გართობაუცნაური

ყინულის სამყაროს 11 განსაცვიფრებელი საოცრება

7bc1b651098f
პოლარულ და სხვა ცივ რეგიონებში არსებობს იმდენად ლამაზი, თალთწარმტაცი, უჩვეულო და შეიძლება ითქვას , ყინულის, თოვლის და წყლის უნიკალური ფორმირებები, რომ უბრალოდ მათ დანახვაზე სული გეკვრებთ; მხოლოდ მეცნიერებს და მრავალი თავგადასვლების მაძიებლებს შეუძლიათ ეწვიონ ბუნების ამ საოცრებების უმრავლესობას; მისი არასტაბილური და განლაგების სპეციფიკური ადგილების გამო , ეს ფორმირებები შეიძლება დაინახოთ მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდში.
1. “გაყინული ტალღა“ (Frozen Wave)- ანტარქტიდა.
a5d82e546742
ეს უნიკალური „გაყინული ტალღა“ მდებარეობს ანტარქტიდაში, რომელიც აღმოჩენილ იქნა 2007 წელს , ამერიკელი მეცნიერის ტონი ტრავუილონის (Tony Travouillon) მიერ…
ამ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია თითქოს-და გიგანტური ტალღა, რომელიც გაიყინა მოცემულ მომენტში, მაგრამ ეს ფორმირება შედგება ლურჯი ყინულისაგან, რაც არის დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არ იყო წარმოქმნილი წყლის ტალღით !
cc3e2a7d40d0

ცისფერი ყინული  იქმნება   ყინულის  კომპრესიით და გაყინული  საჰაერო  ბუშტების განთავისუფლებით.   ყინული  გამოიყურება  ლურჯად,  რადგან,  როდესაც  სინათლე  გადის  სქელ ყინულში,  ლურჯი  ფერი  აისახება,  ხოლო  წითელი  ფერი შთაინთქმება.
ამდენად,  მუქი  ლურჯი  ფერი  მიუთითებს  იმაზე,  რომ  ყინული ფორმირებულ  იქნა  ხანგრძლივი  დროის  განმავლობაში,  და  არა  მომენტალურად…
26bfd829b846

a3312296ac36
2.  ლურჯი  მდინარე,  გრანლანდია (Greenland).
f44c8686f6ed
ეს მდინარე ითვლება გრენლანდიის სამოთხედ კაიკინგიზე-kayaking-ზე (ექსტრემალური სპორტის სახეობა მდინარეზე) სრიალის დროს.
მდინარე იცვლის თავის ფორმას ყოველ სეზონზე. მდინარის ნათელი ლურჯი ფერის მიზეზს წარმოადგენს დაკრისტალებული ლამა
d222c2d636b5

3. მყინვარული ჩანჩქერები Spitsbergen-ზე, სვალბარდი, ნორვეგია.
სურათი – ყინულიდან გადმოღვრილი შადრევანი სპიტსბერგენზეა (Spitsbergen) გადაღებული, სვალბარდის არქიპელაგის ერთადერთ დასახლებულ კუნძულზე. სვალბარდი ცოტათი დაშორებულია ჩრდილოეთ პოლუსიდან…
afe0b35afbf1

დედამიწის ყინულოვანის მასის 99 %-ზე მეტს პოლარულ რეგიონებში განლაგებული ყინულის ფენები წარმოადგენს. ყინულის უზარმაზარი კუნძულები სუფთა წყლის უდიდეს საცავს წარმოადგენს და მოსახლეობას სუფთა წყლით უზრუნველყოფს. ამათგან სრული მყარი მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაშია, შემდეგ კი დნება ნელ-ნელა.
სახიფათო მომენტია ყინულის გიგანტების გადნობა ! მან შეიძლება წყლის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს დროთა განმავლობაში….
სახელწოდება სვალბარდი (მეორე სახელი-სპიტსბერგენი), ნორვეგიულად ითარგმნება, როგორც „ცივი სანაპიროები“.
საერთოდ, სპიტსბერგენი წარმოადგენს ყველაზე ჩრდილოეთ დასახლებულ რეგიონს პლანეტაზე.
b611af329ab0

