TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ტოპ-10 მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის საციგურაო მოედანი

ffa8a28d534b
2 თვის წინ სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა ახალი ყინულის საციგურაო მოედანი, რომელიც ყველაზე დიდია ქალაქში.
ხუთ მილიონიანი მოსახლეობის ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან. სანქტ-პეტერბურგს 1914-1924 წწ. ერქვა პეტროგრადი, ხოლო 1924-1991 წწ. ლლენინგრადი.
გთავაზობთ, გაეცნოთ მსოფლიოს თუ რომელ ქალაქებშია უდიდესი საციგურაო მოედანი

ფიგურული ციგურაობა- ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობაა… ნახეთ ვიდეო : 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონები ფიგურულ სრიალში გახდა წყვილი რუსეთიდან: Tatiana Volosozhar და Maxim Trankov . ნახეთ და შეაფასეთ:
5daabb87d87d
მე- 10 ადგილი
სათხილამურო კურორტი „Seefeld“, ავსტრია
საციგურაო მოედანის ფართობი – 1.500 მ ²

ავსტრიის სათხილამურო კურორტ „Seefeld“-ში მდებარე საციგურაო მოედანი იწვევს ყველა მსურველს საციგურაოდ პირველი დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.,

84906790c6f8
მე – 9 ადგილი
ფართობი -სასტუმრო „de Ville“, პარიზის City Hall, საფრანგეთი
საციგურაო მოედანის ფართობი -1.635 მ ²
პარიზში, საციგურაო მოედანი არის ყველაზე საყვარელი ადგილი როგორც პარიზელებისათვის, ასევე ტურისტებისათვისაც.

047b33dae1e2
მე -8 ადგილი
საციგურაო მოედანი „Wollman Rink“, ნიუ იორკი, ამერიკა.
საციგურაო მოედანის „Wollman Rink“ ფაერთობია 2.600 მ ². ეს ლამაზი და ფართო ყინულის არენა არაერთხელ გადაიღეს რომანტიკულ ფილმებში. სხვათა შორის, აქ თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ჯიმ კერის, ქეით ჰადსონს და სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სრიალებენ ციგურებით…

3da61112c554
მე – 7 ადგილი
წითელი მოედანი მოსკოვში, რუსეთი
საციგურაო მოედანის ფართობი – 2. 700 მ ²
რუსეთის მთავარ საციგურაო მოედანს წარმოადგენს ყინულის მოედანი, რომელიც ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში დაინსტალირებულია წითელ მოედანზე. საციგურაო მოედანი იკავებს 2.700 მ ² ფართობს, რომელიც შეადგენს
მოსკოვის მთავარი მოედანის 1/10-ს.

9b327524ab88
მე – 6 ადგილი
პარკი-„Specific Park“ სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საციგურაო მოედანის ფართობი 4.000 მ ²
სანქტ-პეტერბურგში, „Specific Park“ -ის ვიზიტორებს შეუძლიათ ახალ დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ციგურებით სრიალი

c7666ba6d0db
მე -5 ადგილი
გორკის სახელობის პარკი, მოსკოვი, რუსეთი
საციგურაო მოედანის ფართობი – 15.000 მ ²
კიდევ ერთი პოპულარული საციგურაო მოედანი – გორკის სახელობის პარკში. ტერიტორიულად ის დაყოფილია ოთხ საციგურაო მოედნად: ჰოკეის, ძირითადი, საცეკვაო და საბავშვო.

86f0475ee546
მე -4 ადგილი
აბავშვო და ჰოკეის მოედნად;
მეხიკო (Mexico City), მექსიკა
საციგურაო მოედანის ფართობი – 32.000 მ ²
მექსიკაში ყველაზე დიდი საციგურაო მოედანი დამონტაჯებულია დედაქალქში.
ამ პოსტში წარმოდგენილი საციგურაო მოედანი არის მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური ყინულის მოედანი , რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ყინულის მოედანი მოიცავს ტერიტორიას, ფართობით 32.000 მ ².

47aba0281a09
მე- 3 ადგილი
Rideau-ს არხი, ოტავა, კანადა.
საციგურაო მოედანის ფართობი – 1.620.000 მ ²
უდიდესი ყინულის საციგურაო მოედანი მდებარეობს კანადის დედაქალაქ- ოტავაში, კერძოდ Rideau-ს არხზე.
სასაცილოა, მაგრამ ბევრი მაცხოვრებელი ზამთარში არ იხდის ციგურებს და ქალაქის ნებისმიერ ცენტრალურ ნაწილში მისასვლელად იყენებს „ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ამ სახეობას…

9c14f010a06e
მე – 2 ადგილი
ტბა „Patersvoldsemer„ გრონინგენთან ახლოს. გრონინგენი არის ქალაქი ნიდერლანდში, ასევე თავისივე სახელწოდების პროვინციის მთავარი მუნიციპალიტეტი და დედაქალაქია.

გრონინგენი აღიარებულია საუნივერსიტეტო ქალაქად,სადაც ცხოვრობს დაახლოებით 37 000 სტუდენტი.
საციგურაო მოედანის ფართობი -2.700.000 მ ²
„Patersvoldsemer„ -ის ტბა მდებარეობს ქალაქ გრონინგის ჩრდილოეთით და ყინულის
საციგურაო მოედანი გადაჭიმულია სიგრძეში- 100 კილომეტრზე და შეადგენს 2.700.000 მ ². ძლიერი და მტკიცე ყინულის ქერქი, რომელიც ფარავს ტბის წყლის ზედაპირს , ინარჩუნებს ტემპერატურას გაზაფხულის შუა რიცხვებამდე.

1d6f418a6b09
1 ადგილი
მთის ტბა „Joux“, შვეიცარია
საციგურაო მოედანის ფართობი – 5.000.000 მ ²
აი, მსოფლიოში უდიდესი ყინულის საციგურაო მოედანი, თუმცა ეს ლამაზი და შტამბეჭდავი ტბა იყინება წელიწადში მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში , მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, სპორტის ამ სახეობის თაყვანისმცემლები ასწრებენ ორგანიზებულ ყინულის საკარნავალო საღამოებზე დასწრებას, ასევე ფიგურულ სრიალში შეჯიბრებების ჩატარებას !

22b6e2c0b5d3
დამატებით შემოგთავაზებთ:
ეიფელის კოშკი, პარიზი, საფრანგეთი
ფართობი – 200 მ ²
მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის დიდი, მაგრამ წარმოადგენს ყველაზე უჩვეულო და რომანტიკულ საციგურაო მოედანს.
საფრანგეთის დედაქალაქში, საციგურაო მოედანი მდებარეობს ეიფელის კოშკის „შუაგულში“ და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მონახულებად საშობაო საციგურაო მოედანს.
57 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ყინულის მოედანი, ფართობით 200 მ ², სადაც შეიძლება სრიალი ციგურებით და სიამოვნების მიღება პარიზის განსაცვიფრებელი პანორამებით.
სასიამოვნო, სადღესასწაულო ატმოსფერო შენარჩუნებულია ორიგინალური მსუბუქი ეფექტებით და ფრანგული მუსიკით !
ნახეთ ვიდეო :
2013 წლის მსოფლიო ჩემპიონები ფიგურულ სრიალში გახდა წყვილი რუსეთიდან: Tatiana Volosozhar და Maxim Trankov
1.
2.
3.

blogerlady

age: 14
Back to top button