გართობაუცნაური

ალბანეთის გაკვეთილები

7dfc562e6358

ამ ფოტოსურათების დათვალიერებისას გაოცებული დარჩებით, იმდენ რამეს დაინახავთ “ქართულს” ამ ფოტოებში თითქოს ისინი საქართველოში, 90-იან წლებშია გადაღებული. უმუშევრობა, უშუქობა, გენერატორები, დანგრეული გზები, უკანონო მიშენებები სახლებზე, წყლის ავზე სახლებზე და ერთ დროს მასიური შავი ტყავის ქურთუკებიც კი, ეს ყველაფერი საქართველოს ახლო წარსულს თუ აწმყოს გაგახსენებთ.

a1a502229ad5

1. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენ იცით ევროპის შესახებ, თუ თქვენ მიემგზავრებით ალბანეთში – ეს ქვეყანა ევროპას მიეკუთვნება მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით: სისხლის აღება, ურბანისტიკა ტირანულად და ალბანური კაპიტალიზმის სხვა საშინელებები, ყველა ეს საკითხებია “ჟუჟა ვ ჟიჟეს” ახალ გამოშვებაში.

179a25612985

2. აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური რეჟიმების დაშლის და ალბანეთის სოციალისტური რესპუბლიკის ლიკვიდაციის შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული იქნა ახალი ლიბერალური კურსი. მოხდა საბჭოთა სისტემის დროს არსებული ნებართვების, სერთიფიკატებისა და მარეგულირებელი ორგანოების არსებითი დემონტაჟი და საზოგადოებას მიეცა ნანატრი ეკონომიკური თავისუფლება. ამის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ახლა ალბანეთში შეუიარაღებელი თვალით.
ერთერთი ალბანელი ამბობს: “აქ ყველა ცხოვრობს ოჯახური და კლანური პრინციპით. თქვენ შეგიძლიათ არაფრის კეთება არ იცოდეთ (რაც ახასიათებს მოსახლეობის უმეტესობას), მაგრამ თქვენ უნდა იყოს ნაწილი ოჯახის და კლანის. ამიტომაც ყველა ცხოვრობს დიდ ჯგუფებად და როდესაც 10 წლის წინ მე ვუთხარი ჩემს მშობლებს, რომ მე ვქირაობ ბინას და გადავდივარ ცალკე საცხოვრებლად, ყველა შოკში იყო. ჩათვალეს, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა.” ახლა ტირანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალი წლის თარჯიმნად მუშაობის შემდეგ ის ცდილობს ხელი შეუწყოს ვებ დიზაინის განვითარებს. თუმცა პოტენციურ კლიენტებში ეს არ იწვევს დიდ ინტერესს, რადგან უმეტესობა შემოიფარგლება ფეისბუქზე საკუთარი გვერდის შექმნით.

ebfadc4b32e5

3. ეს დიღომი არ გეგონოთ, ტირანაა. ნებართვის სისტემის ფაქტიურმა ლიკვიდაციამ მშენებლობაში განაპირობა ის, რომ ბინის მესაკუთრეებმა დაიწყეს აშენება, დაშენება და გაფართოება თავიანთი აივნებისა თუ ლოჯიების, ხოლო პირველ სართულზე მცხოვრებმა ბედნიერმა მობინადრეებმა წინ წავიდნენ და საერთოდ დაიპყრეს ტროტუარები.
რეალური უმუშევრობის დონე ალბანეთში, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აჭარბებს 40 პროცენტს და სამსახურის ნახვა შეიძლება პრაქტიკულად მხოლოდ ოჯახური კავშირების და კლანის დახმარებით. ზოგიერთი კლანი უკეთესია, ვიდრე სხვები – ზოგიერთი გვარი ბევრ რამეს განსაზღვრავს ალბანეთში, დაწყებული იქედან რამდენი იქნება თქვენი ხელფასი, რომელიც საშუალოდ 250 ევროს უდრის თვეში და დამთავრებული იქამდე თუ როგორ დაგელაპარაკებათ საგზაო პოლიციელი.

d94a7586e9d1

4. არალეგალურ ბაზრობებს უკავია ქალაქის ყველა მოედანი.

