TECH & მეცნიერებაგართობა

ტესტი – აირჩიეთ ფოტო და გაიცანით საკუთრი თავი

sgdgdfgdfg

ტესტი მარტივია – ქვემოთ მოცემული სურათებიდან ამოირჩიეთ ერთი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად გგავთ.

sgdgdfgdfg

შედეგები ასეთია:

curious2

უზრუნველი, მხიარული,  მხნე –  გიყვართ თავისუფალი, სპონტანური ცხოვრება. ცდილობთ, რომ ბოლომდე მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება. თქვენი დევიზია „ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს”. ხართ დაინტერესებული ყველაფერი ახალით. თქვენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხართ სიურპრიზებისთვის.

unconventional1

დამოუკიდებელი,  თავისუფალი – თქვენ ითხოვთ თავისუფალ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის, რაც განსაზღვრავს ცხოვრების კურსს. ძალიან ხართ გატაცებული სამსახურით. ცდილობთ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ, მაგრამ  თქვენს სწრაფვას თავისუფლებისაკენ ხანდახან სრულიად საპირისპირო შედეგამდე მიყავხართ. ინდივიდუალისტი ხართ. არავის მიბაძავთ ბრმად, პირიქით, ცდილობთ იცხოვროთ საკუთარი რწმენის შესაბამისად.

introspective

თვითდაკვირვებული, მგრძნობიარე – თქვენ ძალიან ხართ დამოკიდებული გარემოზე, სადაც ცხოვრობთ. ვერ იტანთ ზერელე დამოკიდებულებას საქმის  მიმართ. თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან ძალიან მტკიცეა, რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებს. ძალიან იშვიათად ხართ მოწყენილი.

downtoearth

მიწაზე მყარად მდგომი,  გაწონასწორებული,  ჰარმონიული – თქვენ გაქვთ საკუთარი სტილი, რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენით, რადგან შეუძლიათ ბოლომდე გენდონ. თქვენთან ახლომყოფ ადამიანებს სიმშვიდის განცდას ანიჭებთ. ყველა გიცნობს როგორც თბილ და ჰუმანურ ადამიანს. არ მოგწონს არაფერი ბანალური. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ. თქვენთვის აუცილებელია ჩასაცმელი იყოს პრაქტიკული და მოკრძალებულად ელეგანტური.

professional

პროფესიონალი,  პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული  – არ ენდობით ბედს და მეტად გწამთ საკუთარი თავის. ყველა პრობლემას პრაქტიკულად და პრაგმატულად წყვეტთ. რეალურად აღიქვამთ მოვლენებს. თქვენთვის უცხოა მერყეობა. სამსახურში დიდი პასუხოსმგებლობა გაკისრიათ, რადგან ყველამ იცის, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხართ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი, სანამ ბოლომდე არ აასრულებთ ჩანაფიქრს.

peaceful

მშვიდი, წინდახედული, არააგრესიული – თქვენ ხართ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენთ მეგობრებს. გირჩევნიათ საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა. გიყვართ განცალკევება და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება. თქვენ გჭირდებათ სივრცე, ამისთვის ეძებთ ლამაზ თავშესაფარს, თუმცა მაინც არ ხართ მარტოსული.თქვენ სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ და აფასებთ იმას, რასაც სამყარო გთავაზობთ.

culture2

ანალიტიკური, საიმედო, საკუთარ თავში დარწმუნებული – კულტურა და ხელოვნება განსაკუთრებულ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და განსხვავებულია. ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ.

romantic

რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური, ძალიან მგრძნობიარე – არ გსურთ მოვლენების აღქმა ისე, როგორც აღიქვამს ყველა დანარჩენი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი გრძნობები და ემოციებია. ფიქრობთ, რომ აუცილებელია ადამიანს ოცნება ჰქონდეს. არ გიყვართ ადამიანები, რომლებიც რომანტიზმს უარჰყოფენ.

est

დინამიური, აქტიური, ექსტროვერტი. ადვილად შეგიძლიათ გარისკვა –  გიყვართ მრავალფეროვანი საქმის კეთება. თქვენთვის უცხოა  ყოველდღიური  რუტინა. ყველაზე მეტად  რაიმე მოვლენაში აქტიური  როლის  თამაში გსიამოვნებთ. მოგწონთ როდესაც თქვენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ და გაღიარებენ.

 

წყარო : lollipop.ge

Back to top button