გართობაუცნაური

უდიდესი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოში

79a0e7877af7
ტრანსატლანტიკური პირველი რეისის შემდგომ, ფინეთიდან ფორტ–ლოდერდეილის ნაპირს მიადგა 17 გემბანიანი ხომალდი – Oasis of the Seas, რომლის სიგრძე 361 მ–ი, სიგანე 66მ–ი, ხოლო ეკიპაჟი 2100 ადამიანს შეადგენს. მასზე არსებულ 2704 კაიუტაში შესაძლებელია 6360 მგზავრის განთავსება.

 

ლაინერი – Oasis of the Seas აიგო ფინეთში, კომპანია – Royal Caribbean International–ის დაკვეთით. დღევანდელ დღეს იგი ყველაზე დიდი ზომის ლაინერია მსოფლიოში არსებულ ლაინერთა შორის.
01c632530463
ზომით ის 5–ჯერ აღემატება საყოველთაოდ ცნობილ „ტიტანიკს”. მასზე განთავსებულია: ფიტნეს დარბაზები, SPA, თეატრი, ჯაზ–კლუბი, დაუჯერებელი ზომის საცურაო აუზები და უამრავი სხვა რამ.
8524bcccc8e8
კაიუტებს შორის 30 კაიუტა გახლავთ loft–ის კატეგორიის (თითოეული მათგანის ფართობი შეადგენს 51კვ. მეტრიდან 141კვ. მეტრამდე). მთლიანი სივრცე, კი დაყოფილია 7 თემატიკურ ზონად. ლაინერზე არსებულ პარკში 12,000 სხვადასხვა სახის მცენარე ხარობს. ერთ–ერთი ზონა, რომლის სახელწოდებაცაა Central Park–ი, წარმოადგენს მოედანს, სადაც ბუტიკები, რესტორნები და ბარებია განთავსებული.

c27947fd89dd
4599871922c0
ბარებთაგან ერთ–ერთი ისეა განთავსებული, რომ მასში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია სხვადასხვა გემბანიდან.
688a1bfddca8
6c1b4c95ca97
Oasis of the Seas გასართობი საშუალებებიდან აღსანიშნავია: საციგურაო მოედანი, გოლფ–კლუბი, 750 ადგილიანი ღია ამფითეატრი, 1300 ადგილიანი დახურული თეატრი, 4 საცურაო აუზი, რომელთაც 10 მეტრიანი სახტომი ანძები გააჩნიათ, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები და ათობით მოედანი, სადაც ბავშვები შეძლებენ ძიძების ზედამხედველობის ქვეშ გართობას. ლაინერის მშენებლობამ შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.

22340f8e7bbd
2dbca7dfe164

Back to top button