4. კრისტალების მღვიმე (Cave of Crystals), ისლანდია.

d331af96f5ff

1a050466c584
9333fc5ea720
5. მყინვარი „Briksdalsbreen“, ნორვეგია.
068c5df62e62
მყინვარი მდებარეობს ნორვეგიაში და წარმოადგენს ეროვნული პარკის „Jostedalsbreen“ ნაწილს. ბრიქსდალსბრინი (Briksdalsbreen) მთავრდება პატარა მყინვარული ტბით (Briksdalsbrevatnet), რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 357 მეტრზე. .
მთელი მსოფლიოს კუთხეებიდან ჩამოდიან ტურისტები , რათა დატკბნენ ამ მართალაც-და ულამაზესი მყინვარული ტბით !

eb1a51e2db0d
fa7234a7e9bf
6. ყინულის კანიონი -„Birthday Canyon“, გრელანდია.
3a97e8a2aee1
ყინულის კანიონის სიღრმე შეადგენს დაახლოებით 45 მეტრს. ეს ფოტო გადაღებულია 2008 წელს. ზოლები მის კედლებზე აჩვენებს ყინულის და თოვლის სტრატიგრაფიულ შრეებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იღებდა ასეთ სახეს…
ადამ ლუინტერი (Adam LeWinter) დგას ყინულის კანიონის კიდეზე, რომელსაც დაარქვა „მოაბისი“ (Moab). არხის ქვედა ნაწილში შავი დანალექი (სედიმენტაცია-
ნალექების დაგროვების პროცესი უპირატესად წყლის გარემოში)- ეს არის წვრილი მტვერი, რომელიც ქარს მოაქვს და რომელიც აკუმულირდება თოვლში, მყინვარებში.

33c5efe7a69b
7. მყინვარი „სპილოს ფეხი“ (Elephant-Foot Glacier), გრელანდია.
9cfddf8faf38

ebe273a2666c
8. ზოლებიანი აისბერგი (Striped Icebergs), სამხრეთ ოკეანე.
f498f3a033b2

e96bce994216
cabbfa9fafdc
9. მთა „erebus“-ის ყინულის კოშკები, ანტარქტიდა.
ee15b37ba199
მუდმივად აქტიური ვულკანი, ალბათ , ერთადერთი ადგილია ანტარქტიდაში, სადაც ცეცხსლი და ყინული ხვდება ერთმანეთს, ურთიერთქმედებს და ქმნის რაღაც უნიკალურ შთამბეჭდავ სურათს…
კოშკებს შეუძლიათ მიაღწიონ სიმაღლეში 20 მეტრამდე და გამოსცემენ ორთქლის ნაკადებს სამხრეთ პოლარულ ცაზე.

448e78aa290d
10. “Fang”- გაყინული ჩანჩქერი ქალაქ ვეილში (The Fang in Vail), ამერიკის შეერთებული შტატები.
ჩანჩქერი “Fang”- მდებარეობს კოლორადოს შტატში. უზარმაზარი ყინულის სვეტი ფორმირებულია ცივ ზამთარში და აღწევს სიმაღლეში დაახლოებით 50 მეტრს, სიგანეში კი- 8 მეტრს.

1f99c97e9ea6
11. “Penitentes“ – კალგასპორები, ჩილე, არგენტინა.
5f4c82ad4708
ანდების რეგიონში , ეს საოცარი ყინულის „წვეტები“ ფორმირებულია ზღვის დონიდან 4,000 მეტრ სიმაღლეზე. ისინი შეძლება იყოს სხვადსხვა ზომის: რამდენიმე სანტიმეტრის და აღწევდეს 5 მეტრამდე…
ანდების ხალხი ამ მოვლენას უკავშირებენ ამ რეგიონში სწრაფად მქროლ ქარებს…

31dc89a4bdca

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button