არქივი

6 ცნობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს

c7a77125e4e7

არალეგალური წამლების სამედიცინო მიზნებით გამოყენება ხშირ შემთხვევაში დავის საგანი ხდება, თუმცა მრავალ სახელმწიფოში მარიხუანის სამკურნალო მიზნებით გამოყენება დაშვებულია.

ნარკოტიკული საშუალებების პროფესიონალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღებამ შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხე გამოიწვიოს.

“ნარკოტიკული წამლებით ავტო-მკურნალობის რისკებია დიაგნოზის არასწორი დასმა, არასწორი დოზა, შესაძლოა განკურნების მაგივრად საშინელი ავადმყოფობა მივიღოთ… დიდი შანსია შეჩვევის და მისი გამოყენების დიდი სურვილის გაჩენის.” – იტყობინება 2010 წლის ჟურნალი “Current Drug Safety”.

სწორედ ამ რისკების გამო ექიმები მკაცრად გვირჩევენ, რომ არ მივიღოთ არალეგალური წამლები პროფესიონალის კონტროლის გარეშე.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც გართობის მიზნით მიღებულმა ნარკოტიკმა ადამიანი განკურნა და მისი ჯანმრთელობის დონე საგრძნობლად გაზარდა. ასეთი შემთხვევები ცოტა არ არის და ექიმებს აკვირვებთ კიდეც სტატისტიკა.

ჯადოსნური სოკოები:
7adf4308464b
სოკოს ეს სახეობა შეიცავს ფსილოსიბინს, რომლის მიღებაც ფერად ჰალუცინაციებს იწვევს, იმ შემთხვევაშიც თუ მცირე რაოდენობა არის მიღებული. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მცირე რაოდენობის ფსილოსიბინის მიღება ხსნის თავის ტკივილს, უხასიათობასა და დეპრესიას.

2012 წლის გამოკვლევებმა გვაჩვენეს, რომ ტვინის ცენტრში არსებული უჯრედების მუშაობას, რომლებიც ძალიან აქტიურები ხდებიან ადამიანის დეპრესიაში ყოფნისას, სწორედ ფსილოსიბინი ანელებს.

“ჩვენ არ ვიძახით, რომ როცა დეპრესიაში ხარ უნდა წახვიდე და ჭამო ეს სოკოები, მაგრამ… ამ წამალს დიდი გავლენა აქვს ტვინის უჯრედებზე, რაც მრავლისმეტყველია. ეს სოკოები კარგად გვანახებს თუ როგორ მუშაობს ტვინი. ასე რომ მომავალში გამოკვლევების გაგრძელებას ვაპირებ და ვიმედოვნებ რომ სასურველ შედეგამდეც მივალ.” – ამბობს ქარჰართ ჰერისი, ზემოთ ნახსენები გამოკვლევის ხელმძღვანელი.

ექსტაზი:
05adcdc3222f

ექსტაზი, ასევე ცნობილი როგორც MDMA, არის ხელოვნური ნარევი, რომელიც მიღების შემთხვევაში ჰალუცინაციებს, სითბოს და ენერგიის მოზღვავების შეგრძნებას იწვევს. ასევე ექსტაზს პოპულარობას ანიჭებს მისი შესაძლებლობა, მოხსნას პოსტ-ტრამვული(ეს შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადატანა ან რაიმე ტრაგიკული შემთხვევა) დეპრესია.

გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ ექსტაზი დიდ წინააღმდეგობას უწევს კიბოს. იგი ებრძვის ლეიკემიას, ლიმფომასა და მიელომას. 2011 წლის ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოვკლევებმა გვაჩვენეს, რომ მსუბუქად მოდიფიცირებული ექსტაზის ფორმა 100 ჯერ ეფექტური იყო კიბოს უჯრედების განადგურებაში, ვიდრე თვითონ MDMA.

“კიდევ ბევრი შრომა არის საჭირო, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგით სიმსივნის სამკურნალო წამლის გამოგონებაში.” – განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებიც ზემოთ ნახსენებ გამოკვლევებში იღებდნენ მონაწილეობას.

კოკაინი
d19e6e05853e

მცენარე კოკას ფოთლები უკვე რამოდენიმე ათასწლეულია, რაც სამხრეთ აფრიკაში სტიმულატორად გამოიყენება. ეს ნარკოტიკი სწორედ შექმნილია კოკასგან, აქიდან წარმოიშვა სახელი კოკაინი. კოკაინი საკმაოდ საშიში ნარკოტიკია, თუმცა სამედიცინო მიზნებით მისი გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი.

ის შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, მას შეუძლია ძალიან სწრაფად დაუკარგოს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს მგრძნობელობა. კოკაინი სხვა ნივთიერებებთან ერთად TAC-ს შეიცავს, რომელსაც მრავალი კანის დაავადების წარმოქმნა შეუძლია, რამეთუ TAC-ის მიღება ავიწროვებს სისხლძარღვებს.

