TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ექსპერიმენტი: რანი ვართ ადამიანები და შეგვწევს თუ არა ძალა დავაფასოთ სილამაზე ?!

1008856 503486679771152 1539771144 o

ვაშინგტონის ერთ-ერთი მეტროს სადგურზე ადამიანი დადგა ყველაზე ხალხმრავალ ადგილას და დაიწყო ვიოლინოზე დაკრვა, მევიოლინემ მთელი 45 წუთის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით, მცირე პაუზებს თუ არ ჩავთვლით, დაუკრა ბახის 6 პიესა. ეს იყო იანვრის ცივი და წვიმიანი დილა. მთელი ამ დროის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით რომ მეტროს ამ სადგურში დროის ეს მონაკვეთი ყველაზე ხალხმრავალ ადგილად ითვლება, მეტროს სადგურში 45 წუთის განმავლობაში 7 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობა სამსახურში მეტროთი მიდიოდა.
მევიოლინე მამაკაცის გამოჩენიდან რამდენიმე წამში, მუსიკოსის წინ ერთი შუახნის მამაკაცმა ნაბიჯებს უკლო, შეჩერდა, ყურადღებით აათვალიერა და რამდენიმე წამში გზა განაგრძო.
სამ წუთში მევიოლინემ პირველი დოლარი მიიღო, ახალგაზრდა მანდილოსნისგან, რომელმაც სულ რამდენიმე წამი დაჰყო მუსიკოსის ახლოს და შემდეგ მანაც ჩვეულებისამებრ თავის სამსახურს უწია. ეტყობოდა ძლიერ ეჩქარებოდა.
მუსიკოსით და მისი დაკრულით ყველაზე მეტად სამი წლის გოგონა დაინტერესდა. თუმცა, დედამისმა ძალით მოაშორა ბახისეული სიმფონიების მრავალფეროვნებას, რომელიც ამ ქალბატონს საერთოდ არ ანაღვლებდა. ეს მცირელწლოვანი გოგონა პირველი და უკანასკნელი არ იყო, იყო სხვებიც, მისი წლოვანების წარმომადგენლები, რომლებმაც ბახის სიმფონიების კმევა უყურადღებოდ სულაც არ დატოვეს, თუმცა მშობლებმა მათ, ვიოლინოს მომაჯადოვებელ ქსელს ძალის გამოყენებიოთ წაგლიჯეს.
45 წუთის განმავლობაში, ხსენებული მევიოლინეთი დაინტერესდა 6 ადამიანი, რომლებმაც 2 წუთზე ნაკლები დრო დაუთმეს ამ “ღვთიურ სანახაობას”. 20 მდე ადამიანმა მოწყალება გაიღო და მუსიკოს რამდენიმე ცენტით, ზოგიც დოლარით შეეწია. ხოლო დანარჩენმა ათასობით ადამიანმა ბახის სიმფონიებს ირონიული მზერა შეაგებეს და დამცინავი და ზოგიც თანამგრძნობი მზერით გასცილდნენ ვიოლინოიან ადამიანს. ჯამში ხელოვანმა ადამიანმა თავისი 45 წუთიანი “მოღვაწეობით” 32 დოლარი მოაგროვა.

1559308 503486746437812 2026728218 o
როცა მუსიკოსმა დაკვრა მიატოვა არავინ შეამჩნია და “სცენა” ყველასგან შეამჩვნევლად დატოვა. არ იყო არც აპლოდისმენტები, არც ოვაციები. იყო ყოველგვარი ნიჰილიზმი მუსიკისა და თვით დამკვრელის მიმართ.
არავინ არ იცოდა ამ მევიოლინეს ვინაობა. დიახ, ეს პიროვნება გახდათ თვით ჯოშუა ბელი, თანამედროვეობის ყველაზე დიდი კლასიკოსი დამკვრელი, რომლის გამოსვლებს “ხალხით” გამოჭედილი დარბაზი ისმენს. და ამ სიამოვნებაში დამსწრეები ათასიდან დან 5 ათას დოლარს იხდიან.
ჯოშუა ბელლის გამოსვლა მეტროს სადგურში ასევე აღსანიშნავია იმ ფაქტის გამოც, რომ ის 3.5 მილიონიანი ვიოლინოთი ასრულებდა ბახის უკვდავ მელოდიებს.
პროექტი ” ჯოშუა ბელი უკრავს ინკოგნიტოდ მეტროში” იყო ვაშინგტონ პოსტის იდეა, როგორც სოციალური ექსპერიმენტის ნაწილი. რომელიც იკვლევდა ადამიანთა აღქმის, გემოვნებისა და პრიორიტეტების საკითხებს.

1506196 503486646437822 300097486 o
ექსპერიმენტის მთავარი მიზანი გახლდათ შემდგომში: უბრალო გარემოში, .ყველაზე მოულოდნელ ვითარებაში შეგვიძლია თუ არა აღვიქვათ სილამაზე.
როგორ ვრეაგირებთ და როგორ ვმოქმედებთ სილამაზეს რომ ჩავწვდეთ ? ვაღიარებთ თუ არა ნიჭს მოულოდნელ გარემოებაში.
ერთი დასკვნა შეიძლება შემდეგნაირი იყოს.
თუ ჩვენ ერთ წუთს ვერ მოვნახავთ, რომ გავჩერდეთ და მოვუსმინოთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მუსიკოსს, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში რაც კი დაწერილა სიმღერები, მათ შორის ყველაზე საუკეთესო მუსიკას უკრავს, რამდენად შეგვწევს უნარი შევამჩნიოთ და დავაფასოთ ადამიანური არსებობის ყველაზე დიდი ფასეულობები?!
იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/EEsbEkiaU50
 

მსგავსი ამბები

Back to top button