Prince of Persia
საინტერესო ისტორია სპარსეთის პრინცზე, თქვენ გაეცნობით ყველაფერს მის შესახებ. მისი თავგადასავალი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ინტერესს გაგიჩენთ მის მიმართ
მოკლე ისტორია სპარსეთის პრინცზე
პრინცის თავგადასავალი დაიწყო მაშინ, როდესაც იგი ჯერ ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა მისი სიძლიერე და სიამაყე მამამისისთვის, ამისთვის იგი ჩაერთო სახიფათო მაჰარაჯის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა ინდოეთის სასახლის დაპყრობისთვის. სასახლის დაპყრობის შემდეგ უკვე გამოცდილი პრინცი და მისი მამა მიემგზავრებიან აზადში, სადაც პრინცი სრულიად შემთხვევით გამოაფრქვევს დროის ქვიშის ძალას მოსახლეობის წინააღმდეგ. მოსახლეობა მომენტალურად იქცეოდა ქვიშის წარმოუდგენელ არსებად და იწყებდა ქალაქის დარბევას. რათქმაუნდა ახალგაზრდა პრინცესა ფარაპიც (რომელიც დატყვევებული იყო მაჰარაჯის ბრძოლის დროს) ჩარეული იყო ამ მწვავე კონფლიქტში, მაგრამ მასზე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენდა დროის ქვიშა, რადგანაც პრინცესას ქონდა მაგიური ძალის მქონე ყელსაბამი, რომელსაც იგი მუდამ თან ატარებდა.
პრინცესა Farah
სპარსეთის პრინცი
პრინცის ზებუნებრივი შესაძლებლობები
მიმოხილვა
სპარსეთის პრინცის დროის ხანჯალი აძლევს მას შესაქლებობას დააბრუნოს იგი დროში, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის რომ დაამარცხოს ძლევამოსილი ქვიშის არმია. პრინცი ვალდებულია შეისწავლოს და დაეუფლოს ბუნების 4 სტიქიას: წყალს,ცეცხლს,ჰაერსა და მიწას რათა დაამარცხოს მისი მტერი
წყალი:
აძლევს პრინცს შესაძლებლობას გააჩეროს წყალი. აგრეთვე წყლის მეშვეობით მას შეუძლია ორიენტირება სივრცეში. წყლის ნაკადის მეშვეობით იგი ეძებს სწორ მიმართულებას ძმის სასახლეში.
მიწა:
შეუძლია აღადგინოს დანგრეული ქალაქის პირველყოფილი სახე
აგრეთვე ეხმარება პრინცს დაამარცხოს დაცული მეომრები და განაიარაღოს ისინი.
ცეცხლი:
პრინცის კიდევ ერთი შესაძლებლობაა გაისროლოს ცეცხლი და მოამწყვდიოს ცეცხლის წრეში მისი მტერი.
ჰაერი:
პრინცს აძლევს საშუალებას დაამარხოს შორს მყოფი მებრძოლი,
პრინცის ცხოვრება
Prince of Persia
როდესაც პრინცი იმყოფება ლაშქრობებში მისი ერთ-ერთი ბოროტი ვეზირი ჯაფარი ცდილობს დაიპყროს მეფის სასახლე და გახდეს ახალი პრინცი.ჯაფარმა დაატყვევა პრინცესა და მისცა არჩევნის უფლება – იგი ან უნდა გამხდარიყო მისი ცოლი ან კიდე უნდა მომკვდარიყო.პრინცესას ნამდვილი სიყვარული სპარსეთის პრინცი დაატყვევეს ლაშქრობის დროს.იგი შეძლებს ციხიდან გამოქცევას, დაამარცხებს ვეზირს და დაიბრუნებს პრინცესას სიყვარულს
Prince of Persia 2: The Shadow and the Flame
11 დღის შემდეგ ვეზირი ჯაფარი ცოცხლდება,მან შეძლო პრინცის გარეგნობის “დაკოპირება” (მაპატიეთ :P) და ნამდვილ პრინცს შეუცვალა გარეგნობა.ნამდვილი პრინცი ძლივს შეძლებს თავის დაღწევას სასახლიდან. ბოროტმა ჯაფარმა კი შეძლო სპარეთის დაპყრობა. პრინცი მოხვდება ვაჭრების ხომალდზე. ჯაფარი გაიგებს ამას და გაანადგურებს ხომალდს, პრინცი შეძლებს გადარჩენას და აღმოჩნდება საიდუმლო კუნძულზე სადაც იპოვის მაგიურ ხანჯალს და გაიგებს იმას რომ ის სპარსეთის სამეფო ოჯახის უკანასკნელი ცოცხალი წევრია. მისი ოჯახის წევრებს მოკლავს ჯაფარი.პრინცის ბოლო შანსი ისაა რომ იგი უნდა შეუერთდეს სენით დაავადებულ პრინცესას და დაიბრუნოს სპარსეთის მეფობა, რომელიც დინასტიით ეკუთვნის მას.
სურათები
თუ მოგეწონათ, გაგრძელებას დავდებ