გართობაუცნაური

კუდიანები

a7df49f62e81
ახალი დროის გარიჟრაჟზე მეთოთხმეტე მეთხუთმეტე საუკუნეებიდან ევროპულ სამყაროში მასობრივად იწყება ნადირობა კუდიანებზე ანუ ადამიანებზე რომლებსაც ბოროტ სულებთან კავშირში ადანაშაულებენ.გავრცელებულია აზრი თითქოს კუდიანობაში დადანაშაულებულთა სასამართლო პროცესს ძირითადად ინკვიზიცია ანუ საეკლესიო სასამართლო მართავდა, მაგრამ სინამდვილეში კუდიანთა უმეტესი ნაწილის საქმეებს საერო სასამართლოები განიხილავდნენ შუა საუკუნეების შემდეგ ეს პრეროგატივა სწორედ საერო სასამართლოებს ჰქონდათ.
1ccea215fcff

კუდიანებისა ანუ ჯადოქრების დევნა სწორედ ახალი დროის ახალი ისტორიის დასაწყისიდან გაძლიერდა, პირველ რიგში ამ უჩვეულო და ამ საშინელ მოვლენათა სათავე ალბათ იმ მძლავრ მითოსურ ნაკადში უნდა ვეძიოთ, რომელიც ევროპულ და საერთოდ ქრისტიან ხალხებში განსაკუთრებით კი დაბალ სოციალურ ფენებში განაგრძობდა არსებობას და ქრისტიანულ რელიგიას ერწყმოდა. მეთერთმეტე მეთორმეტე საუკუნეების ევროპაში ცოცხლობდა წარმოდგენები კუდიანებზე, ადამიანისა და დემონის კავშირის შედეგად დაბადებულ ბავშვებზე, სხვადასხვა ნახევრად მითიურ არსებებზე და სხვა.
cedf50e6115c
ხალხთა ფართო მასებში ეს მისტიკური წარმოდგენები ეს მისტიკური განწყობა ახალ ეპოქაშიც შენარჩუნდა. ამ გავრცელებულ რწმენას პროტესტანტიზმი ძლიერ ბიძგს აძლევდა. სახეცვლილი წარმართობის გაძლიერებასთან ერთად, თავად ქრისტიანული გამოცხადებისა და გარდმოცემის დამახინჯებაც ხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, კუდიანებზე ნადირობა არნაკლები გაქანებით მიმდინარეობდა პროტესტანტულ ქვეყნებში.

არანაკლებმნიშვნელოვანია ხალხისსულიერი განწყობა, ვისი ან რისი რწმენისკენ ჰქონდათ მათ მიდრეკილება. რელიგიური ფანატიზმისთვის დამახასიათებელია სიძულვილი და შიში რაც წარმმართველ როლს ასრულებდა ამ მოვლენებში. ახალი ფილოსოფიისა და რაციონალიზმის ჩასახვა-განვითარებასთან ერთად გრძელდება ჯადოქრებისა და ავსულების კოცონზე დაწვა. შემზარავია ის სიცრუე და სისასტიკე რაც თან ახლდა ამ პროცესებს , კუდიანობაში ბრალს დებდნენ ასობით და ათასობით ადამიანს, თვითმხილველნი დეტალურად აგწერდნენ კუდიანთა მსვლელობებს გრძნეულთა ორგიებზე, შავი მაგიის მოქმედება ბოროტ სულებთან კავშირსა და სხვა. ადამიანთა გარდა ზარალდებოდნენ ცხოველებიც გავრცელებული იყო თქმულებები მაქციებზე. ადამიანები რომელთაც სხვადასხვა ცხოველად გარდასახვის უნარი გააჩნიათ. სხვათა შორის მსგავსი რწმენა წარმოდგენები არსებობდა საქართველოშიც, მაგალითად სამეგრელოშიც სწამდათ კუდიანთა მთავრის როკაპის არსებობისა, აგრეთვე მაქციების და ასე შემდეგ. ევროპული და ქართული მითები და თქმულებები მრავალ დეტალშითანხვდება ერთმანეთს.
ედინბურგის უნივერსიტეტის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, შოტლანდიაში 1563 წლიდან 1736 წლამდე კუდიანობაში დაადანაშაულეს 3837 კაცი. აქედან მხოლოდ 305-ის განაჩენია ცნობილი მათგან205 სიკვდილით დასაჯეს 52 გაამართლეს 27 გადაასახლეს 11 ქვეყნიდან გააძევეს და 6 ეკლესიიდან განკვეთეს, 98 კი გაიქცა . ბრალდებულთა 85% ქალია ფინეთში 1520 წლიდან 1750 წლამდე ბრალი დასდეს 2000 კაცს კუდიანობაში. კუდიანებზე ნადირობამ მასობრივი ხასიათი მიგო ინგლისში, საფრანგეთში, ბასკეთში, კასტილია, კატალონიაში, ახალ მიწებზე.
aad41c556779
ასე მაგალითად 1669 წელს ქვემო ნორმანდიის მცხოვრები ჟაკ დე ბულანჟე ამტკიცებდა, რომ ნახევარი საათის განმავლობაში საკუთარი თვალით ხედავდა ჰაერში მფრინავ შიშვეელ ადამიანებს.იმავე ქვემო ნორმანდიის მცხოვრები მიშელ მერეს თქმით 200 შიშველი ადამიანი ცეკვავდა და ამ გზით ბოროტ სულებს უკავშირდებოდა ხოლო ისაკ მერეს მონათხრობითმიხედვით რამდენიმე ასევე შიშველიადამიანი ტყეში რიტუალურ მსხვერპლშეწირვას ასრულებდა, გლეხები იუწყებოდნენ რო ამ ადამიანთა შორის მღვდლები იხილეს რომელიც მესას თავდაყირა ასრულებდნენ და სხვა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button