არქივი

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მეტროპოლიტენები

236dd4b085ca
მეტრო ეს არის ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბევრ ქალაქში და ქვეყანაში, მეტროს შეუძლია შეამციროს მოძრაობა ქუჩებში.
5371a9008477

სადგური Westfriedhof, მიუნჰენი, გერმანია
სადგური გაიხსნა არცთუისე დიდიხანია – 1998 წელს, მაგრამ მანათობელი ჭაღებით მოგვიანებით დაემატა. მეტროსადგური განათებულია წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერებით. 3.8 მეტრ დიამეტრიანი 11 ჭაღის ფერების შერევის შედეგად კედლებზე იქმნება ულტრაიისფერი სხივები.
0ef7ca8d2c16
სადგური Marienplatz, მიუნჰენი
თავისი ორიგინალური დიზაინის წყალობით ნათელი ჩრდილები და გლუვად მოხრილი ხაზები სადგურს აძლევს ფუტურისტულ სახეს.
0ec027cda5b1
სადგური Drassanes, ბარსელონა
პირველად შეხედვის შემთხვევაში სადგური შეიძლება გეჩვენოთ ძალიან უბრალოდ, მაგრამ თანამედროვე დიზაინი, მონოქრომული და სუფთა ხაზები სადგურს აძლევს ელეგანტურობას.
6130b920655c
სადგური Olaias, ლისაბონი
პორტუგალიაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეტრო. დიზაინში ფერადი მინის გამოყენების წყალობით იქმნება გამჭვირვალობის წარმოუდგენელი ეფექტი. სადგური Olaias-ი არის უპირობოდ ორიგინალური და ღიათ განათებული სადგური. პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი Tomás Taveira და მხატვართა ჯგუფი: Pedro Cabrita Reis, Graça Pereira Coutinho, Pedro Calapez, Rui Sanche და სხვები.
78fa6b79c3a1
სადგური Formosa Boulevard, ჰაოსიუნი, ტაივანი
სადგური Formosa Boulevard ქალაქ ჰაოსიუნში არის წარმოუდგენლად ლამაზი. ის გავს მასიურ და სუპერ ნათელ ტექნოცენტრს. ამ მეტროსადგურით ამაყობენ ქალაქის მაცხოვრებლები, ხოლო სადგურმა ამ ბოლო წლებში მიიღო უკვე ტურისტული დანიშნულებაც და ალბათ დამსახურებულადაც.
34c0df5d39b5
სადგური T-Centralen სტოკჰოლმი
T-Centralen-ი სტოკჰოლმში ითვლება კიდევ ერთ უნიკალურ მეტროსადგურათ. მისი კრეატიული დიზაინი ადამიანზე უბრალოდ წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგიერთ კედელზე გამოსახულია მუშათა სილუეტები. ეს ის მუშები არიან რომლებიც მონაწილებას იღებდნენ მეტროპოლიტენის მშენებლობაში.
b9a3c554b592
სადგური Museum, ტორონტო
შთამბეჭდავი სადგური Museum-ი კანადაში სავსეა დეკორატიული და მხატვრული სვეტებით, ხოლო ზედაპირები კი უჟანგავი ფოლადის და ნათელი ელემენტებით. ტურისტებს ეს სადგური ძალიან უყვართ და სამართლიადანაც.
61d4a0d7b658
სადგური Line A, პრაღა
პრაღა ცნობილია თავისი შთამბეჭდავი არქიტექტურით, ამიტომაც გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ პრაღაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეტროსადგური. სადგური აშენდა 1970 წელს და თავისი ფუტურისტული დიზაინის გამო ის მოდიდან არ გამოდის.
8efd26dc70cf
სადგური Champ-de-Mars, მონრეალი
სადური გაიხსნა 1966 წელს მონრეალის ძველ ნაწილში, ახლა კი ის ეკუთვნის მეტროს ნარინჯისფერ ხაზს. სადგური წარმოუდგენლად ლამაზია მზის შუქზე. ვიტრაჟები შექმნილია მხატვარ მარსელ ფერონის მიერ. ეს ვიტრაჟები ითვლება მარსელ ფერონის ყველაზე პოპულარულ ნამუშევრათ.
475434359820
სადგური Кировский завод სანკტ-პეტერბრუგი
