საინტერესო ფაქტები ჰავაის შესახებ.
თვითონ სიტყვა ჰავაი მომდინარეობს პოლინეზიური სიტყვიდან “ჰავაიკი”, რაც თარგმნით ნიშნავს “სამშობლოს” და “ღმერთების ადგილს”.
ჰავაი ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთ შტატად, რომელიც შედგება კუნძულებისგან. ასევე ეს არის ერთადერთი შტატი საიდანაც იღებენ ყავას და სადაც იზრდებიან ტროპიკული ხეები.
ჰავაი ასევე ითვლება სელაპის და თეთრ-ნაცრისფერი ღამურის სამშობლოდ.
ჰავის სახელწმიფო ენად ითვლება ინგლისური და ჰავაური ენები, მაგრამ აქ მოსახლეობა მხოლოდ ამ ორ ენაზე არ საუბრობს, ჰავაიზე მოსახლეობა ასევე საუბრობს ტონგანურ და სამოურ ენებზე.
ამერიკაში შიდსით დაავადებით პირველი შემთხვევა დარეგისტრირებულია ჰავაიზე. შემთხვევა დაფიქსირდა 1978 წელს, ხოლო ამ წლის აგვისტოში 50 წლის ქალი გარდაიცვალა ამ დაავადებით.
ამერიკის შემადგენლობაში ჰავაი, როგორც შტატი შევიდა 1959 წლის 21 აგვისტოს. ჰავაი არის ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა შტატი.
ჰავაური სიტყვების დაწერისას გამოიყენება ინგლისური ანბანი და იქიდანაც მხოლოდ 12 სიტყვა და ეს ნიშანი – < <‘>>.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სამხრეთულ შტატად ითვლება ჰავაი.
უძველეს ჰავაელებს მიჩნდათ, რომ თუ ქალი იწონიდა ბევრს და თან ის იყო ტომის ლიდერი მაშინ ქალი იყო უფრო ლამაზი და მიმზიდველი. დღეს ბევრი თვლის, რომ ჰავაის კუნძულები არის იდეალური რომანტიული კურორტი.
ისეთი დაავადებები როგორებიცაა შავი ჭირი და მალარია ჰავაიზე მოხვდა 1871 წელს. ისინი თან მოყვნენ სავაჭრო ხომალდს, რომლებზეც იყვნენ მოსკიტები.
სპორტის ისეთი სახეობა როგორიცაა სერფინგი მოიგონეს პოლინეზიელებმა – ჰავაის პირველმა მაცხოვრებლებმა. პირველი სერფინგის დაფის სიგრძე იყო 20 ფუტი, ხოლო წონა კი იყო 150 ფუნტი.
ჰავაის ასევე ეძახიან “ალოჰას შტატს”. სიტყვა “ალოჰა” აღნიშნავს “გულთბილობას”, “სიყვარულს” და ასევე “თანამწუხარებას”. სიტყვა “ალოჰას” ჰავაელები ხმარობენ ძირითადად მისალმებისას და დამშვიდობებისას.