გასართობიკრეატივისაკითხავი

Pink Floyd (საინტერესო ფაქტები)

მცირე ინფორმაცია
Pink Floyd – ბრიტანული როკ-ჯგუფია. მათი ჟანრი მოიცავს ფსიქოდელიურ, არტ და სფეის როკს. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ტექსტებით, ბგერითი და აკუსტიკური ექსპერიმენტებით. მათ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი.

ჯგუფის წევრები

 სიდ ბარეტი – ვოკალი, გიტარა (1965–1968)

 ბობ კლოუზი– ბას-გიტარა, გიტარა (1965)

 ნიკ მეისონი– დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1996, 2005)

 როჯერ უოტერსი– ვოკალი, ბას გიტარა, გიტარა, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1985, 2005)

 რიჩარდ რაიტი (1943–2008) – კლავიშიანი ინსტრუმენტები, ორღანი, სინთეზატორები, ფორტეპიანო, მელოტრონი, ვოკალი (1965–1979, 1993–1996, 2005)

 დევიდ გილმორი– ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, სპეციალური ეფექტები (1968 – 1996, 2005)

ჯგუფის სახელი
სიდ ბარეტი და დევიდ გილმორი ერთად უკრავდნენ ” Jokers Wild” ბენდში. სანამ Pink Floyd-ს საბოლოოდ ეს სახელი დაერქმეოდა, მათ ერქვათ The Tea Set, The Abdabs. მოგვიანებით The Pink Floyd Sound.
Pink Anderson და Floyd Council, იყვნენ ამერიკელი ბლუზმენები. სწორედ მათი სახელები გახდა ჯგუფის წევრების ინსპირაცია და ბენდს ” Pink Floyd” დაარქვეს. ორივე მუსიკოსი გარდაიცვალა ერთი წლით ადრე, მანამ სანამ პინკ ფლოიდის ალბომი Wish You Were Here (1975) გამოვიდოდა. პინკ ანდერსონის შვილი ‘Little Pink Anderson’-იც ბლუზმენია და დღემდე ცოცხალია.

Pink Anderson და Floyd Council

საინტერესო ფაქტები
●1975 წელს, ბენდის ყოფილი წევრი, სიდ ბარეტი, Abbey Road studios-ში მივიდა ‘Shine On You Crazy Diamond’-ს ჩაწერაზე. სიდი გამელოტებული და გასუქებული იყო. ისე საშინლად გამოიყურებოდა, რომ როჯერ ვოთერსმა და დევიდ გილმორმა იტირეს.

● სიდ ბარეტის ნამდვილი სახელი როჯერი იყო. მას ”კლიჩკა” სიდი მისმა მეგობარმა შეარქვა, როცა როჯერი 15 წლის იყო. მოგვიანებით მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი.

●ნიკ მეისონი ბენდის ერთადერთი წევრია, რომელიც ჯგუფის დაარსებიდან არ შეცვლილა.

●დევიდ გილმორმა პირველი გიტარა მეზობლისგან ითხოვა, მაგრამ არ დაუბრუნა. ის გიტარა დღესაც დევიდის ცოლექციაში ინახება.

●60-იან წლებში ჯგუფმა მსმენელს შესთავაზა კონცერტის ახალი ფორმატი. ხალხი მოდიოდა კონცერტზე სიღერების მოსასმენად და ვიზუალური ეფექტების სანახავად. სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.


●სიდ ბარეტმა დიდი გავლენა მოახდინა დანარჩენი ჯგუფის წევრებზე, მაშინაც კი, როდესაც ის ჯგუფში აღარ იყო.”Shine On you Crazy Diamond” მას მიუძღვნეს, სადაც იკითხება S-hine on Y-ou crazy D-iamond (ანუ Syd). სიმღერა “Wish You Were Here” ასევე მისდამია მიძღვნილი. ფილმში The Wall არის რამდნიმე სცენა, რომელთა ისნპირაციაც მოხდა ნამდვილი ფაქტებიდან(სიდის მონაწილეობით)

●სიმღერა “Hey You”-ში ბას გიტარას დევიდ გილმორი ასრულებს. დევიდმა ბევრ ისეთ გამოკითხვაში მოუგო როჯერს, როგორიცაა ”საუკეთესო ბას გიტარისტი”.

●Pink Floyd-ის ყველაზე წარმატებული სიმღერა Another Brick In The Wall, Part 2 (1979) დაიწერა მკაცრი რეჟიმის სკოლის წინააღმდეგ, კერძოდ კი დახურული(ანუ კერძო) სასწავლებლების მიმართ.

●მსოფლიოში, დაახლოებით, ყოველ მეთორმეტე ადამიანს აქვს Pink Floyd-ის ყველაზე გაყიდვადი ალბომი Dark Side Of The Moon (1973) ამერიკაში is დღესაც იყიდება, კვირაში 8,000 ცალი.

●’Have a Cigar’ სიმღერის ვოკალი ეკუთვნის Roy Harper-ს. ბენდის წევრები ფიქრობდნენ რომ როის ვოკალი უფრო შეესაბამებოდა ამ სიმღერას.

 

●როჯერს უყვარს გოლფი. როდესაც ტურნეები ჰქონდათ, ის ისეთი სასტუმროს დაჯავშნას ამჯობინებდა, რომლის ახლოსაც გოლფის სათამაშო მოედანი იყო.

●ბენდის პირველი ლაივი კონცერტი გამართა ლონდონის ჰაიდ პარკში, 1968 წლის 30 ივნისს

●სტენლი კუბრიკმა სთხოვა ბენდს მიეცათ მისთვის უფლება სიმღერა “Atom Heart Mother Suite” გამოეყენებინა ”მექანუკური ფორთოხალის” საუნდტრეკად. მათ უარი განაცხადეს.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close