საკითხავისურათებიუცნაური

ელფები

გაგრძელებაში იხილავთ ინფორმაციას ელფებზე ცოტა არის მაგრამ მგონი მოგეწონებათ ))

ელფები არიან ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში.ისინი არიან პირველშობილები, უკვდავები, ცოდნით სავსენი და ლამაზები, მსგავსად ადამიანებისა, ისინიც ილუვატარის შვილები არიან. ელფები გაჩდნენ ქუივიენენის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ველურ ტყესთან – დიდი ხნით ადრე, ვიდრე ადამიანები და ჯუჯები გაჩნდებოდნენ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოკვდავთა უფროსი ძმები არიან. თავდაპირველად ელფები მარტოდმარტო იყვნენ თავიანთ თავზე დამოკიდებულნი. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი მზე და მთვარე, ასე რომ, მათ ვასკვლავები უნათებდათ გზას, სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ „ელდარ“ანუ „ვარსკვლავთა ერი“, ასევე – “ქუენდი”, „მოლაპარაკენი“. ელფები მეტად ლამაზები არიან, მათი საშუალო სიმაღლე ორი მეტრია. აქვთ გრძელი, სწორი თმა და რუხი თვალები. ელფები ფლობენ დიდ სპირიტუალურ ძალებს, თუმცა ისtარებივით ჯადოქრობა მათ არ შეუძლიათ. ელფის სხეული წყვეტს განვითარებას, როდესაც მიაღწევენ მეასე წელიწადს, ამ დროს ისინი გარეგნულად 25 წლის ადამიანს ჰგვანან. ელფები არ ავადდებიან, არ იყინებიან და რაღა თქმა უნდა, არ ბერდებიან. მათ აქვთ ძლიერი თვალები, შეუძლიათ ჰორიზონტის იქითაც კი გაიხედონ. ისინი ტელეპატიურ ძალებსაც ფლობენ. მამაკაც ელფებს არ ეზრდებათ წვერ-ულვაში. ელფები იყოფიან ორ ძირითად ჯგუფად, ესენია კალაქუენდი (Calaquendi) და მორიქუენდი (Moriquendi) . კალაქუენდი ნიშნავს ნათელ ელფებს, ხოლო მორიქუენდი – ბნელ ელფებს. “ელდარ” იმ ელფებს ჰქვიათ, რომლებიც ვალინორში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ხოლო “ავარი” – რომლებმაც არ ისურვეს ვალინორში გადასვლა, მიუხედავად ვალარების შემოთავაზებისა. ნათელი ელფი იმით განსხვავდება ბნელი ელფისაგან, რომ მან ნახა მანათობელი ხეები, რომლებიც მზისა და მთვარის შექმნამდე ანათებდნენ ვალინორს. ხოლო ბნელი ელფები, იმის გამო, რომ შუამიწეთზე დარჩნენ, მანათობელი ხეების ნახვა ვერ შეძლეს და ბნელეთში უწევდათ ყოფნა. ელფებში არის სამი ძირითადი კლანი: ვანიარები, ნოლდორები და ტელერი.

ვანიარ (Vanyar) ნიშნავს “ლამაზს”. მათ ასევე ქერა ელფებს უწოდებენ, ოქროსფერი თმის გამო. ეს კლანი ვალინორზე ცხოვრობს და შუამიწეთზე არ გადმოდის. ასეთ ელფებს აქვთ რუხი თვალები.

ნოლდორ (Noldor) ნიშნავს “სწავლულებს”. მსგავსად ვანიარებისა ესენიც ქალაქუენდი არიან. ნოლდორების ნაწილი გადავიდა შუამიწეთზე I ეპოქის დასაწყისისას, მათი მაშინდელი მეფე, ფეანორი, მორგოთს გაეკიდა, რათა მოპარული სილმარილები დაებრუნებინა. ნოლდორთა დიდი ნაწილი ვალინორში ცხოვრობს, მცირე კი შუამიწეთზე (IV ეპოქაში სრულიად დატოვეს იქაურობა). ნოლდორებს აქვთ შავი თმა, ხშირად ყავისფერი ან მოწითალო – და რუხი თვალები.

