გართობაუცნაური

10 უიღბლო. არასდროს გაიმეოროთ მათი შეცდომები

ucnauri.com
ამ პოსტში წარმოგიდგენთ 10 უიღბლო ადამიანს და მათ სულელურ შემთხვევებს.

1. უიღბლო სპორცმენი
1993 წელს გაიმართა კოკა-კოლის თასის ფინალი ფეხბურთში, რომელშიც “არსენალის” მოთამაშემ სტივ მოროუმ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი. ტრადიციების მიხედვით, თამაშის გმირი გუნდელებს მხრებით გამოჰყავდათ მოედნიდან, მაგრამ, რატომღაც მათი ყურადღება გაიფანტა და სტივი გაზონზე დაუვარდათ. შემდეგ გაირკვა, რომ სტივ მოროუს მოუწია დიდი ფეხბურთის დატოვება ლავიწის გატეხვის გამო.

2. პროპელერი
სიცხესთან ჭიდილში, ქრისტოს ბერტსოსმა თავის სახლში ააწყო კონდიციონერი, რომლის ძირითადი ნაწილი იყო თვითმფრინავის გიგანტური პროპელერი. როდესაც ბერტსოსმა ჩართო თავისი შემოქმედება, სახლის სახურავი მოწყდა და გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.

3. პენსიონერი
პენსიონერმა შეფფილდიდან 20 წელი სიბნელეში იცხოვრა, რადგან არ გამოეწვია აჟიოტაჟი იმის გამო, რომ მას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

4. ზარმაცი
1994 წელს დე ვიტტა ფინლის მანქანა გაიჭედა თოვლში ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილის მთებში. იმის მაგივრად, რომ მას ხსნა ეპოვა, იგი დარჩა თავის მანქანაში იმ იმედით, რომ მას მალევე იპოვიდნენ და დაეხმარებოდნენ. ექიმების დასკვნით ფინლიმ რამოდენიმე თვე იცოცხლა, სანამ შიმშილით არ დაიღუპებოდა. აღსანიშნია, რომ თუ იგი მანქანიდან გადმოვიდოდა, რამოდენიმე მეტრში წააწყდებოდა გზას, რომლითაც ფინლი მთიდან ჩამოვიდოდა და გადარჩებოდა.

5. მშიშარა
1981 წელს ვანდა ენისმა იარაღის გამოყენებით გაძარცვა ბენზინგასამართი სადგური. მეორე დღეს, როდესაც მან ახალ ამბებში ნახა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ გაძარცვეს ბენზინგასამრთი სადგური, შეშინდა და იმ დღესვე პოლიციას ჩაბარდა. შემდგომში გაირკვა, რომ პოლიციას არანაირი სამხილები არ გააჩნდა დამნაშავის ამოსაცნობად.

6. საბრალო ილუზიონისტი
თავისი შოუს ბოლოს არგენტინელმა ილუზიონისტმა მარვომ სთხოვა ასისტენტს, რომ მისთვის თავში იარაღი ესროლა. გაისმა იარაღის ხმა და მარვომ დიდი ოვაციებით გამოიღო ტყვია პირიდან (ტრიუკი ალბათ ბაღის ბავშვებზე იყო გათვლილი). ამის მიუხედავად, დარბაზში მყოფი ოქროს მომპოვებელი მარკო ასპრელა ამ ტრიუკით მოიხიბლა და სიტყვებით “აბა ესეც დაიჭირე!” – ილუზიონისტს თავში თავისი იარაღიდან ესროლა. მარვოს დიდხანს არ უწვალია. სასამართლოზე ასპრელა დათრგუნულად გამოიყურებოდა, მას ვერენაირად ვერ გაგეო, თუ რატომ ვერ დაიჭირა ილუზიონისტმა მისი ტყვია. იგი გაამართლეს.

7. მფრინავი ადვოკატი
ორმა ნიუ-იორკელმა იურისტმა გადაწყვიტა სირბილში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ადმინისტრაციული შენობის შიგნით. საუბედუროდ, ერთერთი მათგანი ძალიან დიდი სიჩქარით გარბოდა, იგი ვეღად შეეწინააღმდეგა ინერციის ძალას და 39-ე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

8. შეცდომა
მიუნხენში რკინიგზის კატასტროფის შედეგად ორმა მამაკაცმა ხელები დაკარგა. ექიმებმა იპოვეს მათი ხელები და ისევ მიაკერეს, მაგრამ სიჩქარის გამო აღმოჩნდა, რომ ისინი შეცდომით იყო მიკერებული. მომავალში გაირკვა, რომ მათ ერთი და იგივე სისხლის ჯგუფი ქონდათ და ამიტომ ოპერაცია წარმატებულად მიიჩნიეს. მამაკაცები კი მრავალი დარწმუნების შემდეგ შეთანხმდნენ ერთმანეთის ხელების ტარებაზე.

9. თვალახვეული სულელი
ლაურენ როდა დაენიძლავა თავის მეგობრებს, რომ მას ულტრაბგერითი მხედველობა ჰქონდა და ამის დასამტკიცებლად გადაწყვიტა ოტავას ცენტრში თვალახვეულს ეტარებინა მანქანა. შედეგად როდამ ერთ ფეხით მოსიარულეს გადაურა ტერფზე და დაამტვრია სამი მანქანა, რომელთაგან ერთი პოლიციის იყო.

10. გონებამახვილი პარაშუტისტი
ივან მაკგუაერმა გადაწყვიტა ფირზე აღებეჭდა თავისი ერთერთი ნახტომი პარაშუტით. მან კამერა ჩაფხუტზე მიამაგრა და ვერტმფრენიდან გადმოხტა, მაგრამ იგი ისე გაერთო დამატებითი მოწყობილობებით, რომ დაავიწყდა ყველაზე მთავარი – პარაშუტი. უბედური დაიმტვრა, ხოლო მისი კამერა მთელი გადარჩა.

Back to top button