ცხოვრებაში კვლავ გაჩნდა პრაკტიკაში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში თითქმის მივიწყებულმა ფენომენმა – სისხლის აღებამ. განზრახ მკვლელობა ოჯახის ერთერთი წევრის ან კლანის იწვევს იმას, რომ კლანი ვალდებულია მოკლას მკვლელი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი – წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი კარგავს სტატუსს საზოგადოებაში. როგორც წესი, ეს ამით არ მთავრდება, მკვლელის ოჯახი იწყებს თავისმხრივ შურისძიების. საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ორივე კლანში შეიძლება დაიღუპოს ყველა მამაკაცი. “თითქოს ორივე მხარეს მინუს ერთი და ამით უნდა ყველა დაკმაყოფილდეს, მაგრამ რატომღაც ისე იშვიათად ხდება. ეტყობა მათემატიკასთან ვერ არ არიან კარგად. “- მწუხარებით ხუმრობს ერთერთი ალბანელი.

4fba6f6500d0

5. მაწანწალა ძაღლები გახდა ალბანეთის ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანი.
ალბანეთში, არის ღარიბი აზიური ქვეყნის ყველა ნიშანი: მაწანწალა ძაღლები, დაშლის პირას მისული ძველი სახლები, კერძო ბიზნესის მიერ დატაცებული თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცე, გადახლართული ელექტროსადენები, ნაგვის გროვა და სტიქიურად შექმნილი ბაზრობები. ამავე დროს ყველა სწორი კანონი არსებობს, მაგრამ ისინი არ სრულდება. მანქანა გაჩერებულია რამდენიმე რიგებად პირდაპირ ტროტუარებზე და ნებისმიერ თავისუფალ სივრცეზე ჩნდება უკანონო რეკლამა .

7dfc562e6358

6. უკანონო გარე ვაჭრობა.

4b551dd81f29

7.

საგზაო მოძრაობა წარმოადგენს მანქანების, ქვეითად მოსიარულეების, და ველოსიპედისტების ქაოსს, რომლებიც მიდიან ყველა მიმართულებით. ერთერთი ტირანას მცხოვრები სოკოლი ყვება: “მე ვცდილობდი ამეხსნა რესტორნის მფლობელისათვის, რომელმაც მთელს ტროტუარზე გამოიტანა და დააწყო მაგიდები და ამის გამო ხალხი იძულებულია გადავიდეს ქუჩაზე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რატომ გააკეთა ასე, ნუთუ ვერ ხვდება რომ ეს ყველას ხელს უშლის?? მიპასუხა რომ არ იცის და კლიენტებს უყვართ ტროტუარზე ჯდომა. მაგრამ ეს ხომ საერთო ტროტუარია!” სოკოლი ამით არ გაჩერებულა და განაცხდა პოლიციაში, თუმცა მათ მე შემხედეს, როგორც გიჯს და შებრუნდნენ და უბრალოდ წავიდნენ!” წლინახევრის შემდეგ, მაგიდები ისევ დგას ტროტუარზე.

1578062b7279

8. აქ ტროტუარები დაკავებულია გასაყიდი თევზებით.

