არქივი

10 ცნობილი ადამიანის ცხოვრების მხიარული ეპიზოდი

a9647dbc5b13

1. კანტს ერთხელ ჰკითხეს: -რომელი ქალია უფრო ერთგული? შავგვრემანი თუ ქერა? -ჭაღარა – უპასუხა კანტმა

2. ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით სთხოვდა ბერნარდ შოუს, რომ გაეწია მისთვის რეკომენდაცია თეატრში მისაღებად. შოუ დათანხმდა და დაუწერა შემდეგი შინაარსის წერილი: ”გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთესად თამაშობს ამ უკანასკნელს“

3. კოკა-კოლა”-ს პრეზიდენტმა 1996 წლის შემაჯამებელ მოხსენებაში თქვა: “მილიარდი წლის წინ დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი. მილიარდი წუთის წინ წარმოიშვა ქრისტიანობა. მილიარდი წამის წინ ”ბითლზ”-მა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მუსიკაზე. ”კოკა-კოლას” მილიარდი ჭიქის წინ კი იყო გუშინდელი დღე! (იგულისხმა, რომ ერთ დღეში “კოკა-კოლის” მილიარდი ჭიქა ისმებოდა)

4. ერთ საზოგადოებაში მარკ ტვენი სახუმარო ამბებს ყვებოდა. ყველა გულიანად ხარხარებდა. მხოლოდ ერთი ბანკირი არ იზიარებდა ამ საერთო მხიარულებას. იგი წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქედმაღლურად განაცხადა: – ბატონებო, ნეტავ რა არის აქ არაჩვეულებრივი, ყოველი იუმორისტი გონებამახვილობს. ყველამ მარკ ტვენს შეხედა: -თქვენ მართალი ხართ. არსებობს ამაზე კიდევ უფრო უჩვეულო ამბები – მიუგო მწერალმა და დასძინა: განა ჩვეულებრივია ის მოვლენა, რომ ბანკირი საკუთარ ჯიბეში იყოფდეს ხელებს”

5. ერთი კრიტიკოსი დიუმას რომანში არსებულ გამოთქმას აკრიტიკებდა:
“-რა არის მტკივნეული სიცარიელე. როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი”
” – განა თავი არასოდეს გტკიებიათ? – დაინტერესდა დიუმა

6. ერთმა მეეტლემ, რომელმაც არტურ კონან დოილი სადგურიდან სასტუმრომდე მიიყვანა, ფულის გადახდის შემდეგ მწერალს მიმართა: დიდად გმადლობ, მისტერ კონან დოილ!
-კი, მაგრამ, თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი? – გაუკვირდა მწერალს
-საქმე იმაშია, სერ, რომ გაზეთში შემთხვევით წავაწყდი ცნობას თქვენი ჩამოსვლის შესახებ, სამხრეთ საფრანგეთიდან პარიზში, თქვენი გარეგნობა მეტყველებს იმაზე, რომ ინგლისელი ბრძანდებით, თმები გაკრეჭილი გაქვთ სამხრეთელი დალაქის მიერ. ყველაფერი ეს ერთმანეთთან დავაკავშირე და მივხვდი, რომ ეს თქვენ უნდა ყოფილიყავით.
-საოცარია, შესანიშნავია – წამოიძახა მწერალმა, რომელიც დედუქციის უნარს დიდად აფასებდა – კიდევ რაიმე ფაქტი ხომ არ გაქვთ?
-კი, სერ, სხვა ფაქტებიც მაქვს! აი, მაგალითად, თქვენს ბარგზე, თქვენი სახელი და გვარი წერია!

7. ტარდება თათბირი “დონ კიხოტის” ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.
-აი, ჩვენ კი გავთავხედდით – დასძინა მან – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება…მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან -დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს -ენტონი ქუინი…
-რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ
-როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?
8. -ამერიკაში ყოფნისას, ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმის ნახვა გადავწყვიტეთ – იხსენებს ნოდარ დუმბაძე – მივქრივართ მანქანით. ჩვენმა მძღოლმა დაუშვებელი სიჩქარე განავითარა. საიდან და როდის დაგვეწია პოლიციის მანქანა, ჩემთვის დღემდე გამოცანაა.
ჩვენი მძღოლი ვალენტინ კატაევის ავტორიტეტმა გადაარჩინა. მისი წიგნები წაკითხული ჰქონია თურმე პოლიციელს. მან კეთილი მგზავრობა გვისურვა, თან დასძინა: -ისე ნუ იჩქარებთ, რომ ვიდრე ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმს ნახავთ, თავად ჯეკ ლონდონი ნახოთო…

9. როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტელები განთქმულნი იყვნენ ლაკონიური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა: თუ!

10. “მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” – ამბობდა სოკრატე და ამატებდა – “აი,სხვებმა კი ესეც არ იციან”

წყარო: www.doin.ge

მსგავსი ამბები

Back to top button