საკითხავისურათებიუცნაური

გულისამაჩუყებელ ფოტოთა ნაკრები


მოულოდნელად ხელის თხოვნა.

ლუკას ჰემბრი და მისი ძაღლი ჯუნო. როდესაც პოლიციის ყოფილ თანამშრომელს – ჩესტერ ჰემბრის შეატყობინეს, რომ მის ვაჟს ჰქონდა სანფილიპოს სინდრომი. ჩესტერმე ტენესის ძაღლების თავშესაფრიდან წამოიყვანა ჯუნო და სრულიად თავიდან ბოლომდე თვითონ გაწრთვნა.

კაცი სიჩუანიიდან – ჩინეთი. ეს კაცი ტიროდა იმის გამო, რომ იპოვა თავისი სახლის ნანგრევებში მისი ოჯახის ფოტოალბომი.

12 წლის ლუკა, რომელსაც არ შეუძლია, რომ იაროს ფეხებზე. ლუკამ მოიპოვა ფიზიკური შვება თავისი მეგობრისა და ფოტოგრაფის წყალობით.


მეგან ვოგელი ეხმარება არდენ მაკმათს, რომ მიაღწოს 3200 მეტრიანი სარბენი ტრასის ფინიშამდე. მაკმათმა დაიზიანა ფეხი.

ეს ორი მოხუცი კაცი დაქორწინდა, მას შემდეგ როგორც კი ვაშინგტონში შემოვიდა ერთსქესიანთა ქორწინება.

ძაღლი დასტირის თავის პატრონს, რომელიც იყო სამხედრო მოსამსახურე. ჰოუკი რომელიც იყო ოფიცერ ჯონ თამილსონის ოთხფეხა მეგობარი მთელი ცერემონიის განმავლობაში იწვა თავისი მკვდარი პატრონის კუბოს ქვეშ.

ჯარისკაცი პირველად ნახულობს თავის შვილს.

არნულფო კასტორენა – ცურვის კონკურსში გამარჯვების შემდეგ. მექსიკელმა მოიგო ოქროს მედალი.

ჯონი ატარებს წყლის თერაპიას თავისი 19 წლის შეპისთვის, შეპი დაავადებულია ართრიტით. წყალქვეშა ძალებმა შეპი მოადუნეს და მას ჩაეძინა თავისი პატრონის ხელში. ინტერნეტ ქსელში ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ უამრავმა ადამიანმა გადარიცხა ფული იმისთვის, რომ შეპისთვის ჩატარებულიყო ოპერაცია. შეპმა ოპერაცია ჩაიტარა, ხოლო ჯონმა დარჩენილი თანხა გადაურიცხა ცხოველთა დახმარების ფონდს.

კაცი ასწავლის მეგობარ ქალს სიტყვებს. ქალმა დაკარგა მეხსიერება. მოთმინება, სიყვარული და გაგება.

8 წლის კრისტოფერ გოლჩინსკი იღებს დროშას თავისი მამის საპატივცემულოდ. სერჟანტი მარკ გოლჩინსკი რამდენიმე კვირაში უნდა დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ პატრულირებისას ის მოკლული იქნა ერაყში.

ორი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს გაჭირვებული ბავშვებისთვის ნიუ-დელიში.

კაცი აკეთებს ყველაფერს, რომ გადაარჩინოს თავისი ცოლი. დაფაზე დაწერილია: “მესაჭიროება თირკმელი ცოლისთვის”.

ჩვენი პირველი გამარჯობა…

… და ჩვენი უკანასკნელი “მშვიდობით”.

ირლანდიელმა რაგბისტმა ბრაიან ო’ დრისკოლმა გაუზიარა თავისი გამარჯვების სიხარული თავის პატარა გულშემატკივარს.

ჰელენ ფიშერი კოცნის კატაფალკს, რომელშიც არის თავისი ძმის – დუგლას ჰელიდეის კუბო, ლონდონი.

სამხედრო შვილისა და მამის შეხვედრა.

გოგონა, რომელიც დაავადებულია ლეიკემიით, სარკეზე ხატავს თავის ოცნებას.

სერჟანტი ფრენკ პრეიტორი კვებავს ორი კვირის კნუტს, რომლის დედაც დაიღუპა ბომბების ქვეშ.

ნიკ ვუიჩიჩი, რომელიც ტეტრა-ამელიის სინდრომის გამო დაიბადა ფეხებისა და ხელების გარეშე ცხოვრობს უფრო სავსე ცხოვრებით ვიდრე ბევრი ჩვენთაგანი.

გერმანელი ჯარისკაცი აღნიშნავს თავის 34-ე იუბილეს ავღანეთში.

“დგას მუხლებზე ის რომელიც არ უნდა იდგეს, იმათთვის რომლებიც უნდა იდგნენ მუხლებზე”. გერმანელი კანცლერი ვილი ბრანდტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰიტლერს. მან დადო თაიგული ებრაელთა საპატივცემულოდ.

კაცი დგას სკამთან, რომელზე დაჯდომაც უყვარდა თავის მკვდარ ცოლთან ერთად.

ქალი რომელსაც მკვდარი ჰყავს ქმარი, კვლავაც სადილობს მასთან ერთად.

უკურნებელი სენით დაავადებული დედა უყურებს შვილის ქორწილს სკაიპით.

მამის და ვაჟის ურთერთობა წლების განმავლობაში.

ხუთი წლის ტანიშა ბლუინს უჭირავს 105 წლის ნიტა ლაგარდეს ხელი, რომელიც მოდის ნიუ-ორლეანიდან, რადგან ქალაქს თავს დაატყდა ქარიშხალი კატრინა.

ნათესავები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეიდან. 2010 წლის 31 ოქტომბერს სამხრეთ კორეის 436 მაცხოვრებელს უფლება მისცეს, რომ მოენახულებინათ თავიანთი ნათესავები ჩრდილოეთ კორეაში. ნათესავებს ერთმანეთი არ უნახავთ 1950-1953 წლებიანი ომის შემდეგ.

პირველი საქორწინო ფოტო, რომელიც გადაღებულია ქორწინებიდან 88 წლის შემდეგ.

ნიუ-იორკის პოლიციელი აძლევს უსახლკაროს ახალ ფეხსაცმელებს.

მალკოლმ საბანის ფოტო, რომლის გუნდიც ტურნირს პირველი წრიდან დაემშვიდობა.

ორმა ძმამ აისრულა ბავშვობის ოცნება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close