კულტურაუცნაური

რას ვხედავთ სიკვდილთან ახლოს ყოფნისას?

7ae1f0ceda63

რა არის ის, რასაც ადამიანები სიკვდილის მოახლოებისას ხედავენ?!

დღეს ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაგვცემს ახალი ექსპერიმენტი, რომელიც კალიფორნიის ორგანიზაციამ ჩაატარა. ეს ორგანიზაცია შეისწავლის ხილვად სიზმრებს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მოხალისეები მონაწილეობდნენ, ეს მოხალისეები ხედავდნენ სწორედ იმ სიზმრებს, რომლებსაც სიკვდილთან მიახლოებული ადამიანები ხედავენ. მათ შორის არის ყველაზე ცნობილი სიზმარი: შორს სიბნელეში ფრენა და გვირაბის ბოლოში სინათლე.

მეცნიერები ამ ექსპერიმენტების მიხედვით გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ არის სულის მიერ დანახული სამოთხის ნიშნები ან რაიმე მაგდაგვარი, ეს არის ჩვენი ტვინის ნაწილი და არა ზებუნებრივი ფენომენა.

ლოს ანჯელესში ჩაატარეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი სახელად “Out-Of-Body Experience”. ეს ექსპერიმენტი მოიცავდა 20 მოხალისეს, რომლებსაც სპეციალური გონებრივი სავარჯიშოები ჰქონდათ გავლილი, რომლების დახმარებითაც მათ შეეძლებოდათ ძილის სიზმრების კონტროლი და “სულად” ქცევა. დიახაც, ოციდან თვრამეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ მათ მართლაც შეძლეს დაცილებოდნენ თავიანთ სხეულებს ძილის დროს და ზემოდან შეეხედათ თავიანთი თავებისთვის, თვრამეტივე ამბობს, რომ სიზმრის ბოლოს ნახეს სინათლე შავი ტუნელის ბოლოში.

“რამოდენიმე სატესტო სუბიექტმა არა მარტო სულად ყოფნის და ტუნელში გაფრენის გამოცდა შეძლეს, არამედ განიცადეს დაახლოებით ისეთი შეგრძნება, როგორიც ექსტაზის მიღებისას შეიძლება ვიგრძნოთ და გაფრინდენ ძალიან შორს სინათლისკენ, რომელიც ტუნელის ბოლოში ჩანს და იქ თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს შეხვდნენ.” – ამბობს ამ ექსპერიმენტის ლიდერი, მაიკლ რადუგა.

სიკვდილთან ახლოს ყოფნის შეგრძნება და ამ უცნაური კადრების ნახვის გამოცდილება ამერიკაში 8 მილიონ ადამიანზე მეტს ჰქონია, ამ შეგრძნებას ყველაზე ხშირად ნარკოზით დაძინების დროს განიცდიან. ინგლისურად near-death experience, ანუ NDE, კევინ ნელსონის(კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი, ნერვოლოგი) თქმით, არის გამომუშავებული ტვინის იმ ნაწილისგან, რომელიც გამოიმუშავებს ხილვად სიზმრებს(სიზმრებს რომელსაც ჩვენ ვხედავთ და გვამახსოვრდება ძილის დროს). ნელსონის გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ორივე გამოცდილების დროს ტვინის დორსოლატერული შუბლისწინა რეგიონი, იგივე “ლოგიკის ცენტრი”, იწყებს მუშაობას, ზოგადად ეს ნაწილი მხოლოდ მაშინ არის აქტიური, როდესაც გვღვიძავს და იმ შემთხვევაში, თუ ძილის დროსაც აქტიური გახდა, ჩვენ სიზმარი ძალიან ნათელი და ცხადი, რეალობისგან ძნელად გასარჩევი ხდება. სწორედაც, ეს ტვინის ნაწილი მხოლოდ სიფხიზლის დროს მუშაობს, ამიტომ არის რომ სიზმარს გაღვიძებამდე 15-20 წუთით ადრე ვხედავთ.

ამ ნელსონის გამოვკლევების შემხედვარე რადუგამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კიდევ ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტით ისინი გაიგებნდნენ, თუ შეეძლოთ მოხალისეებს NDE-ს განცდა, როდესაც მათ სძინავთ და გაღვიძების სტადიაში არიან (ანუ გაღვიძებასა და ძილს შორის ყოფნისას, როდესაც ტვინის “ლოგიკის ცენტრი” იწყებს მუშაობას). ამ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივხვდებოდით მართლაც ხილვადი სიზმარი იყო NDE, თუ რაიმე ზებუნებრივი.

მოხალისეებმა, რომლებმაც განიცადეს NDE ამ ექსპერიმენტის დროს, აღწერეს მათი ნანახი. ერთ-ერთმა მოხალისემ თქვა:
“რამოდენიმე ცდის შემდეგ, მე შევძელი სხეულის დატოვება. შემდეგ, როცა ჩემს სხეულს დავშორდი უეცრად მომინდა ტუნელის ხილვა და ორ წამში ჩემს წინ ტუნელიც გაჩნდა… ტუნელის ბოლოში გავედი… იქ შემხვდა ჩემი გარდაცვლილი ქმრის სული. ჩვენ რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ. მისი სიტყვები, შეხება, მიხრა-მოხრა, ყველაფერი რეალური იყო. მოგვიანებით, როდესაც ვიგრძენი რომ დაბურნების დრო იყო, ისევ გავედი ტუნელში და ჩვეულებრივად ჩემს სხეულში შევედი.”

ნელსონმა თქვა:
“რადუგას ექსპერიმენტი გვიჩენებს, თუ რამდენად ჰგავს ერთმანეთს ხილვადი სიზმრები და NDE. დიახ, NDE და ხილვადი სიზმრების დროს ტვინის იგივე ნაწილები აქტიურობენ, თუმცა სხვადასხვა მდგომარეობაში.

NDE მიიჩნევა ყველაზე რეალურ მიზეზად, თუ რატომ უნდა დავიჯეროთ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის თეორემა, თუმცა დიდი ალბათობით NDE არის სპონტანური და სუპერ-რეალისტური ხილვადი სიზმარი, რომელიც გამოწვეულია ნარკოზის ან სიკვდილის წინ ტვინის დაზიანებით. ასერომ NDE სულაც არ ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ არის ცხოვრება.”

JusT1ce

empty
Back to top button