საკითხავისასარგებლოუცნაური

ინტერნეტი და სუიციდი

ინტერნეტმა შეიძლება დადებითიც და უარყოფითი ზეგავლენაც იქონიოს თინეიჯერებზე და ახალგაზრდებზე, რომლებიც თვითდაზიანების ან კრიტიკულ შემთხვევებში სუიციდის მცდელობის რისკზე არიან. ერთის მხრივ, ზოგიერთი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ფორუმები, რომლებზეც ხალხი კითხვებს სვამს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის დისკუსიებში, დადებით გავლენას ახდენს ხალხზე, ვინც სტრესულ სიტუაციაშია. ასეთ შემთხვევებში ფორუმები ეხმარებიან ადამიანების გონებას სუიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს და არის შემთხვევები, როდესაც ინტერნეტის მომხარებლები სწორედაც ინტერნეტიდან და მსგავსი ფორუმებიდან იღებენ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება დაიზიანონ თავი. ანდაც ინტერნეტი ხელს უწყობს დამალონ თავიანთი გულისტკივილი, რის გამოც მას ვერ დაეხმარება ვერავინ.

მკვლევარებს ძალიან ბევრი ექსპერიმენტების ჩატარება დასჭირდათ, რომ შეედგინათ გარკვეული სტატისტიკა მოზარდებზე და მათზე ინტერნეტის ზეგავლენაზე, თუმცა ზუსტი რიცხვების დადგენა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.

ექიმები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ერთადერთ გზას ხედავენ – ასწავლონ ახალგაზრდებს ინტერნეტის სწორი გამოყენება. ყოველდღე ძალიან ბევრი არასრულწოვანი ადამიანი უყურებს ვიდეოს, რომელიც 18 წლამდე ადამიანმა არ უნდა ნახოს! თუმცა ისიც ხაზგასასმელია, რომ ამას უმეტეს შემთხვევაში თავისი ნებით აკეთებენ.

“ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის ინტერნეტი უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. ჩვენ გვჭირდება სოციალური მედია გავხადოთ ისეთ მედიად, სადაც ხალხს შეეძლება სტრესისგან გამოსვლა, სასარგებლო ინფორმაციების სწრაფად და მარტივად მიღება და არა პირიქით.” – ამბობს ქეით დეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასპირანტი.

მკვლევარებმა განიხილეს ახალგაზრდებზე ჩატარებული 14 დაკვირვება.

ერთ-ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ ფორუმების მომხმარებლები უფრო ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ მას შემდეგ, რაც თემების წერა დაიწყეს ფორუმებზე. ასევე ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ფორუმებს შეუძლიათ ისეთივე კარგი შედეგი მოგვიტანოს, როგორც ექიმთან სტუმრობისას გვექნება.

მიუხედავად ამისა, ზოგმა გამოკვლევებმა გამოააშკარავეს ნეგატიური სურათი, რომელიც ინტერნეტ-ფორუმების მოხმარებით შეიძლება მივიღოთ. ერთ-ერთი მათგანი გვიჩვენებს, რომ ფორუმების მოხმარებამ შესაძლოა ჩვენთვის სუიციდი და თვითდაზიანება მისაღებ საქციელად გახადოს(ანუ ფაქტიურად მაზოხისტად გვაქციოს). ასევე კვლევების მიხედვით, ფორუმის პოსტების თითქმის 10 პროცენტი ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება დავიზიანოთ თავი, ისე რომ ვერავინ ვერ შეგვამჩნიოს(მაგალითად მშობელმა), ამან კი შეიძლება ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით 60-მა პროცენტმა აღიარა, რომ მათ წარსულში ნაძებნი აქვთ ინტერნეტში, თუ როგორ შეიძლებოდა თავი მოეკლათ. ვისაც უცდია თვითდაზიანების მიღება, მათ 3/4-მა აღიარა, რომ სწორედ ინტერნეტში აქვთ ნანახი, თუ როგორ შეეძლოთ ამის გაკეთება.

“იმის მაგივრად, რომ ჩვენ პირდაპირ მარტო საიტები დავბლოკოთ, სადაც ასეთი საშინელი ინფორმაციაა განთავსებული, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტი გავხადოთ ისეთი ადგილი, სადაც შეეძლება ხალხს ემოციური სტრესისგან განთავისუფლება, ანუ ხალხი ამ მხრივ უფრო ინფორმირებული უნდა გვყავდეს სოციალურ მედიაში. სადაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა ავტორიტეტმა ადამიანებმაც უნდა აღკვეთონ ყოველგვარი საზიანო ინფორმაციის ინტერნეტში გაჟონვა.” – ამბობს ჯო ფერნსი, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი(ამ ფონდს აქვს ცხელიხაზი, სადაც ეხმარებიან სუიციდთან ახლოს მდგომ ადამიანებს და მძიმე სტრესსში მყოფთ.)

loading...

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close