გასართობიკრეატივისასარგებლო

შეიქმენით საახალწლო განწყობა


ახალი წელი გვიახლოვდება და უმეტესობა ჩვენგანს საახალწლო განწყობა აქვს(იმედია ვისაც არ აქვს, ეს პოსტი მაინც შეუქმნის გაწყობას). გაიკეთეთ ყავა, ცხელი შოკოლადი ან ჩაი(ლიმნით) და შეუდექით პოსტის კითხვას. პირადად მე ზამთარი ძალიან მიყვარს, არდადეგების პერიოდი განსაკუთრებით ^_^ ეს ერთი თვე არანაირი რეჟიმით ცხოვრება არ მიწევს და შემიძლია საკუთარ თავს მეტი დრო დავუთმო. გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. იმისათვის, რომ არდადეგების არც ერთი დღე მოსაწყენი არ იყოს, ყოველდღე გააკეთეთ რამე საინტერესო: წაიკითხეთ წიგნი, გაეცანით ახალ ბენდებს, დაწერეთ ან დახატეთ რამე, გაიგეთ მეტი ხელოვნების შესახებ, მოკლედ გაატერეთ დღე ნაყოფიერად. ნაძვის ხე დადგით 30/31 ში, უფრო ადრე დადგმულ ნაძვის ხეს მერე ”მუღამი” ეკარგება(პირადი გამოცდილებით გეუბნებით).

● განწყობაზე ყველაზე დიდ გავლენას მუსიკა ახდენს შემოგთავაზებთ საახალწლო სიმღერების ჩემ ათეულს:
10. Michael Bubble-cold December night

9. Johnny Mercer – Baby Its Cold Outside

8. Digital Daggers – Have Yourself A Merry Little Christmas

7. Coldplay – Christmas Lights

6. Wham-Last Christmas

5. Mariah Carey – All I Want For Christmas Is You

4. Abba – Happy New Year

3. Glee – Extraordinary Merry Christmas

2. Train – Shake up Christmas

1. Dean Martin – Let it Snow

● შემოგთავაზებთ სურათებს, რომელიც ახალი წლის განწყობას შეგვიქმნის ^_^















● შემოგთავაზებთ ჩემი საყვარელი საახალწლო კინოების ხუთეულს:
5. Love actually

იყვარული სინამდვილეში ირგვლივ ყველას მართავს. ახალი უცოლო პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც მომენტალურად შეუყვარდა თავისი აპარატის თანამშრიმელი… საფრანგეთის სამხრეთზე გაქცეული, დამსხვრეული გულის აღსადგენად, მწერალი, რომელიც თავის სიყვარულს ტბაზე შეხვდა… გათხოვილი ქალიდან, რომელიც ეჭვობს, რომ მის მეუღლე მას ნელ-ნელა შორდება… ქალამდე, რომელიც ახალი დაქორწინებულია, რომელიც ქმრის საუკეტესო მეგობრის სიცივეს ღებულობს არასწორად… მოსწავლედან, რო მელიც სცდილობს აკრძალული გოგონას ყურადღების მიბყრობას… დაქვრივებულ მამაინაცვალამდე, რომელიც სცდილობს კონტაქტი დაამყაროს შვილთან, რომელსაც თურმე საერთოდ არ იცნობს… უიმედო სიყვარულით დატანჯული ახალგაზრდა ამერიკელი გოგოსგან, რომელმაც გადაწყვიტა არ გაუშვას თავისი შანსი ხელიდან თავის თანამშრომელთან, რომლის მიმართ მას უკვე დიდი ხანია ნაზი გრძნობები აქვს… ასაკში შესულ როკ-ვარსკვლავამდე, რომელიც მოულოდნელად შებყრობილი გრძნობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ის თავის კარიერის დაბნელებაზე სცდილობს კვლავ მიაღწიოს ყოფილი წარმატება… სიყვარულს ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში შემოაქვს ქაოსი. მათ რომანები ერთმანეთს ეჯახება, ირევა და პიკს აღწევს შობის წინა საღამოს – ისევ და ისევ თავიდან – რასაც რომანტიკული და მხიარული მოვლენები მოყვება.
4. The Family Stone

სტოუნების ოჯახი განსხვავდება ‘იშვიათი ერთიენობით და ურთიერთგაგებით’. და როდესაც საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. ევერეტი და მერედიტი მიმართავენ ევერეტის დას ჯულის, თუმცა ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. სიტუაციას არანაირად არ გააადვილებს ყრუ ძმა–გეი ტედიც, იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ის, ევერეტის გარდა, არ განიცდის მერედიტის მიმართ ზიზღის გრძნობას.
3. The Holiday

ამერიკელ ამანდას საერთოდ არ უმართლებს კაცებში… მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ის შვებულებაში ინგლისელ აირისს ხვდება, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს… ერთმანეთის დასახმარებლად, გოგონები გადაწყვიტავენ სახლები გაცვალონ – ამანდა ახლა ინგლისში იცხოვრებს, აირისი კი ამერიკაში…
2. Grinch Stole Christmas

გრინჩს აღწერა არც სჭირდება :))))
1. Home Alone

ამერიკელთა ოჯახი მიემგზავრება ჩიკაგოდან ევროპაში, მაგრამ სიჩქარეში უყურადღებო მშობლებს სახლში რჩებათ ერთერთი შვილი. პატარა ბიჭი არ იბნევა და დემონსტრირებას თავის გამჭრიახობას უკეთებს. და როდესაც სახლში ყაჩაღები შემოიპარებიან, მათ არაერთხელ უწევთ ინანონ საყვარელ პაწაწინასთან შეხვედრა
● ვისაც გეხერხებათ რაღაც-რუღაცეების კეთება, ნივთების გაკეთების ტუტორიალებს, რომლებიც სულაც არაა რთული გასაკეთებელი.
❅❅❅







❅❅❅





❅❅❅









❅❅❅
































და ბოლოს, ყველას ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ♥

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close