უცნაური

ქალიშვილობა (+18)

208c21cf8454
ეს არის ქალის ორგანიზმის უნიკალური დეტალი. ის გააჩნია მხოლოდ ადამიანებს (ქალებს), მაიმუნების სახეობას და ანტილოპების ზოგიერთ სახეობას. დანიშნულება კი ზუსტად არ არის ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრებაარსებობს, პირველი – ის ემსახურება შიდა სასქესო ორგანოების დაცვას, მეორე – ის ხელს უშლის ნაადრევი სექსუალური ცხოვრების დაწყებას.

რატომ აღელვებს დღეს დღეობით კიდევ ადამიანებს ქალიშვილობის შენარჩუნება ქორწინებამდე? იქნებ ეს გენეტიკური მეხსიერებაა, რომელიც გადმოყვათ ადამიანებს წინაპრებისგან?

ქალიშვილობა – უბიწოების სიმბოლოა…
როგორც ჩანს ეს წესი დამყარდა შუასაუკუნეებში, ქალიშვილობა იქცა სისუფთავის და უბიწობის სიმბოლოდ. ქვეყანა იცვლებოდა, გოგონები კი რჩებოდნენ კონცეფციის ტყვეებად ”ქალიშვილი – კარგია, არაქალიშვილი – ცუდი”, უწმინდური, ბინძური, გარყვნილი… მასეთს ხომ ცოლად არავინ წაიყვანს. ვის ჭირდება ”დაბრაკული”?! შეიძლება შვილი ვერც გააჩინოს ან გააჩინოს არა მეუღლისგან, არამედ ვიღაც სხვისგან….

სხვათაშორის ამბობენ, რომ მუსულმანურ ქვეყნებში დღესაც კი თუ რძალი აღმოჩნდება არაქალიშვილი შეუძლიათ ჩაქოლონ ქვებით.

რჩევები დეფლორაციისთვის
1. არ მიიღოთ სასმელი პირველი სექსუალური კავშირის დროს.
2. ჩართეთ მსუბუქი მუსიკა.
3. მამაკაცი უნდა იქცეოდეს ნაზად და არ უნდა აკეთებდეს მკვეთრ მოძრაობებს.
4. პირველი სექსუალური კავშირის დროს აუცილებელია ხანგრძლივი ”შესავალი”.
5. ქალისთვის უმჯობესია იყოს პოზიციაში – ”იწვეს ზურგზე”.

ქალიშვილობა საშიშია
ჩვენი შორეული წინაპრები იყვნენ დიდი გამომგონებლები. ცნობილია, რომ რამოდენიმე ათასწლეულის უკან ასირისში, ქალღმერთ-იშტარს, კულტის მსახურს ავარჯიშებდნენ სპეციალური ფალოსის მეშვეობით. პერუში კი დედები თავის გოგონებს აკარგვინებდნენ ქალიშვილობას სახალხოდ… თუმცა უფრო ხშირად დეფლორაციის წესს ატარებდნენ მამაკაცები. ამ პროცესის აღწერა ძალიან წააგავდა ჯგუფურ გაუპატიურებას. ყველაზე ”რომანტიული” იყო როცა გოგონას აგზავნიდნენ ტყეში, რომ გაეუპატიურებინა ვინმე ადგილობრივს.

კითხვაზე თუ რატომ ექცეოდნენ გოგონებს ასე ბოროტად, XIX საუკუნის დასასრულს გასცა პასუხი ზიგმუდ ფროიდმა. მან ახსნა, რომ მაშინ ქალიშვილებს ეპყრობოდნენ არა ისე როგორც უბიწოებს, არამედ როგორც საშიშ არსებებს. რაც გამომდინარეობდა ცრურწმენებიდან. ანუ ყველა ქალიშვილი გოგონა ატარებდა ”ბოროტი ქალის” სულს, რომელიც კლავდა მამაკაცებს და იყო ძალიან ავი. ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ კი გოგონებს სცილდებოდათ ის ავი სული და ხდებოდნენ ჩვეულებრივი დიასახლისები.

თვლიდნენ, რომ ქალიშვილობა საშიში იყო ნებისმიერი მამაკაცისთვის, განსაკუთრებით კი ქალიშვილის მომავალი მეუღლისთვის. ამ დროს კი მეუღლეების საშველად მოდიოდნენ უფრო გამოცდილები, ატარებდნენ ეგზორციზმს და აბრუნებდნენ გაუვნებელყოფილ საცოლეებს უკან.

ქალიშვილობა სასურველია
დეფლორაცია, ლათინურად ნიშნავს ”მოწყვიტო ყვავილი”. რომელი მამაკაცი არ ოცნებობს ასეთი ”ყვავილების მოწყვეტას?

ძველ ჩინეთში მამაკაცები თვლიდნენ, რომ სექსი ქალიშვილ გოგონასთან კურნავს ყველა დაავადებას. XIX საუკუნეში ბორდელის მფლობელები მთელი ინგლისის მაშტაბით ეძებდნენ ქალიშვილებს: კლიენტები იყვნენ მზად მათში გადაეხადათ დიდი ფული.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალიშვილობა აღმოჩნდა კომერციულად მომგებიანი, მეძავებს შორის პოპულარული გახდა ქალიშვილობის ხელოვნურად იმიტირება.

როდის?
ყველაზე შესაფერისი ასაკი დეფლორაციის არის – 18-20 წელი. როდესაც ქალიშვილობის აპკი არის უფრო ელასტიური. ასაკის მატებასთან ერთად მისი გარღვევა ხდება უფრო მტკივნეული და იწვევს მეტ სისხლდენას.

მსგავსი ამბები

Back to top button