გართობაკულტურაუცნაური

სასამართლომ 20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურება მიუსაჯა (16+)

image

ეს ხუმრობა არ გეგონოთ, 20 წლის ქალს სასამართლომ ჯგუფური გაუპატიურება მიუსაჯა. ის საავადმყოფოში მოხვდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, კალკუტიდან 150 მილის დაშორებით, დაიჭირეს 20 წლის გოგონა, რომელიც მეზობელი სოფლის მამაკაცს ელაპარაკებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ გოგონას სექსუალური კავშირი ჰქონდა ამავე მამაკაცთან. ეს რომ სოფლის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, მოაწყვეს სასამართლო, რომელმაც გოგონას 50 000 რუპიის გადახდა დაუწესა ჩადენილი საქციელის გამო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ გოგონა და ვაჟი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ინდურ სოფლებში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და გოგონასაც ამ ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. (50 000 რუპია უდრის 490 ევროს). რადგან ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, სოფლის ყრილობამ-“სასამართლომ”-საჯარო გაუპატიურება მიუსაჯა. გოგონა წაათრიეს წმინდა ადგილზე და საჯაროდ სოფლის 13-მა მამაკაცმა გააუპატიურა. მათ შორის სოფლის თავკაციც იყო.

image

 

საღამოს გაწამებული, გაუბედურებული ქალი სახლის კარებთან დააგდეს და ოჯახს უფლება არ მისცეს ექიმი გამოეძახებინა. მას საშინელი სისხლდენა აუტყდა და დედამ ღამე, ჩუმად ექიმის მოყვანა მოახერხა. სასწრაფოდ სჭირდებოდა საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ მეორე დღის შუადღემდე ძლივს გააპარეს სახლიდან. იქიდან კი მძიმე მდგომარეობის გამო სხვაგან გადააგზავნეს.

imageimage

ახლა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ მანამდე მოასწრო მოეყოლა მომხდარის შესახებ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები და ახლა ისინი წარსდგებიან უკვე ნამდვილი სასამართლოს წინაშე.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button