არქივი

იალბუზზე გაყინული რაზმის საიდუმლო

48e53f6de09d
რას ეძებდნენ ნაცისტები აფხაზეთში
bce159f27af0
მკვლევარები იალბუზის მისადგომებში ზვავში მოყოლილი ვერმახტის ჯარისკაცების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ. ისტორიკოს ვიქტორ კოტლიაროვს ორმა ბალყარელმა ახალგაზრდამ მიმართა, ზუსტად მათ აღმოაჩინეს თოვლის ტყვეობაში მოქცეული გერმანელთა რაზმი. 70 წლის მანძილზე თოვლი დაიტკეპნა და ყინულად იქცა – ასეთ პირობებში გვამები იმდენად კარგად შეინახა, რომ არა მხოლოდ სამოსი და სამკერდე ნიშნები, სახის ნაკვთებიც იკვეთება. ჯარისკაცები თოვლში ასობით მეტრის დაშორებით, მეტწილად ჯგუფებად არიან მოყოლილი.ტანასცმლის მიხედვით ეს ალპური სამთო მეტყევები არიან, რომლებიც 1942 წლის ზამთარში დაიღუპნენ. გაძარცვის თავიდან აცილების მიზნით სენსაციური აღმოჩენის ზუსტი ადგილი გასაიდუმლოებულია.
8521ed622e04
„ უგზო–უკვლოდ დაიკარგული გერმანელების ასეთი დიდი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა არსებობდეს. სავარაუდოდ ეს ცნობები გასაიდუმლოებულია, მითუმეტეს, რომ დაღუპილი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ფაშისტური რეჟიმის მისტიური საზოგადოება „ანენერბეს“ წევრები იყვნენ. – განმარტავს ისტორიკოსი ვიქტორ კოტლიაროვი. – დაღუპულ ჯარისკაცთა გვამების მდებარეობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ისინი აფზაზეთიდან ბრუნდებოდნენ და უღელტეხილი გადმოიარეს. ჩნდება კითხვა – რას აკეთებდნენ აფხაზეთში? ცნობილი ფაქტია, რომ „ანენერბეს“ წევრები კავკასიაში საკრალური ცოდნის მოპოვებას ცდილობდნენ. შესაძლოა, მათი მარშრუტი რიწის ტბასთან იყო დაკავშირებული – გერმანელებმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაადგინეს, რომ რიწის ტბასთან ახლომდებარე წყაროს წყლის შემადგენლობა იდეალურია ადამიანური სისხლის პლაზმის შესაქმნელად. ხელოვნური პლაზმა გერმანელებს „ჭეშმარიტი არიელი ბავშვების“ აღზრდისთვის სჭირდებოდათ. გასული საუკუნის 30–ანი წლების ბოლოს ყაბარდო–ბალყარეთს ძალიან ბევრი გერმანელი ტურისტი სტუმრობდა. საბჭოთა კავშირში ისინი „კომკავშირული“ საგზურებით ჩამოდიოდნენ. მათი უმრავლესობა სამთო ტურიზმის მოყვარული იყო. შემდგომმა მოვლენებმა კი ცხადჰყო, რომ ისინი პროფესიაონალი მზვერავებიც იყვნენ – მრავალი მათგანიომის დროს აქ სამთო რაზმების შემადგენლობაში დაბრუნდა. გერმანელმა „ტურისტებმა“ იმდენად ზუსტი რუკები შეადგინეს, რომ ზოგიერთ მათგანს დღემდე გამოიყენებენ ბაქსანის ხეობაში.

473c69810454

1942 წლის ოქტომბერში ბაქსანის ხეობის სოფელ ზაიუკოვოში გერმანული დივიზიის „მგლის ხახას“ სამი მანქანა შევიდა  და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მოწმობს, მანქანებში, სავარაუდოდ, საბურღი აღჭურვილობა იყო. გერმანელები მანქანებით დილაადრიანად   ზემო ხეობაში ადიოდნენ და მხოლოდ  საღამოზე ბრუნდებოდნენ. უცნაური ფაქტია: იმ დროს, როდესაც რაიონში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანელები ამ ხეობაში რაღაცას ბურღავდნენ, შეაბამისად, ეძებდნენ.

86a29004dd2f

იალბუზის ჩრდილოეთ ფერდობებთან არის ადგილი, რომელსაც „გერმანულ აეროდრომს“ უწოდებენ, თუმცა მას არც საბრძოლო და არც პრაქტიკული მნიშვნელობა  არ ჰქონია. ამის მიუხედავად, აქ  ერთერთი გერმანული ქვედანაყოფის კარვების ბანაკი იყო გაშლილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ აქ სურსათის დიდი საწყობიც იყო.  მწყემსები იხსენებენ, რომ ამ ადგილას რამოდენიმეჯერ   გერმანული თვითმფრინავი „ფოკკე–ვულ–ფახი“ დაშვებულა, ხოლო ერთხელ გერმანელებმა ტიბეტელი ლამებიც ჩამოიყვანეს,  ისინი   ლოცვებს კითხულობდნენ, სეანსებს ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გერამნელებმა ისინი   დახვრიტეს.ალპინისტები, რომლებიც  გერმანელების შემდეგ ლაშქრობდნენ, ყვებოდნენ, რომ ვერმახტის ჯარისკაცებმა აქ მაღალი ენერგეტიკის მქონე საიდუმლო ადგილს მიაგნეს და ოკულტური ლაბორატორია მოაწყვეს. ზუსტად ამიტომ ჩამოიყვანეს ტიბეტელი ლამები, რომლებიც ლაბორატორიაში მედიტაციურ სეანსებს ატარებდნენ. ერთერთი ვერსიის მიხედვით, მედიტაცისას (ამ დროს სტალინგრადში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა)   ლამებმა არა ჰიტლერის გამარჯვება, არამედ ბერლინის დაცემა განჭვრიტეს, რის გამოც ნაცისტებმა ტიბეტელები დახვრიტეს და საიდუმლო რიტუალით დაკრძალეს.

