გამოგონებაკრეატივისაკითხავი

სვიტერი, რომელიც შენს გრძნობებს ამჟღავნებს


ამ პოსტში წარმოგიდგენთ სვიტერს, რომელიც ავტომატურად იცვლის ფერს ადამიანის გრძნობების ცვლილებასთან ერთად.

თუკი ოდესმე დაინტერესებულხართ, თუ რას განიცდის შენი მეგობარი, უბრალოდ შესთავაზე მას ეს “ხასიათის გამომცნობი სვიტერი”. ეს არის სვიტერი, რომელსაც აქვს სენსორები და განათებები დაყენებული.

“ხასიათის გამომცნობი სვიტერი” დაფუძნებულია კლასიკურ სიცრუის დეტექტორზე, რომელიც მუშაობს გალვანური კანის სენსორების დახმარებით. Sensoree არის ლაბორატორია, რომელმაც ეს სვიტერი გამოუშვა.

სვიტერს აქვს სენსორები, რომლებიც ხელის გულზე უნდა მოვითავსოთ, ეს სენსორები კითხულობენ ჩვენი აღელვების დონეს და ფერების სახით ინფორმაციას გადასცემენ საყელოზე არსებულ LED ნათურებს.

როგორც ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში იხილავთ, ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ლურჯი სიმშვიდესა და სიწყნარეს ნიშნავს, ვარდისფერი ცოტათი აღელვებულს, ყვითელი ნიშნავს აღფრთოვანებულს, აღტაცებულს, ხოლო წითელი განერვიულებულს, ან შეყვარებულს.

Sensoree დააფუძნა სან ფრანცისკოელმა დიზაინერმა, კრისტინ ნაიდლინგერმა. მას გამოცდილება აქვს კოსტუმების დიზაინების შექმნასა და ფიზიკურ თერაპიაში. ლაბორატორია პოპულარული გახდა მათ მიერ შექმნილი კომფორტული ტანსაცმლით და თანაც ეს ტანსაცმელი შესაფერისია მათთვის, ვისაც სენსორები და კრეატივი იზიდავს.

როგორც მრავალი მოდელი და დიზაინერი ამბობს, ეს არ არის მაინცდამაინც მაღალი დონის ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლოა გაგვაოცოს, მაგრამ არის შესანიშნავი კრეატივი და მოდაში წინ გადადგმული ნაბიჯი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სვიტერის შექმნის იდეა არ შეიცავს მხოლოდ სილამაზეს და კრეატიულობას, ის ასევე სასარგებლოა ავადმყოფებისთვის. მაგალითად აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის, რომლებსაც გრძნობების გამოხატვა უჭირთ.

თეგები

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close