დოქტორ ენდრიუ უეილმა, არიზონას სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, შეისწავლა კოკას ეფექტები კუჭ-ნაწლავზე. მან დაკვირვების სფეროდ სამხრეთ აფრიკელი ხალხი შეარჩია. იგი ამბობს:
“თუ შენ კარგად დააკვირდები კოკას ფოთლის მოლეკულებს, 14 ბიოაქტიურ ალკალოიდს იპოვნი… როდესაც კოკაინი ნაწლავის სტიმულირებას ახდენს, კოკას სხვა ალკალოიდები პირიქით მოქმედებენ ნაწლავზე და მის მოქმედებას აწესრიგებს.

როდესაც ინფორმაციას ვაგროვებდი კოკაზე და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას ნაწლავებზე, მე შევამჩნიე დადებითი და უცნაური ეფექტები, რომელიც კოკამ ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მოახდინა.”

LSD:
8c0dd703ffcb
ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი, ცნობილი როგორც ელ-ეს-დე. იგი ფსიქოაქტიური საშუალებაა, რომელიც ჰალუცინაციებს, დროისა და სივრცის აღქმის შეფერხებასა და დამახინჯებას, აგრეთვე ემოციურ განცდებსა და აზროვნების აშლას იწვევს, რაც ინტენსიურობით ფსიქოზთან დგას ახლოს.

ერთადერთი დადებითი რაც მას მოაქვს, ეს არის წარმატებული ბრძოლა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. გამოკვლევების მიხედვით, ელ-ეს-დე ყველაზე ეფექტური ფსიქოტროპული საშუალებაა, რომელიც ალკოლოჰიზმით დაავადებულ ადამიანებს კურნავს.

კეტამინი:
a2e1d634f584

ასევე ცნობილი როგორც “სპეციალური K”, ეს არის პირუტყვების დამამშვიდებელი საშუალება, თუმცა მას ადამიანები(ნარკომანები) გასართობად იყენებენ.

2012 წლის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კეტამინი ტვინში სინაპსების რაოდენობას ზრდის. სინაპსი არის ნერვული უჯრედების შეერთების ადგილები. კეტამინის მიღების შემდეგ, ადამიანი, რომელსაც ქრონიკულად არის დეპრესიაში, რამოდენიმე საათში იგრძნობს უკეთესობას.

“კეტამინის ეფექტურობა გასაოცარია. პაციენტების, რომლებიც ძნელად განსაკურნები არიან დეპრესიისგან, რეაქცია კეტამინზე დაუჯერებელი იყო. კეტამინი შეგვიძლია ჩავთვალოთ საუკეთესო ანტი დეპრესანტად გასულ ნახევარ საუკუნეში აღმოჩენილ წამლებს შორის.” – ამბობს რონალდ დუმანი, პროფესორი და ფსიქიატრი.

მარიხუანა:
7834eb18bcff

ა.შ.შ-ში ყველაზე პოპულარულ არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებას მრავალი დადებითი სამკურნალო ეფექტი აქვს. NORML-ის(მარიხუანას პროპაგანდის მწარმოებელი ორგანიზაცია) ცნობით, კოლუმბიის 21-ზე მეტ ოლქში დაშვებულია მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებით(ნუ რამდენად იყენებს ხალხი მას მხოლოდ სამედიცინო მიზნებით ეს კიდევ სხვა თემაა…).

მეცნიერების მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ მარიხუანამ დაამტკიცა, რომ ეს ნარკოტიკი შეგვიძლია მრავალი სამკურნალო გზით გამოვიყენოთ. მას შეუძლია მოგვიხსნას ქრონიკული ტკივილები, გამოგვიყვანოს პოსტ-ტრამვული დეპრესიიდან. აივ ინფექციის ეგრედ წოდებული გაფლანგვის სინდრომის დროს, როდესაც ადამიანი სხეულის წონის 10%-ზე მეტს კარგავს(უმეტესწილად კუნთებს), მარიხუანას შეუძლია მოიყვანოს ეს ადამიანი კარგ მადაზე, რაც დაეხმარება მას კუნთების შენარჩუნებაში. მარიხუანით მკურნალობა დაგვეხმარება გულის რევის გაკონტროლებაში. გლაუკომის(თვალის დაავადება) დროს ამცირებს თვალშიგა წნევას. ასევე ის დაგვეხმარება ოპიოდზე დამოკიდებულების მოხსნაში.

გაითვალისწინეთ! რომ არა ნარკომანები, ახლა უფრო ბევრი ადამიანი იქნებოდა ჯანმრთელი(მრავალი წამალი არაა გაყიდვაში, რადგან ხალხი მას იყენებს როგორც ნარკოტიკს და არა როგორც წამალს). ნარკოტიკის მიღებამ შესაძლოა თქვენს და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც დაუნგრიოს მთელი ცხოვრება! ნუ გაიწირავ თავს “კაიფის” გამო! მისი ერთხელ გასინჯვის შემთხვევაშიც შენ პოტენციური ნარკომანი ხარ. ეს პოსტი არ ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ რომელიმე ნარკოტიკის მიღება სასარგებლოა, არამედ პირიქით!

b4c35fd6aa72
996042363376
8aaa2dee2d27
c4962c7ff748

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button