38cca5575973
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება იალბუზის მისადგომებში ადგილობრივ მწყემსებსაც არ უშვებდა, ხოლო დროთა განმავლობაში აკრძალვები ნელნელა მოიხსნა. ერთერთი ექსპედიციის მონაწილეებმა ( ვ. ტოკარევის მეთაურობით)  ზემო ბაქსანის ხეობებით ჩატკარას უღელტეხილი გადაიარეს და კალიცკის სახელობის პიკთან,  ე.წ. დაკარგულ სამყაროში აღმოჩნდნენ. პიკის ერთერთი წვერო აშკარად ხელოვნური წარმოშობის იყო – პირველივე შეხედვით გეგონებოდა, თითქოს ქვის ადამიანი გადაშლილ წიგნს კითხულობს. ალპინისტებმა საკულტო ბომონები, საკურთხევლი და სამსხვერპლოც აღმოაჩინეს, ასევე  აშკარად ხელოვნურად შექმნილი,  მუზარადიანი მეომრების ფორმის რამოდენიმე სვეტი. პიკის სამხრეთ ფერდობზე  ექსპედიციის წევრებმა ცხელი ვულკანური აირით სავსე მრავალი მღვიმე ნახეს. სპეციალისტების აზრით,  ზუსტად ეს აირი და არა მთის სიმაღლე ან ტექნიკური სირთულე არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი მთასვლელი ვერ ახერხებს იალბუზის წვერის დაპყრობას. შესაძლოა, ამ აირის მეშვეობით შედიოდნენ მედიტაციაში ტიბეტელი ლამები (ისტორიული ცნობების თანახმად, ძველი საბერძნეთის წინასწარმეტყველები, დელფიელი ორაკულები ვულკანური აირის შესუნთქვის შემდეგ ნარკოტიკულ ტრანსში შედიოდნენ და წინასწარმეტყველებას იწყებდნენ). სავარუდოდ, „ანენერბეს“ წევრები საკრალური მთის – შამბალას ერთერთ  შესასვლელს ეძებდნენ. ბუდისტური რელიგიის მიხედვით, შამბალა – მისტიური ადგილია, მასში მოხვედრის დროს ადამიანი ზებუნებრივ ძალებს იძენს. მიიჩნევენ, რომ ამ მთაში მთავარი შესასველეი ტიბეტზე მდებარეობს, ხოლო რამოდენიმე სხვდასხვა, გვერდითი შესასვლელი – მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. ზოგიერღთი ეზოთერიკოსის აზრით, ერთერთი მათგანი ზუსტად იალბუზზეა, რომელსაც ასევე „არიელების მთას“ უწოდებენ.

c4ee34ec769d

 

არქეოლოგის არტურ ჟემუხოვის მიერ აღმოჩენილი მღვიმე შამბალაში შესასვლელი თუ  არა, საკრალური დანიშნულების ადგილი ნამდვილად არის. სავარუდოდ  ეს  ცოდნის დარბაზია, რომელშიც კაცობრიობის ყველაზე ფასეული ინფორმაცია ინახბა, კერძოდ  ცნობები სამყაროს მოწყობის, ასტრონომიის და ძველებური მაღალი ტექნოლოგიების შესახებ. ერთერთი ეგვიპტური აკლდამის კედელზე შემდეგი წარწერაა დატანილი:“ მე, ფარაონმა ხუფუმ, ცხოვრება მივუძღვენი ცოდნის დარბაზის ძებნას, რომელშიც კრემნიუმის ყუთში  ტოტის (სიბრძნის ღვთაების) წიგნი ინახება.“

3bdf2b886ce1

 

იალბუზის მახლობლად, ხარა–ხორას მთაზე, 78მ სიღრმის მღვიმის გარდა, არქეოლოგმა არტურ ჟემუხოვმა კლდეზე ამოკვეთილი სვასტიკა და თარიღი –  28.X.42  აღმოაჩინა. რამოდენიმე მსგავსი ნიშანი სოფელ ზაიუკოვას მახლობლადაც არის ნაპოვნი. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ნიშნების  დახმარებით  გერმანელები აქ დაბრუნებას აპირებდნენ, რათა  მიწისქვეშა ობიექტი უფრო დეტალურად შეესწავლათ.

 

 

წყარო : premiumi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button