გართობაკულტურა

,,კიამ” ახალი კუპე წარადგინა

0d6416aa57eb

Kia-მ თავისი ახალი  ავტომობილის, კუპე GT4 Stinger-ის ფოტოები ოფიციალურად გამოაქვეყნა. კორეული კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს ამ ავტომობილის მომავალზე. მაგრამ ფაქტია, რომ GT4 Stinger-ს თავისუფლად შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა Toyota GT86 და მისი ტყუპისცალი Subaru BRZ.

კონცეპტუალური ავტომობილის მთავარი თავისებურება, მისი თამამი დიზაინია, რასაც განსაკუთრებით ხაზს უსვამს ვერტიკალური  ფარები, დაბლა განლაგებული რადიატორი, რომელიც კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, დაბერილი საბორბლე თაღები და მასიური სახურავი. ეს ყველაფერი ავტომობილს აგრესიულ იერს სძენს, რასაც კარგად შეესაბამება ორიგინალური ბორბლები.
a418ac2121b8

GT4 Stinger-ი 2+2-ადგილიანი, ორკარიანი კუპეა, რომელიც კორეულმა კომპანიამ მკვეთრ ყვითელ ფერში შეღებილი შემოგვთავაზა – ეს ფერი  მასიურ ფორმებს განსაკუთრებით შესამჩნევს ხდის. საინტერესოა, რომ პროფილში „სტინჯერი“ რაღაცით Audi-ს კონცეპტუალურ Sport Quattro-საც ჰგავს.
3b55e818034d

კონცეპტუალური GT4 Stinger-ი აღჭურვილია ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 315 ცხენის ძალას აღწევს. მასთან შეწყვილებულია მოკლე საფეხურებიანი 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.
175ff5ab3bee

კონცეპტი სპეციალურად შემუშავებულ შასიზე აიგო, საკიდარი ორმაგ ჩანგლებზეა, ბორბლები 20-დუიმიანი. ბორბლებს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სექციები აქვს, რისი წყალობითაც, წონა შემცირებულია. ავტომობილის დამუხრუჭებას Brembo-ს სისტემა Gran Tourismo ემსახურება.
dd5e11e65b54
b4a110983abf
29a15667be5a
03775b655293
2ca8da732254

Back to top button