არქივი

პულსარი

პულსარი

პულსარი არის ერთ-ერთი უცნაური ობიექტი ჩვენს სამყაროში.
შემოდი და გაიგე უფრო მეტი!

პულსარი 2

პულსარი 3

პულსარი ან ნეიტრონული ვარსკვლავი, არის კოსმიური წყარო რადიო, ოპტიკური, რენდგენული და გამა გამოსხივებისა. პირველი პულსარი აღმოაჩინეს 1967 წელს. იმპულსები რომელიც ჩვენს პლანეტაზე პერიოდულად მოდიოდა, მეცნიერები შეცდომაში შეყადა. მათ ეგონათ რომ ეს სიგნალები უცხოპლანეტელებისგან მოდიოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იმულსები პულსარის საოცარი თვისება აღმოჩნდა.

პულსარი, ისევე როგორც შავი ხვრელი და თეთრი ჯუჯა, ჩნდება ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ზომით პატარა ვარსკვლავების (მათ შორის ჩვენი მზის) სიკვდილის შემდეგ რჩება თეთრი ჯუჯა. გიგანტი ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ რჩება პულსარი, ხოლო სუპერ გიგანტი ვარსკლვავების სიკვდილი წარმოშობს შავ ხვრელს.

პულსარის სიცოცხლე იწყება გიგანტი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ, როგორც შავი ხვრელის შემთხვევაში, ასევე პულსარის შემთხვევაშიც მატერია არის უზარმაზარი წნევის პირობებში დაპრესილი, სხვაგვარდ კი პულსარი არის უზარმაზარი სიმკვრივის მქონე ობიექტი, რომლის დიამეტრი ათობით ან ასობით კილომეტრს არ აღემატება. შავი ხვრელისგან განსხვავებით პულსარში მატერია არ არის უსაზღვროდ მკვრივი.
პულსარი თეთრი ფერის კაშკაშა პატარა ობიექტია, მაგრამ ის ძალიან მომაკვდინებელია (შავი ხვრელის შემდეგ). პულსართან ახლოს მისვლა გარდაუალი განადგურების ტოლფასია. ის პოლუსებიდან ისეთ რადიაციას ასხივებს, რომ ადამიანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმი რამდენიმე წამში სრულიად გადაგვარდება. მისი სიმკვრივის და დიდი მასის გამო, მას გააჩნია უდიდესი ელექტრომაგნიტური ველი რომელიც რადიაციას არ აძლევს იმს საშუალებას, რომ ყველა მიართულებით გავრცელდეს სწორედ ამიტომ მთელი რადიაცია გამოდის 2 პოლუსიდან. ამასთან ერთად პულსარი ღერძის გარშემო ბრუნავს. უფრო კარგად რომ მიხვდეთ, ეს სურათი დაგეხმარებათ.

პულსარის მაგალითი

წარმოიდგინეთ ერთ მთაზე დგახართ თქვენ, ხოლო მეორე მთაზე სხვა, რომელსაც ფანარი უჭირავს და ატრიალებს ამ ფანარს ისე, რომ მის ნათებას თქვენ ხედავთ. ცხადია იმის გამო რომ ის ვიღაცა ფანარს ატრიალებს, მუდმივი ნათების მაგივრად ციმციმს დაინახავთ. სწორედ ესეა პულსარის შემთხვევაში მისი ბრუნვის გამო პოლუსებიდან გამოტყორცნილი რადიაცია ხვდება ჩვენს მხედველობის არეში. ამსთან ერთად ის პერიოდულად ფეთქავს, როგორც ჩვენი გული. მისი უძლიერესი ელექტრომაგნიტური ველიდან ძლიერი რადიაცია მაინც აღწევს მცირე რაოდენობით თავს, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება პერიოდული ტალღების სახით. დედამიწის მაგნიტური ველი იცავს პლანეტას მზისგან წამოსული გამოსხივებისგან. ხოლო დედამიწის მაგნიტური ველი პულსარისას ვერც კი შეედრება, მაგრამ ამის მიუხედავად პულსარის რადიაციის სიძლიერე ჯობნის მის მაგნიტურ ველს, შეიძლება მთლიანად ვერა, მაგრამ მცირე რაოდენობით მაინც აღწევს თავს პულსარის ხაფანგიდან.

მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს მეორე სახის პულსარი. ზემოთ ხსენებული პულსარი მიეკუთვნება რადიო პულსარებს, ხოლო ახალ პულსარს, რენდგენული პულსარი უწოდეს. რადიო პულსარი მთელ თავის ენერგიას ხარჯავს გამოსხივებაში, რის გამოც მისი ბრუნვა და ენერგია მცირდება. რენდგენული პულსარი ენერგიას მეზობელი ვარსკვლავიდან ან კოსმოსიდან წამოსული მატერიის ხარჯზე ზრდის, ამ შემთხვევაში მისი ბრუნვის, და საერთოდ მისი მასა და ენერგია იზრდება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
BY DaviDovicH

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button