9e1720bb62e1

9. ტიპიური ქუჩა ტირანას ცენტრთან ახლოს – არ არის ასფალტი, განათება, ტროტუარი, ხოლო მასზე მანქანით გავლამ შეიძლება გამოიწვის მისი სერიოზული დაზიანება.
10 წლის წინ ტირანას მერი გახდა ალბანელი ემიგრანტი – მხატვარი ლონდონიდან. ქალაქში სადაც უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემები იყო მან ვერ ნახა უფრო კარგი გამოსავალი, ვიდრე გადაეღება ქალაქის ცენტრში საბჭოთა ხუთსართულიანი სახლები სხვადასხვა ფერად. “ის მხატვარია და აი გააკეთა რაც იცის,” – ხუმრობენ ალბანელები. ჩვენი ურბანისტები აღტაცებაში იყვნენ, თუ როგორ შეცვალა უსახური საბჭოთა ქალაქის სახე.“ ეს ხომ უბრალოდ უგემოვნებაა – შეღებო ეს ყველაფერი მხიარულ ფერებში! სამაგიეროდ მან პრაქტიკულად გააუქმა მშენებლობაზე ნებართების სიტემა, რის შედეგადაც ტირანა გახდა აზიური შანთი-თაუნის მსგავსი, რომელიც სავსეა არალეგალური მიშენებებით. საკმარისია შეხვიდეთ ეზოში და იქ უბრალოდ არ არის ადგილი, ყველაფერი შევსებული მიშენებებით. არ არსებობს სახლების ნუმერაცია, თუ გსურთ მისვლა რაიმე მისამართზე, უნდა დაურეკოთ ნაცნობებს და თხოვოთ შეხვედრა. მერი-ემიგრანტი აღმოჩნდა მემკვიდრე გავლენიანი პარტიული კლანის. ახლა ყოფილი მერი გახდა ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 10 წლის განმავლობაში სახლები ისევ მოძველდა, გახუმდა და უსიამოვნოდ გამოიყურება.

4688fe08277b

10. ავზებს სახლების სახურავზე ავსებენ წყლით, რომელიც ქალაქს მიეწოდება გრაფიკით. დიდ რესტორნებს ააქვთ გენერატორები – ელექტროობის გათიშვა აქ ჩვეულებრივი ამბავია.

367ae85e1fc0

11. ალბანეთის კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ძნელია სხვაგან ევროპაში ძალიან ნაკლებად ნახოთ არიან ადამიანები, რომლებიც იქექებიან ნაგავში. ეს ბოშებია, რომლებიც ტრადიციულად არიან ჩართული ნაგვის შეგროვებასა და დახარისხებაში.

9dade46cc748

12. ისევე როგორც ქაიროში აქაც მის მსგავსად არის მენაგვეების ქალაქები. ალბანეთის კლანურ სისტემაში ვერ შესული ბოშები გახდნენ ადგილობრივი საზოგადოების დაბალი კლასი. ნაგავის გადახარისხებით ძირითადად ბოშები არიან დაკავებული. მურადის ოჯახი ცხოვრობს ამ ადგილას დაახლოებით 100 წელია.

34392cd0e87e

13. უკვე გადახარისხებული ნაგავი

ada8d87bfaaa

14. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ შეძლეს პრიმიტიული ქოხის აშენება, ნაგავზე ნანახი ფიცრებისა და სხვადასხვა მასალებისაგან. თბებიან პატარა ღუმელით.

002c8f2a185b

15.

012f0349ac48

16. ხელისუფლება რეგულარულად პირდება მათ უფრო კეთილმოწყობილ საცხოვრებლებში გადასახლებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება.

9f60711e60c7

17. მურადი ოჯახთან ერთად.

277c2ced6869

შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და გააჩნიათ მხოლოდ საბაზისო განათლება. ეს ტოვებს თავის კვალს ადგილობრივ მოსახლეობის ძირითადი მასის გარეგნულ სახესა და მენტალიტეტზე. უმეტესობა მკაცრი, მოღუშული სახეებითაა და აცვიათ შავი ტყავის ქურთუქები.

18. ქალაქში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმალურ კაფეს (მაკდონალდსი აქ არ არის). მანქანების უმეტესობა, რომლებიც ქალაქში დადის, ევროპიდან ჩამოყვანილი მოპარული ავტომობილებია.

c9528a6a1144

19. 2010 წელს, ალბანეთის მოქალაქეების მიეცა შენგენის ტერიტორიაზე უვიზო შესვლის უფლება.

და ბოლოს 2009 წლის 1 აპრილიდან ალბანეთი ნატოს წევრია. ხოლო 2009 წლის 29 აპირილს ალბანეთმა ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს თხოვნით მისი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button