშირად მიმართავენ ნუდისტები და დღეს ერთ-ერთ ნუდისტურ პლაჟად არის მიჩნეული.
სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის ;)
Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
Rurouni Kenshin – Her most beautiful smile by iri_lekveishvili