არქივი

“ილია მურომეცი” – ადრეული საჰაერო ხომალდი

5d540e94dc89
ადრეული მფრინავები წლიდან წლამდე სულ უფრო მაღლა და შორს დაფრინავდნენ. 1914 წელს, რუსმა მფრინავმა იგორ სიკორსკიმ ავიაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი 1290 კილომეტრიანი ფრენით სანკტ-პეტერბურგიდან კიევამდე, რასაც მხოლოდ 13 საათი მოანდომა ის მხოლოდ ორჯერ დაჯდა მიწაზე. ამ ფრენამ დიდ დისტანციებზე თვითმფრინავით გადაადგილების შესაძლებლობა დაადასტურა. სიკორსკის უზარმაზარი საფრენი აპარატი “ილია მურომეცი” რომელსაც ლედენდარული რუსი მეომრის სახელი ეწოდა ოთხძრავიან ბიპლანს წარმოადგენდა. თავის დროზე, ის მართლაც შესანიშნავი თვითმფრინავი იყო: მას ჰქონდა მფრინავის კაბინა, მგზავრთა კაბინა გათბობითა და ელექტრო განათებით, მაგიდა და ოთხი დაწნული სკამი. ფრენისას მგზავრთა კვებაც იყო გათვალისწინებული. ამ რეკორდული ფრენის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და სიკორსკის თვითმფრინავი ბომბდამშენად გამოიყენეს.

d6809a917351
სიკორსკის თვითმფრინავს ქვედა ფრთებზე სავალი ფიცარნაგი ჰქონდა, რაც იძლეოდა ძრავების შემოწმების საშუალებას. კიევისკენ ფრენისას ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა მფრინავებმა მისი სასწრაფოდ ჩაქრობა შეძლეს. თვითმფრინავს ასევე გააჩნდა პილოტის კაბინა, რაც იმ დროისთვის რადიკალური ინოვაცია იყო, კაბინაში მხოლოდ რამდენიმე მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხოლო თვითმფრინავი ჩვეულებრივი, მრგვალი საჭით იმართებოდა. ილია მურომეცს, თანამედროვე ლაინერების მსგავსად ჰქონდა მგზავრებისთვის კომფორტული კაბინა, ის დიდი და კეთილმოწყობილი იყო, იმ დროის სხვა თვითმფრინავებისგან განსხვავებით. მას ასევე ორი სადამკვირვებლო პოსტი ჰქონდა, ერთი ცხვირის გაგრძელებას წარმოადგენდა, მეორე კი თვითმფრინავის კორპუსის ზედა ნაწილში მდებარე პლატფორმა იყო.

57023af18f93
ადრეული თვითმფრინავების ძრავების არასაიმედოობა აღიარებული ფაქტი იყო. სიკორსკიმ “ილია მურომეცისთვის” გამოიყენა მსუბუქი და საიმედო გერმანული “არგუსის ძრავები, რომელიც მაშინ ხელმისაწვდომთა შორის საუკეთესო იყო. სხვადასხვა დროს სიკორსკი იყენებდა ინგლისსა და გერმანიაში დამზადებულ ძრავებს. ილია მურომეცს სულ ოთხი ძრავი ჰქონდა

b57b686235ad
“ილია მურომეცის” ფრენა განხორციელდა 1914 29 ივნისს, სანკტ-პეტერბურგიდან კიევამდე. მიწაზე დაჯდომა მხოლოდ ორშაში იყო გათვალისწინებული, საწვავის შესავსებად, თუმცა მდინარე დნეპრის თავზე თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, საბედნიეროდ მფრინავთა ბრიგადამ მისი სწრაფად ჩაქრობა მოახერხა :) ამის შემდეგ თვითმფრინავი ჰაერის ტურბულენტურმა დინებამ აიტაცა და აატრიალა (ეს ახლაც პრობლემაა) თუმცა სიკორსკიმ პროფესიული გამოცდილებით მისი დაძლევა მოახერხა.

საბოლოოდ “ილია მურომეცმა” კიევის ღრუბლები გაარღვია და მშვიდობიანად დაჯდა მიწაზე.

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button