არქივი
რაშმორის მემორიალი
მსოფლიოს უდიდესი საოცრებებიდან ერთ-ერთია რაშმორის მთა რომელიც ამერიკაში სამხერთ დაკოდაში მდებარეობს.
რაშმორის მემორიალი არის აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალი, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, თვითმყოფადობისა და განვითარების ხსოვნას ეძღვნება.შავ მთებში მდებარე ეს მონუმენტი ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი პორტრეტული ქანდაკება იყო.
რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი ამერიკის პრეზიდენტების_ჯორჯ ვაშინგტონის,თომას ჯეფერსონის,თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკონის გიგანტური თავებისაგან შედგება,რომელთაგან თითოეულის სიმაღლე 18 მეტრს აღწევს,მთელი მემორიალი 518 ჰექტარს მოიცავს და 1745 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
პროექტის განხორციელება დაიწყო 1927 წელს როცა მუშებმა მოქანდაკე გუსტონ ბორგლუმის ხელმძღვანელობით,დინამიტით გრანიტის კლდე ააფეთქეს.რაშმორის მთა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა,მას ყოველწრიულად 2 მილიონამდე ტურისტი ნახულობს.