არქივი

ფაქტები NOKIA-ს შესახებ

66db9266a917

“გაგრძელება”ში ნახავთ საინტერესო ფაქტებს NOKIA-ს შესახებ…

თუ შენ Nokia-ს ფანი ხარ, მაშინ:

  1. უნდა იცოდე, რომ მულტიპლიკაციურ ფილმში “Ну погоди”, მგელი Nokia-ს ტექნიკას იყენებს.
  2. შენთვის საიდუმლო არაა, რომ მსოფლიოში პირველი სატელეფონო ზარი Nokia-ს მოწყობილობის გამოყენებით განხორციელდა 1991 წლის 1 ივლისს, ქ.ჰელსინკიში.
  3. განუმარტავ ნებისმიერს, თუ რატომ ქონდა Nokia 1100 თქვენს 1 ახლობელს მაინც, რადგან 200 მილიონიანი ტირაჟით ეს ტელეფონი ერთ-ერთ პოპულარულ გაჯეტად იქცა მსოფლიოში.
  4. გეცოდინება, რომ პირველი სერიული “სენსორული” Nokia-ს სმარტფონი იყო არა 5800, არამედ 7710. ეს ჯერ კიდევ 2004 წელს.
  5. უკვე ნახავდი Nokia-ს მიერ გადაღებულ ფილმს, რომელიც შეიქმნა რეჟისორ სპაიკ ლისთან ერთად. ეს პირველი ფილმია, რომელიც გადაღებულია მობილური ტელეფონებით.
  6. უკვე იცი, როგორ ჟღერს მორზეს ანბანის მიხედვით სიტყვა “SMS”, რადგან ზუსტად ასე ჟღერს Nokia-ს ტელეფონებში არსებული სტანდარტული ზარი შეტყობინებაზე.
  7. შენთვის საიდუმლო არაა, რომ Nokia-ს ბრენდით ადრე გამოდიოდა მინი-ნოუთბუქები, ახლა კი კომპანიას უკვე პლანშეტიც აქვს.
  8. შენ უკვე ახლა ემზადები კომპანიის 150-ე დაბადების დღისთვის, რომელიც აღინიშნება 2015 წელს.
  9. მიხვდები, რომ Nokia 9000 Communicator- ეს არა ნოუთბუქი, არამედ კომპანიის პირველი სმარტფონია.
  10. გეცოდინება, რომ კომპანია Nokia იყო ციფრული კამერების უმსხვილესი მწარმოებელი, რადგან მისი მოწყობილობების გაყიდვები, რომლებსაც გააჩნდათ კამერა, უსწრებდა ნებისმიერი ციფრული ფოტოაპარატების მწარმოებლის გაყიდვებს.
  11. შენ გეცოდინება, რომ სმარტფონების სერიის სახელწოდება “Lumia” წარმოიშვა ფინური სიტყვისგან “Lumi”- რაც თოვლს ნიშნავს.
  12. კითხვაზე, “რომელია ყველაზე პოპულარული თამაში მობილურებისთვის?” -შენ უპასუხებ:” Snake”. თამაში დაინსტალირდა 350 მილიონ Nokia-ს მოწყობილობაზე, რაც სრული რეკორდია.
  13. შენ შეგიძლია ნებისმიერ დაუმტკიცო, რომ Nokia Lumia 925-ის დამუხტვა 5 წუთშია შესაძლებელი ელვის დახმარებით. შენს მთავარ არგუმენტად კი საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კვლევა იქნება.
  14. შენ გეცოდინება, რომ წარმოების დაწყებიდან 1982 წელს, კომპანია Nokia-მ გამოუშვა სმარტფონების და მობილურების 400-ზე მეტი მოდელი.
  15. არასდროს დაგავიწყდება იმის შესახებ, რომ Nokia-მ მსოფლიოში პირველმა შექმნა ფიჭური კავშირი მობილური ტელეფონებისთვის, ფინეთი კი 1970-იან წლებში, იქცა პირველ ქვეყანად, რომელსაც ქონდა ფიჭური კავშირის 100%-იანი დაფარვის ზონა.
  16. არ ივიწყებ Nokia-ს წვლილს GSM-სტანდარტის განვითარებაში. განსაკუთრებით კი იმას, რომ მან პირველმა გამოუშვა GSM-ტელეფონი.
  17. შეგიძლია შეედავო ნებისმიერს იმაში, რომ პირველებმა SMS და MMS-შეტყობინებების გაგზავნა დაიწყეს ზუსტად Nokia-ს ტელეფონების მფლობელებმა.
  18. გეცოდინება, რომ დეველოპერები კომპანია სეძახიან Aikon-ს (შეტრიალებული “Nokia”), იმიტომ, რომ დეველოპერების კომპონენტებში არსებობს aikon-კომპონენტიც.
  19. არ გაგიკვირდება, რომ ზარი Nokia Tune იყო, და შესაძლოა არის კიდევაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მელოდია: დადგენილია, რომ მსოფლიოს მაშტაბით მას დღეში 2-მილიარდამდე ჯერ უსმენდნენ.  :)

 წყარო: Microsoft ინფო.

guroo

...

მსგავსი ამბები

Back to top button