არქივი

10 საინტერესო მოწყობილობა რომელიც 2014 წელს უნდა გამოვიდეს

6e6ab2e9be86
ახალი წელი ერთი თვის წინ დადგა და ბევრმა კომპანიამ გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების სია, რომლებსაც მომხმარებელი იხილავს 2014 წელს.
445f82396cdb
iWatch
“ჭკვიანი” საათები მსოფლიოში ამ ბოლო დროს გახდა ძალიან პოპულარული, მხოლოდ პროექტმა Pebble-მა კიკსტარტერზე მოაგროვა 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი. მიმდინარე წელს კი კომპანია Apple გეგმავს გამოუშვას iWatch, რომელიც სავარაუდოდ გამოვა ოქტომბერში. მოწყობილობა არის ერთგვარი ელექტრონული საათი, რომელიც სინქრონიზირდება სმარტფონთან. მის დისპლეიზე შესაძლებელია დაინახოთ შემომავალი ზარების ინფორმაცია და წაიკითხოთ შეტყობინები. სავარაუდოდ iWatch აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საათის დატენვა უსადენო ქსელით 1 მეტრის რადიუსში. iWatch-ის ფასი იქნება დაახლოებით 199 ამერიკული დოლარი.
79dcae2f4070
Egg
მოწყობილობა Egg-ის გამოჩენასთან ერთად შინაური ცხოველები შეწყვეტენ ლარნაკების დამტვრევას, შპალერების დაკაწვრას და ა.შ. მოწყობილობა ვიბრირებს და იქცევს შინაური ცხოველის ყურადაღებას. Egg-ი სავარაუდოდ გამოვა ზაფხულში და ეღირება 30 ამერიკული დოლარი.
44ff0e99eba0
ახალი iPad
ყოველწლიურად “ვაშლის” აიპედები რაღაც ახალ სიურპრიზს უმზადებენ მომხმარებელს და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი, წელს გაყიდვაში უნდა ჩაეშვას ახალი – 13 დიუმიანი დიაგონალის მქონე აიპედი. ახალი აიპედის დისპლეის გაფართოვება შეადგენს 2732х2048 პიქსელს. დამატებითი ინფორმაცია არ ხმაურდება.
792e89080642
Acer-ის მონობლოკი
2014 წელს ბაზარზე გამოჩნდება Acer-ის ახალი მონობლოკი Android-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება 27 დიუმიანი დისპლეით, ხოლო გაფართოვება კი იქნება 2560х1440, ასევე იქნება vidia Tegra 3-ის ოთხბირთვიანი პროცესორით და ფრონტალური კამერით. მონობლოკის ღირებულება იქნება 1100 ამერიკული დოლარი.
8d439f7dbc96
Samsung Galaxy Gear
Samsung-მაც უკვე მოასწრო რეაგირება და ის აპირებს, რომ გამოუშვას Galaxy Gear-ის ახალი მოდელი. Galaxy Gear-ის პრეორდერის გაკეთება შესაძლებელია ეხლავე 299 ამერიკულ დოლარად. საათი აღჭურვილია დინამიკით, მიკროფონით და 1.9 მეგაპიქსელიანი კამერით.
3f7539ebd7ba
Lima
Lima აერთიანებს ყველა სახლის მოწყობილობის “ტვინს” და ახლა უკვე აღარაა საჭირო, რომ სახლის კომპიუტერზე, სმარტფონზე ან ნოუთბუქზე გაკეთდეს ერთიდაიგივე ფაილის რამდენიმე კოპია. ამ პატარა მოწყობილობის და უკაბელო ქსელის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენი დოკუმენტები, ასევე თქვენი ინფორმაცია არის სრულიად დაცული.
f36e07dd1c7e
SpaceGlasses META.01
ინტერაქტიულ სათვალეს SpaceGlasses გააჩნია უფრო მეტი ფუნქცია ვიდრე Google Glass. მათი საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური მოწყობილობის შექმნა და მათი დათვალიერება პირდაპირ თქვენს თვალწინ. სათვალის გამოსვლა იგეგმება 2014 წლის ბოლოს. სავარაუდო ფასი არის დაახლოებით 650 ამერიკული დოლარი.
6aadeecb82ec
Zeus
3D პრინტერის და სკანერის გაერთიანებით კომპანია AIO Robotics-მა შექმნა უნივერსალური მოწყობილობა სახელათ Zeus. Zeus-ი ასკანერებს ობიექტს ლაზერების საშუალებით და შეუძლია, რომ დაბეჭდოს თითქმის ასეთი ობიექტი “თავისი ძალებით”. მოწყობილობას არ სჭირდება კომპიუტერზე მიერთება. მას შეუძლია, რომ გადაიღოს სურათი და ის გაუგზავნოს შემდეგ სხვა “ზევსს”. Zeus-ი კიკსტარტერზე დასპონსორდა ჯერ კიდევ ოქტომბერში, ხოლო 2014 წლის ზაფხულს ალბათ პირველ ეგზემპლარებსაც ვიხილავთ.
bc13ccb46d90
Oculus Rift
ვირტუალური რეალობის სათვალეები იმათ მოეწონებათ ვისაც ძლიერ უყვარს თამაშები, მათ შორის მეც ძალიან მომწონს. Oculus Rift-ი დაპროექტებულია ყოფილი სამხედრო ინჟინერის – პალმერ ლაკისა ლეგენდარული ჯონ კარმაკის მიერ id software-ის მიერ. Oculus Rift-ი მონიტორის ჩვეულებრივ გამოსახულებას გამოსახავს მოცულობითში და იქმნება წარმოუდგენლად რეალური ვირტუალური ატმოსფერო. მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა მოწყობილობის ფინალური ვერსია 300 ამერიკულ დოლარად.
1029d092e17d
Google Glass
გასული წლის დასაწყისში Google-მ წარმოადგინა სათვალეები რომლებიც ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას. სათვალეები წარმოადგენს მრავალფუნქციურ მოწყობილობას 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 16 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით, ორბირთვიანი პროცესორით და 5 მეგაპიქსელიანი კამერით. Google-ს წარმომადგნლების თქმით მოწყობილობა მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება 2014 წლის შუაში და ეღირება 300 ამერიკული დოლარი.
b587ef9da30f
გასული წლის ბოლოს Motorola-მ განაცხადა, რომ ქმნიდა უნივერსალურ სმარტფონ-კონსტრუქტორს Project Ara. სმარტფონი გაყიდვაში გამოვა 2014 წლის ბოლოსკენ.

მსგავსი ამბები

Back to top button