ქალაქ მულენში (Moulins), რომელიც მდებარეობს ცენტრალურ საფრანგეთში, გაიხსნა სახლი, რომელიც მისი მფლობელის ლუი მანტინის (Louis Mantin) ანდერძის თანახმად დაკეტილი იყო 100 წლის განმავლობაში
აღსანიშნავია, რომ მფლობელმა ლუი მანტინიმ (Louis Mantin) ამ სახლში ჩააქსოვა დიდი სიყვარული.
მას არ სურდა, რომ მომავალ თაობებს იგი დაავიწყდებოდათ, ასე რომ მან შექმნა ასეთი სახის „ხელთნაკეთი მონუმენტი“.
თვითონ ლუი მანტინი წერდა თავის დღიურებში, რომ მას იმედი ქონდა, რომ „სახლი შეინარჩუნებდა თავის სახეს და ინტერიერს იმისათვის, რომ 100 წლის მერეც მისცემოდა საშუალება მნახველებს დაენახათ და ეგძნოთ XIX საუკუნის ქალაქის ბინადარის ცხოვრების ნიმუში.
Louis Mantin-ი გარდაიცვალა 1905 წელს.
გარკვეული დრო გავიდა, სანამ სახლს გადააქცევდნენ მუზეუმად. დიდი ძალისხმევა დასჭირდა მფლობელს და მის ნათესავებს, რომ სახლს თავისი იერ-სახე შენარჩუნებოდა. ამ მომენტისათვის გასაკვირი არ არის , რომ ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მაქსიმალურად არის დაცული გაყალბებისგან განთავსებულია იმავე ადგილებში, რომლებიც იყო 100 წლის წინ, ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია აღფრთოვანდეს ამ სახლით, რომელიც შეიქმნა 100 წლის წინ…ახლა მუზეუმი ღიაა საზოგადოებისათვის.
7 წლის წინ გამოჩნდა ერთ-ერთი უცნობი კომპანიის მფლობელი, რომელმაც
საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა 15 მილიონო ამერიკული დოლარი. ამ თანხის ნახევარი მოხმარდება მიწისწვეშა წყალს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ამ სახლის საძირკველისათვის. გრუნტის წყალი, ამორტიზირებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა ამ შენობა-ნაგებობას დიდ საფრთხეს უქმნის და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ტურისტული ფირმები ვარაუდობენ, რომ მუზეუმის ნახვის სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდება !!!
თვით სახლის მფლობელი ლუი მანტინი (Louis Mantin)