გართობა

სტუდენტების სარჩენად გამოვლილი ათასობით კილომეტრი

1501106 480507552069065 906636532 o

დღეისათვის კარტოფილს თანამედროვე სამზარეულოებში მონოპოლია აქვს მოპოვებული. კარტოფილს აუცილებელი კომპონენტია უამრავი სალათისა თუ გარნირისთვის. კარტოფილი მთავარ და შუცვლელ ადგილს იკავებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტების რაციონში(რადგან ყველაზე იაფი, მარტივად დასამზადებელი და ძალზე გემრიელია). ბევრ ქვეყანაში კარტოფილს პურზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის , რომ კარტოფილი ჩვენი სუფრისკენ გზად დიდი ალიაქოთით გაიკაფა(თორე რა გვეშველებოდა სტუდენტებს, დავიხოცებოდით შიმშილით J).
XVI საუკუნეში სახელგანთქმულმა მეკობრემ ფრენსის დრეიკმა კარტოფილის ბოლქვი ამერიკიდან ევროპაში ჩაიტანა. დაელოდა , სანამ ნაყოფს გამოიღებდა და ის შაქარში მოხარშა. მომზადებულ კერძს საშინელი გემო ჰქონდა და კარტოფილი მთელი ერთი საუკუნით დაივიწყეს.

“კონკიას“არსებობა მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა ევროპაში შიმშილი დაიწყო. ფრანგმა გურმანებმა მხოლოდ XVIII საუკუნეში გაუსინჯეს გემო კარტოფილს , შეძლეს მისი „მშვენიერ პრინცესად“ გადაქცევა და ბოსტნეულთა დედოფლად აღიარეს.

ამბობენ, რომ კარტოფილისგან 164 სახეობის კერძის მომზადება შეიძლებაო. 2008 წელი კარტოფილის საერთაშორისო წლად იყო გამოცხადებული. ასეთი ისტორია აქვს ჩვენს კარტოფილს.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button