TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

უნიკალური წყალქვეშა გამოფენა

image

ინგლისელმა მოქანდაკე, ჯეისონ ტეილორმა, 2006 წელს შექმნა თანამედროვე წყალქვეშა ქანდაკებები, რომლებზეც დროთა განმავლობაში ხელოვნურად განავითარეს მარჯნის რიფები. ტეილორი თავის საქმიანობას წარმატებით უთავსებს წყალქვეშა ფოტოგრაფობასაც.მყვინთავი ინსტრუქტორი უნიკალური დანადგარების მეშვეობით ხელს უწყობს მარჯნის რიფების გაზრდას და წყალქვეშა სიცოცხლის განვითარებას.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები განლაგებულია მსოფლიოს
პირველ საჯარო წყალქვეშა სკულპტურების პარკში მოლინერის ყურეში, გრენადაში, სადაც 65 ქანდაკება არის განლაგებული 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
ეს არის უნიკალური გამოფენა და პროექტი, რომელიც დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ დამთვალიერებელზე. ქანდაკებები დაყოფილია სცენებად, სადაც ავტორი თავისი შემოქმედებით გარკვეულ ისტორიას გადმოგვცემს მოქმედებაში გამოხატული სკულპტურების მეშვეობით. მათი გამომეტყველება, მზერა, მოქმედება, ძალიან ნამდვილია. დამთვალიერებელს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ წინაშეა ჩაძირული ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც უკანასკნელი
ქმედებების შესრულებისას გაშეშებულან და გაქვავებულან. დროთა განმავლობაში კი წყალქვეშა სამყაროს არ დაუნდია და მათზე აღმოცენებულა ახალი სიცოცხლე.

image

 

imageimageimageimageimageimage

დაკარგული კორესპონდენცია.

imageimageimageimage

 

imageimageimage

უკანასკნელი ვახშამი.

imageimageimageimageimageimageimage

მებაღე.

imageimage

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button