გართობაკულტურა

ყველაზე პატარა ქალაქები

8f0a5f9199d8

მსოფლიოში უამრავი პატარა ქალაქია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისეთი პაწაწინაა, რომ გაოცდებით. 

1. ბუფორდი, ვაიომინგის შტატი, აშშ

ვაიომინგის შტატის ქალაქ ბუფორდში ერთადერთი კაცი ცხოვრობს. დომ სამონსი მეეზოვეცაა, ბენზინგასამართი სადგურის მუშაც, ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველიც და ქალაქის მერიც. გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ბუფორდში 2000 კაცი ცხოვრობდა და აშშ-ში ერთ-ერთ უდიდეს სარკინიგზო ხაზს აშენებდა. ახლა კი ქალაქის შესასვლელში მდებარე საგზაო ნიშანზე წარწერის – „მოსახლეობის რიცხვი“ – გასწვრივ ერთიანი წერია.

2012 წელს ქალაქი ორმა ვიეტნამელმა ბიზნესმენმა 900 000 დოლარად შეიძინა.

8f0a5f9199d8

2. ხუმი, ხორვატია

ციხე-ქალაქი ხუმი ხორვატიაში მდებარეობს. მან თანამედროვე იერსახე მე-11 საუკუნეში მიიღო და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა.
მთელ ქალაქში 6 სახლია, სადაც სულ 17 ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად ასეთი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა, ქალაქს ჰყავს ექიმი, პოლიციელი, მოსამართლე, მეხანძრე და მერი, რომელსაც საბჭოზე ირჩევენ. ქალაქში არის ორი ტაძარი, მაღაზია და სასაფლაო.

2c8f34a8cd18

3. რაბშტეინი, ჩეხეთი

მესამე ადგილზე წარმოდგენილია ჩეხეთის ქალაქი – რაბშტეინი 20 კაციანი მოსახლეობით. ამ პაწაწუნა ქალაქში, რომელიც 1337 წელს დაარსდა, მხოლოდ ერთი ქუჩაა, რომელიც პატარა მოედანს კვეთს.
ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება ბაროკოს სტილის ციხე-სიმაგრე, რომელიც ქალაქის დაარსების აღსანიშნავად აიგო.

bd65e24fc6f2

4. მელნიკი, ბულგარეთი

მელნიკი ბულგარეთის ყველაზე პატარა ქალაქია. მისი მოსახლეობა სულ 390 კაცს შეადგენს. აქაურები ტრადიციულად თამბაქოსა და ღვინის წარმოებას მისდევენ.
ქალაქში მდებარეობს ყველაზე ძველი ისტორიული ნაგებობები, რაც კი შემორჩენილა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

247ad20b485f

5. ჩეკალინი, რუსეთი

ჩეკალინი რუსეთის ყველაზე პატარა ქალაქია. მისი მოსახლეობა შეადგენს 994 ადამიანს. ქალაქმა სახელი საბჭოთა კავშირის გმირის – ა. ჩეკალინის საპატივცემულოდ მიიღო. 1956 წელს მოსახლეობის რაოდენობა 2008 მაცხოვრებელს აღწევდა, რაც ამ ქალაქისთვის ნამდვილი რეკორდი იყო.

35af51068ff8

6. კალასტე, ესტონეთი

კალასტე ესტონეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ჩუდის ტბის ნაპირზეა გაშენებული.მას 1,9 კვ.კმ უკავია, რომელზეც 1115 კაცი ცხოვრობს.

56595e92ec0a

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button