საკითხავისასარგებლოსურათები

სტივ ჯობსი-ბილ გეიტსი: განსხვავებული ისტორია

ხშირად გვსმენია ჩვენს ირგვლივ ისეთი ფრაზები, როგორებიცაა : “ჯობსი უფრო ძლიერია ვიდრე ბილი” ან პირიქით. დიახ, მარკეტინგული ინდუსტრია ამ ორი რევოლუციური ადამიანის სურათს ხატავს ისე, რომ მომხმარებელს ქონდეს არჩევანი და ის არჩევანი მათი კომპანიის სასარგებლოდ უნდა იყოს; ამაში ვერავის ვერ გავამტყუნებთ, რადგან ზუსტად ამისთვის არსებობს მარკეტინგული განყოფილება ნებისმიერ კომპანიაში. ხშირად ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი ამ თამაშს მაინც თამაშობდნენ. მოდით გავეცნოთ იმ მოვლენებს, როდესაც პარტნიორები ხდებიან კონკურენტები და ბოლოს იქცევიან მეგობრებად.

სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი ერთად იდგნენ კომპიუტერული რევოლუციის დასაწყისში. ორივეს მიზანი იყო ყველა სახლში შეეტანა პერსონალური კომპიუტერი. სტივი დაჯილდოებული იყო შეუდარებელი ინტუიციით, მან საკუთარ თავში განავითარა დიზაინერის ნიჭი. ბილი კი, გამოცდილი და ფრთხილი ბიზნესმენია, რომელმაც იცოდა პროგრამირების გემო, რისი ხაზგასმითაც არასდროს იღლებოდა.

1976 წელს, Apple-ის დაარსებამდე, გეიტსმა გაუგზავნა ღია წერილი “თვითნაკეთი კომპიუტერების კლუბს”, რომელშიც გაწევრიანებული იყო ახალგაზრდა და ენერგიით სავსე სტივი და მისი სამომავლო პარტნიორი ვოზნიაკი. წერილში გეიტსმა უსაყვედურა კლუბს მათ მიერ პროგრამული უზრუნველყოფის თავისუფალი გავრცელების პოლიტიკისთვის, რადგან ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი იყო Altair BASIC-ი რომელიც დაწერა მომავალმა Microsoft-მა (მათ შორის გეიტსმა). ეს სერიოზული პრეცედენტი იყო ისტორიაში პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების თვალსაზრისით.

      კომპანია Apple უკვე მყარად იდგა ფეხზე, მაშინ როდესაც Microsoft-ი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. 1984 წელს ბილმა საკუთარ კოლეგებთან ერთად შექმნა ყველასთვის ცნობილი მოდული – Excel-ი და პირველი ტექსტური რედაქტორი Word-ი ახალი Macintosh-ისთვის. ამავდროულად Microsoft-მა შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა Windows-ი, რომელიც ეფუძნებოდა იგივე პრინციპებს, რასაც Mac-ი: მაუსი და ფანჯრების გრაფიკული ინტერფეისი. სტივი არ იკავებდა ემოციებს და გამწარებული ადანაშაულებდა ბილს ღალატისა და ქურდობისთვის, რაზეც ბილმა წყნარად უპასუხა:

“იცი სტივ, ვფიქრობ, რომ არსებობს სხვა თვალსაზრისიც. ასე ვიტყვი: ჩვენ ორივეს გვყავს მდიდარი მეზობელი სახელად Xerox, მე შევიპარე მასთან სახლში, რომ მომეპარა ტელევიზორი და აღმოვაჩინე, რომ შენ დამასწარი”.

1982 წელს იყო მიღწეული შეთანხმება, რომ 1 წლის განმავლობაში Microsoft-ი არ მიიღებს ზომებს ამ მიმართულებით. მაგრამ Macintosh-ის გამოშვებამ დაიგვიანა, და 1983 წლის ნოემბერში ბილ გეიტსმა საკუთარი თავი თავისუფლად მიიჩნია ამ ვალდებულებისგან და განაცხადა Windows-ის შემუშავების შესახებ IBM-თავსებად მოწყობილობებისთვის. მათი ურთიერთობა იქვე გაფუჭდა: გეიტსი სტივს მაღლიდან უყურებდა, რადგან მან არ იცოდა პროგრამირება, ჯობსი კი გეიტს უწოდებდა უგემოვნო ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ფანტაზია, რომ ის იყო უნამუსო და “სხვისი იდეების ქურდი”.

