არქივი

საინტერესო ფაქტები ამერიკის პრეზიდენტების ცხოვრებიდან

72dd3d577594
ამ პოსტში გაეცნობით მეტად :lol2: საინტერესო ფაქტებს ამერიკის პრეზიდენტების ცხოვრებიდან.გაცნობებთ რომ სურათებზე აღნიშნულია რიგით მერამდენე პრეზიდენტი იყო,მისი სრული სახელი და პრეზიდენტობის წლები.57060b90dde1 ჯორჯ ვაშინგტონს ცხენით ჯირითი უყვარდა.ამავდროულად იის დიდ ყურადღებას აქცევდა ცხოველის სისუფთავეს.ითხოვდა,რომ ცხენი იდეალურად მოწესრიგებული ყოფილიყო და პირველ რიგში,ცხოველის კბილების სისუფთავეს ამოწმებდა.

7a79fa833dbeთომას ჯეფერსონმა საკუთარი საფლავის ქვის დიზაინი თავად შექმნა.თავადვე დაწერა წარწერა,რომელშიც არ მიუთითა,რომ ის ამერიკის პრეზიდენტი იყო.

db5379d5b04b ჯონ კვინსი ადამსს მდინარე პოტომაკში დედიშობილა ბანაობა უყვარდა.პრეზიდენტი ჩაცმის მოტრფიალე არ გახლდათ და ერთ კოსტიუმს ათ წელზე მეტხანს ატარებდა,სანამ ტანზე არ შემოაცვდებოდა.

18313588686d ენდრიუ ჯეკსონი დუელის მოყვარული იყო.ერთ-ერთ შებრძოლების დროს ის მკერდში დაიჭრა.ქირურგებმა ტყვიის ამოღება ვერ შეძლეს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრება მკერდში ტყვიას ატარებდა.

23cb4d59922b მარტინ ვან ბიურენმა თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ძალიან საინტერესო მემუარი დაწერა,რომელშიც ერთი სიტყვაც არ იყო მის ცოლზე.

9db20a54ec4c უილიამ ჰარისონის ინაუგურაცია (1841 წელს) ძალიან ცივ,ყინვიან ამინდში ჩატარდა.ის გაცივდა და პნევმონია დაემართა.სამწუხაროდ,ექიმებმა ვერაფერი უშველეს და პრეზიდენტი ერთ თვეში გარდაიცვალა.უილიამ ჰარისონის პრეზიდენტობა ყველაზე ხანმოკლეა ამერიკის ისტორიაში.

a740c6c31458 ჯონ ტაილერი ყველაზე მრავალშვილიანი პრეზიდენტი იყო.მას პირველი ქორწინებიდან რვა შვილი ყავდა,მეორედან შვიდი.ნაბოლარა 70 წელს გადაცილებულს შეეძინა.

d0d27b2168d4 როცა ამერიკის მეთერთმეტე პრეზიდენტი,ჯეიმს პოლკი 17 წლის იყო,ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს.ანესთეზიისათვის ექიმებმა მას უზარმაზარი რაოდენობის კონიაკი დაალევინეს.

3b9197011bcb ზაქარი ტეილორი მუდმივად თამბაქოს ღეჭავდა.ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი,მას ხელში პატარა კოლოფი ეჭირა,რომელიც თამბაქოთი იყო სავსე.

fe044e5f9fa5 მილარდ ფილმორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მანტიაზე უარი თქვა,რადგან მიაჩნდა,მეცნიერებისთვის არაფერი გამიკეთებიაო.

7313ba7b8e6d ჯეიმს ბიუკენანი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია,რომელიც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.

e7dd77a087ef აბრაამ ლინკოლნს თავზე მუდმივად მაღალი,შავი ცილინდრი ეხურა.მასში ის წერილებს,საფინანსო ქაღალდებსა და კანონპროექტებს ინახავდა.