თელერი (Teleri) ნიშნავს “უკანასკნელებს”. ეს კლანი ბოლო იყო, რომელმაც ვალინორამდე მოაღწია, თუმცა ესეც ნაწილობრივ გამოუვიდათ. ბელერიანდამდე თელერები რამდენიმე ტომად დაიშალნენ, ზოგი მათგანი ტყეებში წავიდა, ზოგი სანაპიროებზე დარჩა, ზოგი კი ვალინორში გადავიდა. მათი თმა არის ქერა-ვერცხლისფერი, მათი თვალები კი რუხია. მათ უყვართ წყალი და მწვანე ფერები. ეს კლანი ყველაზე რიცხვმრავალი იყო. თავდაპირველად ელფები მოგზაურობდნენ და ყველაფერს, რასაც ხედავდნენ, სახელებს არქმევდნენ. მათ როგორც პირველშობილებს არ გაუჭირდათ საკუთარი ენის მოფიქრება.

ელფები პირველად მელკორმა აღმოაჩინა და უთვალთვალებდა მათ. გარკვეული დროის შემდეგ მან თავისი ყმები გააგზავნა მათთან, დააშინა და დააწიოკა ისინი, ხოლო ზოგიერთი დაიჭირა და თავის ციხეში – უტუმნოში წაიყვანა, სადაც ხანგრძლივი წამების შემდეგ მათგან ორკები შექმნა, რომლებიც ბუზებივით გამრავლდნენ. მელკორის მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ ორომემ, ნადირობის ღმერთმა შემთხვევით მიაგნო ელფებს, შემდეგ ის ვალინორზე დაბრუნდა და სხვა ვალარებს უამბო ამის შესახებ. ვალარებს მიეცათ მიზეზი შუამიწეთზე გადასვლისა, ამიტომ მათ მელკორს ომი გამოუცხადეს, რომელსაც ძალაუფლების ომი ეწოდა. ამ ომში შუამიწეთის ჩრდილო ნაწილი, კერძოდ უტუმნო მთლიანად დაინგრა. მელკორი დამარცხდა – იგი შებოჭილ იქნა აულეს, მჭედლობისა და ცეცხლის ღმერთის მიერ დამზადებული ჯაჭვით. შემდეგ მელკორი ვალინორზე იქნა გადაყვანილი, სადაც სამი ერა დაჰყო – მანდოსის (ნამო) სიკვდილისა და ღამის სამყაროს ღმერთის დარბაზებში. ომის შემდეგ ვალარებმა ელფებს ვალინორზე შესთავაზეს გადმოსვლა, მაგრამ ელფებს ვალარებისაც შეეშინდათ და ძალზედ აყოვნებდნენ, ამიტომაც ვალარებმა მათში ყველაზე ძლევამოსილები, მათი მეთაურები: ინგვე, ფინვე და ელვე, მოიხმეს ვალინორზე, რათა დაერწმუნებინათ თავიანთი ხალხი, რომ საშიში არაფერი იყო. მეთაურები წავიდნენ ვალინორზე ელჩებად. როდესაც დაბრუნდნენ, მათ დაიყოლიეს თავიანთი ხალხი: ვანიარები, ნოლდორები და ტელერი, რომლებიც ამ უკანასკნელებს გაჰყვნენ, მაგრამ ნაწილი დარჩა და მათ ავარი ეწოდათ. პირველები, რომლებიც მობრუნდნენ, იყვნენ ნანდორები, ტელერის კლანიდან, რომლებიც შემდეგ ოსირიანდში გადავიდნენ, მათ ლაიქუენდი (მწვანე ელფები) ეწოდებათ.

ძალაუფლების ომის შემდეგ შუამიწეთმა სახე იცვალა, ჰელქარის ზღვა ამოშრა მომდევნო საუკუნეებში, ელფებისთვის კი ქუივიენენისკენ გზა ჩაიკეტა. მათ ძალზედ ენატრებოდათ ძველი სამშობლო.

