არქივი

პომპეის დაცემა

0e62cb0ecad4
როგორ დაეცა ისტორიული ქალაქი პომპეი?

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი კატასტროფა, რომელიც მომხდარა ოდესმე იყო 79 წელს რომის იმპერიაში. ვულკან ვეზუვიის ამოფრქვევა არ ითვლება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ კატასტროფად, მაგრამ ეს კატასტროფა მოხდა ზუსტად იმ იმპერიის გულში, რომლის მოსახლეობაც თვლიდა, რომ ისინი იყვნენ განსაკუთრებულები. ვეზუვმა გაანადგურა ქალაქი სრულიად, ხოლო მისი მოსახლეობა ფერფლად აქცია. შოკი, რომელიც გადაიტანა მოსახლეობამ შეიძლება შევადაროთ, მხოლოდ ტყუპი სავაჭრო ცენტრების დანგრევას.

42b50c948e5c
პომპეი
დღევანდელი ნეაპოლის მიდამოებში მდებარეობდა პომპეიც. ეს ქალაქი დაარსდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში. როდესაც რომაული არმია მიიწევდა აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთით ეს ქალაქი იყო დამოუკიდებელი, ხოლო რომაელებმა მოახერხეს და დაიკავეს პომპეი. ეს ისტორია მოხდა ძვ.წ. 209 წელს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ პომპეი გახდა რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცენტრი. ქალაქმა განვითარება მოახერხა ზეთითა და ღვინოთი ვაჭრობის საშუალებით. როგორც კი გაჩნდა საშუალება, რომ ქალაქში აშენებულიყო ახალი შენობები დაიწყო აღმშენებლობის ხანა. პრაქტიკულად ყველაფერი იქნა აშენებული: აბანოები, თეატრები, ტაძრები. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პომპეი გამხდარიყო რომის იმპერიის მეგაპოლისი. პომპეიში მოღვაწობდნენ ცნობილი მკვლევარები. პომპეისთან ახლოს მდებარეობდა ვულკანი ვეზუვია.

3870936d80a3
ვეზუვია
დღესდღეობით ვეზუვიის სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1300 მეტრი. ისტორიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ IX საუკუნეში ვულკანის სიმაღლე იყო 2-ჯერ მეტი, მაგრამ მომდვნო საუკუნეში მომხდარი კატასტროფის გამო, ვულკანის ნაწილი განადგურდა. კატასტროფის შემდეგ ვულკანმა გამოიღვიძა კიდევ 80-ჯერ და მეტჯერაც. ძველი წელთაღრიცხვით 62 წელს ძლიერი მიწისვრების გამო რომლებიც გამოწვეულნი იყვნენ ვულკანის გამო. ამ მიწისძვრებმა გაანდგურა ნეაპოლის, პომპეი და სტაბიის ნახევარი. ბიძგები არ ჩერდებოდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ცოტახანში ვულკანი ამოხეთქავდა, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა ვერ იჯერებდა იმ ფაქტს, რომ ისეთი ქალაქი როგორიც იყო პომპეი შეწყვეტდა არსებობას. მოსახლეობა ყურადღებას არ აქცევდა ბიძგებს, ხოლო მიწისძვრები უფრო და უფრო იმატებდა.

4d79637b7b01
პომპეის დაცემა
კატასტროფის შესახებ ცნობილი არის მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების და ჩანაწერების შედეგად. ტრაგედია დაიწყო 79 წლის 24 აგვისტოს, სადღაც დღის 2 საათზე. უზარმაზარი ღრუბელი ამოვიდა ვეზუვიიდან და ეს ღრუბელი უფრო და უფრო იზრდებოდა. ღრუბელი ავიდა გარკვეულ სიმაღლეზე და შემდეგ ყველა მხარეს გაიფანტა. დაიწყო კვლავ მიწისძვრები და მიწიდან ისმოდა რაღაც საშინელი მიწის ხრიალი. ეს ბიძგები აღინიშნებოდა ქალაქში სახელად მიზენო, რომელიც მდებარეობდა ვეზუვიიდან 30 კილომეტრის მოშორებით. ერთ-ერთი მემატიანის ცნობით ბიძგები ისეთი ძლიერი იყო, რომ თითქოს ინგრეოდა სახლები და შენობები, ხოლო საგნები კი თავისით გადაადგილდებოდა აქეთ-იქით.

e67bfc3599ad
გაზი რეაქტიულად ამოვარდა ვულკანიდან და ამოცვივდა პემზის უამრავი ნამტვრევი. ამოვარდნილმა პემზამ მიაღწია დაახლოებით 20 კილომეტრ სიმაღლეს. იმის გამო, რომ ამოფრქვევა მიმდინარეობდა ეტაპობრივად ქალაქის მოსახლეობამ მოახერხა და დატოვა ქალაქი. ქალაქში დარჩნენ მხოლოდ მონები, რომლებსაც უნდა დაეცვათ მათი პატრონების ქონება და ასევე ის ხალხი, რომლებმაც არ ისურვეს ქალაქის დატოვება. ღამით მოხდა მომდევნო ეტაპი: ვეზუვიიდან გამოჩნდა ლავის “ენა”. დილით კი მოხდა ფინალური ეტაპი: ვეზუვიიდან ამოასხა ლავამ, რომელმაც ფერფლად აქცია პომპეი და მისი მოსახლეობა. დაახლოებით დილის 6 საათიდან 9 საათამდე ციდან დაბლა ცვიოდა ფერფლი. ცოტახანში ვეზუვიის ლავამ საბოლოოდ დაფარა პომპეის და სტაბიის დიდებული ქალაქები.

a6d5f6e77bc9
მემკვიდრეობა:
მთელი მსოფლიოს ისტორიის ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ იცოდე ისტორიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები. ისტორიაში არ არის ნახსენები მხოლოდ ჩვენი წინაპრების შეცდომები და ქმედებები – ისტორიაში დაწერილია გაკვეთილები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მათი შეცდომები.

Back to top button