73972a20f394 ენდრიუ ჯონსონს არასოდეს უსწავლია სკოლაში.მას 17 წლის ასაკში კითხვა მომავალმა მეუღლემ,ელიზა მაკარდელიმ ასწავლა.პრეზიდენტი ჯონსონი მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილ სამოსს ატარებდა.

fe25954ae5ab ულის გრანტი მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეში 20 სიგარას ეწეოდა.ის ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

64f3a3b0d459 ამერიკის პრეზიდენტ ჯეიმზ გარფილდს თავისუფლად შეეძლო ორივე ხელით ერთდროულად წერა,თან პოლიგლოტიც იტო – 8 ენა იცოდა.მას შეეძლო მარჯვენა ხელით ძველბერძნულად ეწერა და იმავდროულად მარცხენათი – ლათინურად.

bf500e12be06 გროვერ კლივლენდს პრეზიდენტობის დროს საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა,რომელსაც კარგახნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ.მას ყბის ნაწილი მოაჭრეს,რომელზეც სიმსივნე ქონდა.

გროვერ კლივლენდი იყო ერთადერთი პრეზიდენტი რომელიც თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ისევ დაბრუნდა.ის ამერიკის 24-ე პრეზიდენტიც იყო 1893-1987 წლებში.

b4bc20a9fdf8
ბენჯამინ ჰარისონი ელექტრონათურის შუქს ვერ იტანდა.მისი პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში ნათურებს აქრობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.

2274745fed93
ნადირობის დროს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა უარი განაცხადა დედდა დათვისა და პატარა ბელის მოკვლაზე.ამის შემდეგ ამერიკის მაღაზიებში გამოჩნდა სათმაშო პლუშიც ბელიმსახელად თედი,რაც თეოდორის მოფერებითი ფორმაა.

a061b0566a3f
უორენ ჰარდინგი პოკერის მოყვარული იყო.კვირაში მინიმუმ სამჯერ თანაშემწეებთან ერთად პოკერს თამაშობდა.ერთხელ კინაღამ თეთრი სახლის კუთვნილი ჩIნური ფაიფურის სერვიზიც კი წააგო.ბანქოს ასეთი სიყვარულის გამო მის კაბინეტს “პოკერის კაბინეტი”-ც კი უწოდეს.

8f0f27a37a2f
ჰერბერტ გუვერმა 16 წიგნზე მეტი დაწერა.ერთ-ერთის სახელწოდება იყო “თევზაობა გასართობად და სულის განსაწმენდად”

ccc0b1ad7534
ფრანკლინ რუზველტს თეთრ სახლში თავის თერთმეტ წინამორბედთან ნათესაური კავშირი ქონდა.

316f06e633d9
ჰარი ტრუმენს მოშინაურებული თხა ყავდა,რომელიც თეთრი სახლის მდელოზე ძოვდა ბალახს.

8c3fd41055bd
მხედართმთავარი და პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გაწაფული კულინარი იყო.მან ბოსტნეულის სუპის რეცეპტიც კი გამოიგონა,რომელშიც ნასტურციის ყლორტები შედიოდა.

42f59a72dd6a
ლინდონ ჯონსონს ძალიან უყვარდა თანამშრომლებისა და ახლობლებისათვის საჩუქრების გაკეთება.საყვარელი საჩუქარი კი კბილის ელექტროჯაგრისი იყო.ჯონსონის ბიოგრაფმა ათი წლის განმავლობაში პრეზიდენტისგან 12 ასეთი ჯაგრისი მიიღო საჩუქრად.

543f9ed4a99e
რიჩარდ ნიქსონი კაბინეტს ყოველთვის ბუხრით ათბობდა.მას ორთქლის გამათბობლები არ უყვარდა.

b6333d4b62ab
ჯერალდ ფორდს 12 წლის ასაკში მშობლები გამოუტყდნენ რომ ის ნაშვილები იყო.

942eb933245a
ჯიმი კარტერი პორველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში,რომელმაც ისტორიული რომანი “კრაზანების ბუდე” დაწერა,რომელიც პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ გამოაქვეყნა.

ff690612f847
რონალდ რეიგანმა თეთრი სახლის ოცწლიანი წყევლა დაძლია,რომლის თანახმადაც,პრეზიდენტი,რომელსაც იმ წელს ირჩევდნენ,რომელიც ნულზე თავდებოდა,პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კვდებოდა ან კლავდნენ.

a65708a13a5c
ჯორჯ ბუში უმცროსი და მისი მეუღლე ლორა ბუში გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდნენ.

P.S ზოგიერთ პრეზიდენტზე არ მიწერია

მსგავსი ამბები

Back to top button