არქივი

საინტერესო ინფორმაცია ინდაურის შესახებ

9a71e0470563

შინაური ინდაური ამერიკული ველური ინდაურის შთამომავალია. ევროპაში ეს უცნაური ფრინველი 1530 წელს გამოჩნდა. ინდაური ყველაზე დიდი შინაური ფრინველია. მისი ცოცხალი მასა ზოგჯერ 35 კილოგრამსაც კი აღწევს. ზრდასრულ ინდაურს გრძელი, ძლიერი ფეხები და ფართო კუდი აქვს. ბუმბული, ფრინველის ჯიშის მიხედვით, შავი, ბრინჯაოსფერი, მონაცრისფრო ან თეთრია.

ამაყად გაფხორილი ლამაზი ინდაური ეზოში მძიმედ რომ დააბიჯებდეს, საკმაო შრომა უნდა დაიხარჯოს. მაინც რა არის საჭირო ამისთვის? უპირველეს ყოვლისა, სათანადო საცხოვრებელი პირობები, ნორმალური კვება და კარგი მოვლა.
af316dce301d
ინდაურები, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ინდივიდები, ძალიან მგრძნობიარენი არიან დაბალი ტემპერატურისა და ნესტის მიმართ, ამიტომ ინდაურის მოსაშენებლად სათანადოდ მოწყობილი საქათმეა საჭირო. დადგენილია, რომ ფრინველის დაცემა და წონის მატების შეფერხება უმთავრესად ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ბრალია. ინდაური სივრცის მოყვარული ფრინველია, ამიტომ ეზო, სადაც ის ბინადრობს, ფართო უნდა იყოს და არც სეირნობის შეზღუდვაა სასურველი.

8e189f27d0c5
ჩვეულებრივ, ეზოებში რამდენიმე ინდაურს თუ დაინახავთ, დიდი მეურნეობის მფლობელებს კი სპეციალისტები ურჩევენ, ერთად ბინა მიუჩინონ 30-35 დედალ და 3-4 მამალ ფრინველს ანუ ერთ მამალ ინდაურზე 8-12 დედალი უნდა მოდიოდეს.
e793d74c9e64

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინდაურების კვება ქათმების კვებისაგან არ განსხვავდება, მაგრამ რაციონი უფრო მეტ ცილასა და ვიტამინებს უნდა შეიცავდეს. ამ კუთხით საუკეთესოა კვერცხი და ბალახიკერძო მეურნეობებში ინდაურს ხშირად კვებავენ მარცვლეულით, პურით, თუმცა, სპეციალისტების აზრით, სასარგებლოა მინდორში დამოუკიდებელი კვება ბალახითა და მწერებით. დღეს ინტენსიურად იყენებენ კომბინირებულ საკვებსაც. ბალახეული საკვები – სხვადასხვა სახის მწვანილი – დაქუცმაცებული სახით შესაძლებელია ინდაურს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მივცეთ.
7624341e404a

ინდაურის ჭუკი სწრაფად იზრდება, თუმცა მცირე ასაკში ის საკმაოდ მომთხოვნია ვიტამინებით მდიდარი საკვების მიმართ, ამიტომ, წიწილებისგან განსხვავებით, 9 კვირამდე მათი მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ კვებას გულისხმობს. კენკვის რეფლექსის გამომუშავება საკმაოდ რთულია. ამის გამო ინდაურის ჭუკებს თავდაპირველად ძალით აჭმევენ, მომდევნო ეტაპზე კი საკვებს საკენკ დაფაზე ყრიან და დაფას ყურადღების მისაპყრობად უკაკუნებენ. ყურადღების მიპყრობის საშუალებებია საკენკ დაფაზე ფერადი ქვიშის, წვრილად დაჭრილი ბალახის, მოხარშული კვერცხის დაყრაც. ასეთივე სპეციალური ღონისძიებებია საჭირო, რომ ჭუკებს წყლის სმა ვასწავლოთ. მათ ნისკარტი სათითაოდ უნდა ჩავაყოფინოთ წყლიან ჭურჭელში. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში წყლის ტემპერატურა 16-18 0ჩ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ზამთარში  – 20-22 0ჩ-ზე ნაკლები.
f432669bbef7

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ინდაურს გასაოცარი დედობრივი ინსტინქტი აქვს. დადგენილია, რომ დედალი ინდაური არა მარტო საკუთარ, არამედ ზოგჯერ ქათმისა თუ ბატის კვერცხებზეც კი ზრუნავს. ესე იგი ჭუკების გამოჩეკვამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მთელი ყურადღება მათთვის სათანადო პირობების შექმნასა და საკვების მომარაგებაზე გადავიტანოთ.
af4bf514ef68

Back to top button