გართობამარკეტინგი

ძალიან პოზიტიური საახალწლო რეკლამა Google-სგან

santa-google-1

ეს ცნობილი მეგაკომპანია Google მუდმივად ანებივრებს თავის მომხმარებელს. მათ საახალწლო სიურპრიზებს კიდევ ერთი, საოცრად პოზიტიური ვიდეორგოლი შეემატა. ამ რგოლს, რომელიც youtubeze 18 დეკემბერს განთავსდა უკვე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს საყვარელი თოვლის ბაბუ საზოგადოებაში მხოლოდ სასიამოვნო ემოციას იწვევს.

ვიდეო ორიენტირებულია ამ კომპანიის ახალ პროგრამაზე Google Helpout-ზე და რგოლი ცნობილმა სარეკლამო სააგენტომ  Anomaly-მ გადაიღო.

Google Helpout არის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ თემაზე, ფასიან და უფასო, ვიდეო – დახმარების გაკვეთილებს მოიცავს. მისი პრეზენტაცია 2013 წლის შემოდგომას გაიმართა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე ფუნქციონირებს.

ვიდეო რგოლში სანტა კლაუსი საჩუქრების დასარიგებლად ემზადება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ქურთუკი გაეხა.

სანტა დახმარებისთვის Google Helpout-ს მიმართავს.

როგორ ვითარდება მოვლენები ამას ამ მოკლე რგოლიდან შეიტყობთ:

 

წყარო : lollipop.ge

მსგავსი ამბები

Back to top button