საკითხავისასარგებლო

The Beatles – ისტორია

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.  ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.  მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში.

მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი – იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა – “Johnny and the Moondogs”, “Long John and the Beatles”, “the Silver Beetles” (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ ‘The Beetles’ დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა ‘The Beatals’-ად. შემდეგი სახელი იყო ‘Silver Beats’, The Silver Beetles, and the ‘Silver Beatles’, ხოლო საბოლოო – უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ ‘ბითლზად’.

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად. კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა დრამერი და მასთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი ტომი მური. მურმა დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი დრამერი იყო ნორმან ჩეპმენი. შემდეგი წევრი იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში და ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დრამერის პრობლემა.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close