გართობაკულტურა

ახალი ბრიტანული ,,Supercar”-ი

aebf3b1c8570

McLaren-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ახალ, მესამე სუპერ ავტომობილზე, რომლითაც კონკურენცია Porsche-ს სახელოვან 911-ს და Mercedes-Benz-ის AMG GT-ს უნდა გაუწიოს. ბრიტანული ავტომობილის სახელი არის P13 და ის ბაზარზე 2015 წელს გამოვა. ის ფლაგმანის, P1-ის სტილში შესრულდება და 120 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

ახალი ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ იმავე ძარას  დაეყრდნობა, რომელსაც McLaren-ი MP4-12C-ზე იყენებს. ძრავიც იგივეა – 3.8-ლიტრიანი V8 წყვილი ტურბინით. ოღონდ ამ შემთხვევაში მისი სიმძლავრე 625 კი არა, 450 ცხენის ძალაა. ახალ ავტომობილს მყიდველს კუპესა და როსდტერის ძარით შესთავაზებენ.
7cff62e20e27
6a2317771679
McLaren-ს არ დაუზუსტებია, როდის გვიჩვენებს პირველად P13-ს. სავარაუდოდ, მისი პრემიერა მერმისს, პარიზის მოტორ შოუზე შედგება. ღია ვერსია კი ბაზარზე ერთი წლით გვიან გამოვა. კუპე P13-ის ფასი MP4-12C-ზე დაახლოებით 50 000 გირვანქა სტერლინგით ნაკლები იქნება. ახალი ავტომობილის წყალობით, McLaren-ის წლიური გაყიდვები, ახლანდელი 1400-დან დაახლოებით 4000-მდე გაიზრდება.
b2d6253434dc

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ კომპანიას ახალი ავტომობილის საგზაო ტესტირება უკვე დაწყებული აქვს, რისთვისაც ის MP4-12C-ს ძარითაა შენიღბული. ერთ-ერთმა  ბრიტანულმა ჟურნალმა კი P13-ის პირველი ესკიზი გამოაქვეყნა, რომელზეც ის გარეგნულად P1-ს ჰგავს.
8a7bacefb8e7
d381e6b3494a

მსგავსი ამბები

Back to top button