სილმარილების გატაცებამ გამოიწვია ნოლდორთა აჯანყებები. მელკორის გაქცევის შემდეგ ისინი შუამიწეთში დაბრუნდნენ, შექმნეს ახალი სამეფოები და გამუდმებით იბრძოდნენ ბოროტების წინაააღმდეგ. ეს ბრძოლები (რომელიც ელფთა მარცხით სრულდებოდა) საბოლოოდ ვალარებმა დაასრულეს. მელკორი სამყაროს კიდეებიდან გადააგდეს, ხოლო ომებისაგან მთლიანად დანგრეული ბელერიანდი ჩაძირეს, რამაც შუამიწეთიდან ელფების უდიდესი ნაწილის წასვლა გამოიწვია. დარჩა ცოტაოდენი ნოლდორი. მათ შექმნეს ორი სამეფო: ერეგიონი და გილ-გალადის სამეფო. ბეჭდის პირველ ომში გილ-გალადი დაეცა, ერეგიონი კი მანამდე განადგურდა. ამის შემდეგ ელფთა ნაწილი შუამიწეთიდან კვლავ წავიდა, ხოლო ბეჭდის მეორე ომის შემდეგ, როცა ელრონდმა და გალადრიელმაც დატოვეს შუამიწეთი, ელფების უმცირესი ნაწილიღა იყო შემორჩენილი და ისინიც ერიდებოდნენ ადამიანებთან ურთიეთობას. ისინი ფაქტობრივად ტყის სულებად, მფარველებად არიან გამოყვანილი. გარეგნობით აღწერილი არიან, როგორც მაღალი, ღია კანის ფერის მქონე გრძელ ყურება არსებებად. ზოგ შემთხვევაში ფრთებიც კი გააჩნიათ, თუმცა ამ დროს ისინი უკვე ფერიებთან არიან გაიგივებულები. რაც მთავარია, თითქმის ყველა მითოლოგიაში ისინი ადამიანისადმი ლოიალურები არიან. ელფები კარგი მონადირეები არიან. მათი საყვარელი იარაღი მშვილდი და ისარია, თუმცა არც შუბის და ხმლის გამოყენებას ერიდებიან. სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებს ემეგობრებიან. ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით გნომებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და ფერიებს შორის განსხვავებაც ფაქტიურად არ არსებობს.
შემდგომ წარმოიშვა ბევრი სხვადასხვა ვერსია. მაგალითად, ტყის ელფები ცალკე რასად ჩამოყალიბდა, მუქი ელფები ცალკე რასად და ე.წ. მაღალი ელფები. სხვადასხვა მითოლოგიებში ძირითადად ეს სამი რასა ვარირებს. ისინი ცხოვრობენ ჯადოსნურ ტყეებში, ან ულამაზეს კუნძულებზე. გარდა მუქი ელფების რასისა, რომელთა სამშობლოდ ხანდახან მიწისქვეშა სამყარო არის აღწერილი.თანამედროვეობაში ელფები საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. ძნელად მოიპოვება ფენტეზის ჟანრის კომპიუტერული თამაში სადაც ელფები არ ფიგურირებენ. თანამედროვე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში ელფების ნათელი მაგალითი ჯონ ტოლკიენის ნაწარმოები “ბეჭდების მბრძანებელი” და მის მიხედვით გადაღებული ფილმების ტრილოგიაა. ელფები “ჰარი პოტერშიც” არიან, თუმცა აქ ისინი განსხვავებული ტიპაჟები არიან.

ელფები გვხვდება რედიარდ კიპლინგის, გოეთეს, შეკსპირის ნაწარმოებებში.

საშობაო ელფი ცოტა განსხვავებული პერსონაჟია, ის სანტა კლაუსის დამხმარეა ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევასა და დამზადებაში. ეს პერსონაჟი მნიშვნელოვნად განსხვავდება ელფების ზოგადი პორტრეტისგან – არის დაბალი, პატარა ბუზღუნა არსება, რომლისთვისაც მუშაობაზე მნიშვნელოვანი საქმე არ გააჩნია.

თანამედროვე ახალგაზრდებში ჭარბობს ელფების სიყვარული, შედეგად ჩამოყალიბდა ე.წ. ელფების კულტი. შექმნილია ელფების ორი ენა – სინდარინი და კვენია, რომლებიც 500 სიტყვაზე მეტს მოიცავს.

ფენტეზის ჟანრი, ფილმი იქნება ეს, ლიტერატურა, თუ კომპიუტერული გრაფიკა, წარმოუდგენელია ელფების გარეშე ისინი მუდამ სიკეთისთვის მებრძოლი მამაცი გმირები არიან

გახსოვდეთ – edhel mad-llie mellon an-uir!!! (ელფები ყოველთვის თქვენი მეგობრები იქნებიან! ).

 

წყარო : http://vikuna.wordpress.com      http://ka.wikipedia.org

თეგები

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Close
Close