არქივი

Jask Daniel’s -ის პირველი ბოთლი

  Jack Daniel’s Old No.7 Brand wallpapers

1875 წელი, ტენესის შტატის ქალაქი ლინჩბურგი უბრალო ამერიკული ტრადიციებით ცხოვრობს; განსაკუთრებული აქ თითქოს არაფერია. ერთ დღესაც ქალაქის მყუდროებას ახალგზარდა ყმაწვილი არღვევს. ჯასპერ ნიუტონ დანიელი (Jasper Newton Daniel), მოგვიანებით ჯეკ დანიელის სახელითა და გვარით ცნობილი 20 წლის ამერიკელი, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი და მფლობელი ხდება.

საშუალო ზომის ოთხკუთხედ ბოთლს, შავი ფერის მუყაოს ქაღალდი თეთრი წარწერით “ჯეკ დანიელს – ნომერი 7” – ამშვენებს. მასში განთავსებული არომატული სითხის მნიშვნელობა კი წყაროს წყალმა განსაზღვრა.

მღვიმიდან გადმოსული ანკარა, გრილი  წყალი, რომელიც მუდმივად 13 გრადუს ტემპერატურას ინარჩუნებს, წლის განმავლობაში დაახლოებით 3028 ლიტრს შეადგენს. ჯეკ დანიელიც ხვდება რა წყლის უნიკალურობას,  მის გამოყენებას საკუთარი პროდუქციის დასამზადებლად იწყებს. თანდათან ეს ყველაფერი  ძალას იკრებს და პოპულარობის მოსაპოვებლად, სასმელის სათანდო რეალიზაციის საკითხიც დგება.  ამ დროს ახალგზარდა ანჯელო ლუკესი ჯეკ დანიელის დის მატლოების ოჯახთან – მეგობრობს.  სწორედ მათი მეშვეობით იგი “ჯეკ დანიელსის”  ბრენდის პირველი ოფიციალური გამყიდველი ხდება:

“მაშინ მე მატლოების ოჯახთან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა. ვინაიდან ჯეკი დაოჯახებული არასდროს ყოფილა და შესაბამისად არც შვილები ყავდა, მან თავის ერთ-ერთ დიშვილს  – ლემ მატლოუს საკუთარი კომპანიის საქმიანობა ჩააბარა.  1953 წლის ოქტომბერში კი მატლოების დახმარებით “ჯეკ დანიელსის” სასმელის ოფიციალური გამყიდველი გავხდი.“

  Jack Daniel’s Old No.7 Brand wallpapers

ბატონი ლუკესი, ახლა 91 წლისაა და კვლავ “ჯეკ დანიელის” კომპანიაში მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობას; ხანგრძლივი პერიოდის გასვლის მიუხედავად, იგი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როცა სასმელის გაყიდვა პირველად დაიწყო:

“როცა გაყიდვა დავიწყე, თავიდან მასზე არც თუ დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ ყოველდღე, ყოველ წუთს ძალიან ბევრს ვმუშაობდი; სასმელის  გაყიდვა ცალობითაც კი მიხდებოდა. ძალიან ბევრ ადგილებში კარდაკარ დავდიოდი რომ წარმატებისათვის მიმეღწია.”

სულ მალე კლიენტების ნუსხას ცნობილი მომღერალი ფრენკ სინატრაც შეემატა:

“ჩემი ნაცნობის – მაიკლ სილიონის ბიძამ სინატრასათვის ჯეკ დანიელსის კონიაკის წაღება მთხოვა. როცა მას შეხვდი და სასმელი საჩუქრად გადავეცი, ტელეფონის ნომერიც დავუტოვე. სულ მალე თავად დამიკავშირდა და ასე მითხრა: “ჰეი, ლუკეს, შენ ნამდვილი სასწაული მოახდინე – ძალიან გემრიელი დასალევი მაჩუქე…” ასე დაიწყო ჩემი და ფრენკ სინატრას მეგობრობა, რომლის წყალობით ჯეკ დანიელსის ბრენდს დიდი წარმატება ხვდა წილად. ფრენკი ჯეკ დანიელსის კონიაკის დაგემოვნების შემდეგ, სიმღერის ხასიათზე მოდიოდა… ”

გასულ წელს, ანჯელო ლუკესის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად, “ჯეკ დანიელსის კომპანიამ” სპეციალურად გამოშვებულ სასმელის ბოთლზე ბრენდის პირველი გამყიდველის გვარი და სახელი განათავსა, რომელსაც თავად ბატონი ლუკესის ავტოგრაფი ამშვენებს.  კომპანია, ოქტომბრის თვეში გამართულ ყოველწლიურ “ბარბექიუს დღესასწაულზე” კი მოწვეულ უამრავ საპატიო სტუმრების წინაშე,  ანჯელო ლუკესის დამსახურებას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს.

ამჟამად “ჯეკ დანიელსის კომპანიის” მფლობელი “ბრაუნ-ფორმენ კორპორეიშენი,” ცნობილი ბრენდის დამაარსებლის ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. ბოთლზე გამოხატული ციფრი შვიდიანის არსობა კი  კვლავ ორაზროვანია; ზოგი მიიჩნევს რომ ჯეკმა ეს ციფრი მისი შვიდი მეგობარი ქალბატონის საპატივსაცემოდ აირჩია, ზოგი კი – უბრალოდ იღბლიანობას მიაწერს; თუმცა მისი რეალური ისტორია ჯეკ დანიელის გარდა არავინ იცის. სამაგიეროდ, ფრენკ სინატრას  ცნობილი სიმღერების მოსმენა, თითოეულ ჩვენთაგანს, ამ სასმელს დანამდვილებით გვახსენებს.

 

 

წყარო : m.amerikiskhma.com

 

CaveMan

I'm georgian

მსგავსი ამბები

Back to top button