Кировский завод შეიძლება ვერ შეედრება მოსკოვის სადგურებს, მაგრამ ეს მეტრო იმის გამო მაინც იმსახურებს ყურადღებას, რომ ის არის მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტრო. Кировский завод-ი გაიხსნა 1955 წლის ნოემბერში.
4a29b88fc449
სადგური ტოლედო, ნეაპოლი
სადგურ ტოლედოს ახალი დიზაინი ადამიანს აოცებს მოზაიკა Bisazza-ს მრავალფეროვნებით. Bisazza არის ყველგან – ჭერზე, კედლებზე, იატაკზე და აბსოლუტურად ყველგან.
54660b1b3b10
სადგური ნეაპოლის უნივერსიტეტი, ნეაპოლი
სადგურის ახალი დიზაინი შექმნილია კარიმ რაშიდის მიერ. იატაკზე და ჭერზე არის შესანიშნავი თარგები. გარემონტების შემდეგ, სტუდენტებისთვის იქმნება შესანიშნავი გარემო.
8c3690a7fc50
სადგური ცენტრალური პარკი, ჰაოსიუნი
სადგურს ასეთი სახელწოდება იმის გამო დაერქვა, რომ გვერდით ახლოს მდებარეობს ცენტრალური პარკი. ორსართულიანი სადგური დააპროექტა ბრიტანელმა არქიტექტორმა რიჩარდ როჯერსმა. სადგურის ყველაზე გავრცელებული ფერი არის იისფერი.
baf93a4e9870
სადგური Universidad de Chile, ჩილე
სადგური Universidad de Chile-ში გადმოცემულია ქვეყნის ისტორია სურათებში, კედელზე ასახულია ქვეყნის ტრიუმფი და მარცხი, პოლიტიკა და რელიგია.
45b57dcf8126
სადგური Radhuset, სტოკჰოლმი
სადგური Radhuset-ი სტოკჰოლმში აშენდა 1975 წელს. ეს მეტროსადგური არის ორგანული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. მეტროსადგურში როგორც კი ფეხს შედგამთ, მაშინვე იფიქრებთ იმას, რომ ან მუზეუმში ხართ ან კიდევ რომელიმე საიდუმლო გვირაბში.
f6af422c3c8e
სადგური Stadium, სტოკჰოლმი
სადგური Stadium-ი გაფორმებულია ცისარტყელის ფერებში. მეტროსადგური გამიყურება როგორც გაყინული გამოქვაბული.
cf8186a0dbf8
სადგური Электрозаводская, მოსკოვი
სადგური Электрозаводская მოსკოვში გავს სამხატვრო გალერეას, ვიდრე უბრალოდ მეტროპოლიტენს. ბევრი ფიქრობს, რომ მოსკოვის მეტროში არის სიბინძურე, მაგრამ ეს ასე არ არის!
e68797624111
სადგური Киевская-кольцевая, მოსკოვი
ეს არის მოსკოვის კიდევ ერთი მეტროსადგური, რომელიც ძალიან წააგავს რენენსანსის ეპოქის სამხატვრო გალერეას. ძალიან მიმზიდველია ხელოვნების ნიმუშები.
795856422741
მეტრო Золотые Ворота, კიევი
მეტრო Золотые Ворота პირველად გაიხსნა 1989 წლის 30 დეკემბერს. ბევრი თვლის, რომ მეტროს დიზაინი ძალიან გავს მართლმადიდებლური ეკლესიის დიზაინს. ეს ასეცაა, რადგან მეტრო სალოცავ ადგილს უფრო გავს ვიდრე მეტროპოლიტენს!
d4d835cadab7
სადგური Puhŭng, ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
სადგური Puhŭng გაიხსნა 1987 წელს და იქცა ეროვნული ღირსების სიმბოლოდ. მეტროს გარდა მას აქვს კიდევ დაბომბვის შემთხვევაში თავშესაფრის ფუნქცია, რადგან მეტროს სიღრმე შეადგენს 110 მეტრს. მეტროსადგური დეკორირებულია ლამაზი და ორიგინალური ფრესკებითა და სურათებით.
0d551b017e4c
სადგური O’Hare, ჩიკაგო, ილინოისის შტატი
ჩიკაგოს მეტროსადგური O’Hare ითვლება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მეტროდ. ის მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტ ო’ჰარაში, მისი კედლები დამზადებულია სხვადასხვაფრად მანათობელი მინებისგან.

მსგავსი ამბები

Back to top button