ისტორია, რომ “Windows-ი დაკოპირებულია Mac-დან”, ორ გიგანტს შორის დიდი უთანხმოების მიზეზი გახდა. საკუთარ სიკვდილამდე, რამდენიმე წლით ადრე ჯობსმა თქვა: “ჩვენ უბრალოდ გაგვაშიშვლეს! ბილს სინდისის არსიც კი არ ესმის!” რაზეც მეორე პასუხობდა: “თუ ის ამას იჯერებს, საწყალს რეალობის შეგრძნება დაუკარგავს”. 1990-იან წლებში Windows-მა დიდი განსხვავებით ჩამოიტოვა უკან ყველა კონკურენტი და დაიპყრო ოპერაციული სისტემების ბაზარი, პრაქტიკულად მონოპოლიის სახით. მაგრამ ჯობსი გაჩერებას არ აპირებდა და აგრძელებდა შემდეგი ფრაზის გამეორებას:

” Microsoft-ის ერთადერთი უბედურება ისაა, რომ მათ არ აქვთ გემოვნება. თან მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე არ ვსაუბრობ – ამას ზოგადად ვამბობ: მათ არ აქვთ ორიგინალურობისკენ სწრაფვა, მათ არ აქვთ პროდუქტთან მუშაობის კულტურა. მე არ მაღელვებს მათი წარმატება, ისინი ამას იმსახურებენ… საერთო ჯამში. მაგრამ მე ვწუხვარ, რომ ისინი მე-3 ხარისხოვან პროდუქციას უშვებენ.”

ჯობსსა და გეიტსს შორის უთანხმოებას იწვევდა პრინციპული განსხვავება სამუშაოს მიმართ მიდგომაში. რადგან ჯობსი იყო სრული კონტროლისა და დახურული ვერტიკალური სისტემის წარმოებისა და ვაჭრობის მტკიცე მომხრე, გეიტსი კი, მხარს უჭერდა ჰორიზონტალურ სისტემას, რომლის საფუძველი პროდუქტების და ტექნოლოგიების ლიცენზირება იყო, რაც Microsoft-ის წარმატების მთავარი ფაქტორია. ხანდახან მათი ურთიერთობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად იძაბებოდა, მაგალითად, როდესაც გეიტსმა (მაშინ უკვე ფაქტობრივად მონოპოლისტმა) უარი თქვა NeXT კომპიუტერებისთვის პროგრამების შექმნაზე, რაც Apple-ისთვის დიდი დარტყმა იყო იმ ფონზე, როდესაც მის სათავეში აღარ იყო სტივი.

1998 წელს, სტივის Apple-ში დაბრუნების შემდეგ, სტივ ჯობსმა გადაწყვიტა დესრულებინა ეს ომი, რომელიც უკვე მრავალ სასამართლო პროცესს ითვლიდა. ჯობსმა შესთავაზა გეიტს მოახდინა Apple-ში 150 მილიონის ინვესტირება და განევითარებინა პროგრამები Mac-თავსებადობით. სტივმა გეიტს აუხსნა სიტუაცია შემდეგი სიტყვებით: “თუ პროცესები იგივე მიმართულებით გაგრძელდება, Microsoft-ი იძულებული იქნება გადაუხადოს Apple-ს უზარმაზარი თანხები, მაგრამ უფრო ადრე სავაჭრო ნიშანი Macintosh-ი შეიძლება უბრალოდ გაქრეს. სტივმა გარიგების შესახებ ისაუბრა MacWord Expo-ზე ბოსტონში. იქ Microsoft-ის ხელმძღვანელი გამოჩნდა დიდ ეკრანზე – საინტერესო სანახაობა იყო, დიდი ბილი , პატარა სტივი და შოკირებული აუდიტორია მოულოდნელობისგან.

