არქივი

თალესი მილეტელი და მისი თეორემა

bc0a27c2b3e1

თალესი დაიბადა მილეთში ძვ. წ. 624 წელს და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას არ ახსოვს კონკრეტული პიროვნება რომელიც თალესამდე მოღვაწეობდა და რომელსაც შეიძლება მეცნიერი ეწოდოს. ფაქტიურად იგი “პირველი” ფილოსოფოსი და მეცნიერია. მისი შრომების სახელწოდება უნდა ყოფილიყო “საწყისების შესახებ”.

ცხოვრობდა მილეთის მეფის კრეზის დროს და გადმოცემით ცნობილია, რომ თალესი იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე იმდროინდელ მილეთში. არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში, თალესმა მდინარე ჰალისი სხვა მიმართულებით გაუშვა, მას კალაპოტი შეუცვალა. ეს იმას ამტკიცებს, რომ იგი ინჟინერიც იყო.

თალესმა იმოგზაურა ფინიკიასა და ეგვიპტეში, სადაც მნიშვნელოვანი მეცნიერული ცოდნა მიუღია, როგორც ამბობენ მან იწინასწამეტყველა 585 წ. 28 მაისს მზის დაბნელება. თალესს უცდია წელიწადის თვეებად და თვეების დღეებად დაყოფა. მან იცოდა, რომ მთვარეს “ნასესხები” სხივები აქვს და სხვ. ეგვიპტეში მიღებული გეომეტრიული ცოდნა რომელიც პირამიდების შენებისას გამოიყენებოდა მან სრულად დაისწავლა და განავრცო კიდეც. მან იცოდა ბევრი თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან, თუმცა მისი სახელი მხოლოდ ერთს შემორჩა.

გარდა მეცნიერებისა თალესი ასევე შეიძლება მივიჩნიოთ პირველ “ფილოსოფოსად”. არაერთი ძირითადი საკითხი იქნა მის მიერ დასმული ამ დარგშიც. ერთ-რეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი საგანთა მატერიალური საწყისის ძიებაა. არისტოტელე აღნიშნავდა, რომ თალესის და სხვა პირველი ფილოსოფოსების აზრით, ყველა საგნის საწყისი მატერიალურია, ყველაფრის საწყისი არის ის, რისგანაც ყველაფერი წარმოიშობა, თალესისთვის ასეთი მატერიალური საწყისი არის წყალი. თალესს მიაწერენ გამონათქვამებს:

1. სივრცე ყველაზე ძლიერია, აცუილებლობაა.

2. დრო ბრძენია – აღმოაჩენს ყველაფერს.

3. უძნელესი თავისი თავის შეცნობაა.

4. ღამე დღესთან შედარებით ერთი დღითაა ადრე.

5. სიცოცხლე სიკვდილს უდრის და ამიტომ არ კვდება იგი.

6 5 თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან.

7.წრე ორად იყოფა ნებისმიერი დიამეტრის მიერ

8.ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია

9.მართობულად გადაკვეტილი წრფეების ყველა კუთხე ტოლია

10.ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათი ორი კუთხე და ერთი გვერდი ტოლია

11.კუთხე ნახევარწრეში არის მარჯვენა კუთხე

P.S. უნდა აღინიშონს, რომ რეალურად მისი არა თუ შრომა არამედ მისი შრომებიდან ერთი ფრაგმენტიც კი არ არის შემონახული. ამიტომ ყოველივე ზემოთქმული და საერთოდ ნებისმიერი ცნობ მის შესახებ არის მხოლოდ გადმოცემა.

თალესის თორემა
985c8e1255e3
თალესის თეორემა თუ კუთხის გვერდების გადამკვეთი პარალელური წრფეები კუთხის ერთერთ გვერდზე ტოპ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს. მოც: LMგვერდები გადაკვეთილია A1B1||A2B2 || A3B3წრფეებით A1A2=A2A3 უ.დ. B1B2=B2B3 გავავლოთ A1A3 || PQ ისე რომ B2PQ განვიხილოთ ∆PB1B2 და ∆QB3B2 PB2 =B2Q, რადგან B1A1A2B2 და B2A2A3Q ოთხკუთხედები პარალელოგრამებია და მათი მოპირდაპირე გვერდები ტოლია. LP=LQროგორც შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები A1P| |A3Q და PQ მკვეთია. ასევე LPB2B1=LQB2B3 როგორც ვერტიკალური კუთხეები. ე.ი. ∆PB1B2=∆QB3B2 სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშნით საიდანაც მივიღეთ რომ B1B2=B2B3 ამით თეორემა დამტკიცებულია.

 

წყარო : http://magdalene-jesus.blogspot.com

jashiashvili nika

davibade ama da ma wlebshi gavizzarde iq chemi saxelia is rac me mqvia,vcxovrob iq,sadac var axla

მსგავსი ამბები

Back to top button