ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ჩინური სასტუმრო საბჭოთა ავიამზიდზე


ჩინეთში გადაწყვიტეს გადაეკეთებინათ ძველი რუსული ავიამზიდი „კიევი“
მდიდრულ სასტუმროდ წყალზე. საოცარი სასტუმროს გახსნა გაიმართა მას შემდეგ, როცა პირველი ჩინეთის თვითმფრინავების ავიამზიდის “Varyag” ტესტირებამ გამოიწვია დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.
ამდენად, ჩინეთში პირველმა სასტუმრო-ავიამზიდმა , სახელწოდებით «Tianjin Aircraft Carrier Hotel» უნდა აღძვრას ქვეყანაში სამხედრო- საზღვაო ძალებისადმი საზოგადოების ინტერესი .


დეკომისირებული ავიამზიდი „Киев“ მდებარეობს Bagua-ს სანაპიროზე, Tianjin-ის გარეუბანში. სასტუმროს ფართობი შეადგენს დაახლოებით 6000 კვადრატულ მეტრს, მისი სიგრძე 273 მეტრია, ხოლო სიგანე -53 მეტრი. მცურავი ავიამზიდი იყიდა ჩინეთმა 1996 წელს, ხოლო 2004 წელს გახდა თემატური პარკის ელემენტი.

დაახლოებით US $ 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა კონვერტაციისათვის და რესტავრაციისათვის , ულტრა თანამედროვე დიზაინით ხუთი საპრეზიდენტო აპარტამენტ- ლუქსის მოწყობისათვის , განთავსებულია რესტორნები- ბარები, საცურაო აუზები, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები და ტრენაჟორები, ძვირფასი ავეჯი, ძროხის ტყავიანი ფარდაგები… რესტორნებში ძირითადად უკრაინული კერძებია : კიევური კატლეტი, „ვარენიკი“ კომბოსტოთი სოკოთი, „ბორშჩი“, გოჭი წიწიბურით და ნივრის სოუზით , ასევე უკრაინული „მონასტრული“ და ღორის ქონი ნივრით, შეგიძლიათ დააგემოვნოთ-თხლად დაჭრილი მოხარშული საქონლის ხორცი პირშუშხას გარნირით. … ხოლო მიმტანებს აცვიათ უკრაინული ლამაზი, ტრადიციული სამოსი !



























თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close