      2000-იან წლებში ორივე კომპანიამ დაიკავა მოწინავე ადგილები IT-ბაზარზე, მწარმოებლებს შორის ურთიერთობაც დალაგდა. მაგალითად “All Things Digital” ტელეფორუმის მსვლელობისას სტუმრად უოლ მოსბერგთან და კარა სვიშერთან ორი “კონკურენტი” ერთმანეთის მიმართ არ ზოგავდა შექების სიტყვებს. მათ თვალწინ, ვინც ხედავდა ამ კონკურენციის მწვავე მომენტებს, გეიტსმა თქვა:

“მე ვხედავდი თუ როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს სტივი საკუთარი ინტუიციით და მომავლის შეგრძნებით ადამიანების მოთხოვნილებების და პროდუქტების მიმართ, ამის აღწერა რთულია ჩეთვისაც კი. მას საქმესთან სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს, რომელიც ჩემი აზრით ზებუნებრივს უფრო გავს. და მაშინ მე ვთქვი: Wow”.

ჯობსმაც ანალოგიური დადებითი დახასიათება წარმოთქვა ბილის მისამართით. მას ცრემლებიც კი წამოუვიდა. 2011 წლის ზაფხულში ბილი ბოლოჯერ ესტუმრა სტივს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მათ პალო ალტოში ერთად 3 საათი გაატარეს და ცოცხლად იყვნენ ჩართულები დისპუტში. გეიტსმა დაამთავრა საუბარი სიტყვებით: “მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ღია ჰორიზონტალური მოდელი გაიმარჯვებდა, მაგრამ შენ შეძელი საპირისპიროს დამტკიცება”. “შენი მოდელიც მუშაობს,” – უპასუხა ჯობსმა.

ამ შეხვედრას ბილიც ვერ იხსენებდა ემოციების გარეშე. მისი თქმით ისინი “ერთად გაიზარდნენ”.

ამ შეხვედრაზე ბილმა ისაუბრა გადაცემაში “60 minutes” ტელეარხზე CBS. ის მაშინ ყველასთვის მოულოდნელად განსხვავებული იყო. ყველამ ვიცით, რომ ბილი ემოციების გამოხატვით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ ეს გადაცემა გამონკლისი იყო. მისი ხმა კანკალებდა, როდესაც ის უყვებოდა წამყვანს სტივ ჯობსთან ბოლო შეხვედრის შესახებ 2011 წელს, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე მის სიკვდილამდე.

“მან მე საკუთარი იახტა მაჩვენა” – იხსენებს ბილი – “და მითხრა, რომ ძალიან უნდა ერთხელ მაინც მოასწროს მისი ზღვაში გაშვება. ის ამას ამბობდა, თუმცა ორივე ვხვდებოდით, რომ ეს სავარაუდოდ არ მოხდებოდა. ვისაუბრეთ იმაზე, რაც ერთმანეთის ოჯახების შესახებ გავიგეთ, ვისაუბრეთ ყველაფერზე.” ის არ იყო დაბნეული და გულგატეხილი, ის არ გაყვიროდა “ვაიმე, მე ხომ მალე აღარ ვიქნები ცოხცალი”. ამის მაგივრად მან თქვა: “ჩვენ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ განათლების სისტემა ტექნოლოგიების დახმარებით, რას იტყვი?”

გეიტსმა ბოლო შეხვედრას “მეგობრული” უწოდა. ამასთან ერთად მან ისაუბრა ასევე მეგობრულ მეტოქეობაზე, რომელიც გრძელდებოდა 35 წლის განმავლობაში და რომელმაც დიდი გავლენა იქონია სილიკონის ველზე.

ამ ორივე ადამიანმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო და შექმნა ორი გიგანტური კომპანია. ისინი თითქოს ცალ-ცალკე მაგრამ ამავდროულად ერთიანად ემსახურებოდნენ ერთ მიზანს.

მათი მეგობრობა უფრო გაძლიერდა მაშინ, როდესაც გავრცელდა ჭორები ბილის მოკლე დროში სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. ავღნიშნავთ, რომ Daily Mail-მა დაადასტურა, რომ სტივ ჯობსს საკუთარ მაგიდაზე, საწოლთან ედო ბილ გეიტსის წერილი. ამ წერილში, რომელიც დაიწერა მას შემდეგ, რაც სტივის გამოჯანმრთელების შანსი ამოიწურა, გეიტსი წერდა, რომ ჯობსი უნდა ამაყობდეს საკუთარი ცხოვრებით, ყველაფერ იმით, რაც მან საკუთარი სიცოხლის დროს მოასწო.

წყარო:  “Microsoft ინფო”

თეგები

guroo

...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close