არქივი

კოლონიიდან სახელმწიფომდე

78a7a1d8dbd8
მე-19 საუკუნიდან მოყოლბული ინდოეთს ბრიტანელები მართვადნენ. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ევროპა დასუსტდა. ინდოელებს კი გაუჩნდათ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თითმმართველობის შექმნის სურვილი, რასაც დიდხანს ელოდნენ. ამავე დროს სულ უფრო და უფრო მეტი ევროპელი ემხრობოდა იმ აზრს, რომ ევროპის ქვეყნებს კოლონიებზე უარი უნდა ეთქვათ.

ჯგუფი, რომელსაც ინდოეთის ეროვნულ კონგრესს უწოდებდნენ, ბრიტანელთა წინააღმდეგ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იბრძოდა. კონგრესი განსაკუთრებით გაძლიერდა 1920 წელს, როდესაც მათ სათავეში ინდოელი ადვოკატი განდი ჩაუდგა. განდი ბრიტანელთა მმართველობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აწყობდა. იმის მიუხედავად რომ ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, განდი არაერთხელ ჩასვეს ციხეში.
bf36363006f1
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელთა მხარეს ათასობით ინდოელი იბრძოდა, რამაც ინდოეთისადმი ბრიტანელთა დამოკიდებულება შეცვალა. 1942 წელს ბრიტანეთი ინდოეთს შეჰპირდა, რომ ომის დასრულების შემდეგ თავისუფელბას მისცემდა იმ პირობით, თუ ინდოელები ბრიტანელთა დახმარებს განაგრძობდნენ.
46621652924d
იმის მიუხედავად რომ ყველა ინდოელს დამოუკიდებლობა სურდა ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებები დაიწყო. მათი დაპირისპირებების მიზეზი იყო ის, რომ მუსლიმები უარს ამბობდნენ დამორჩილებოდნენ ინდუისტებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
d7c231bab207
1947 წლის 15 აგვისტოს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე ის ორ სახელმწიფოდ გაიყო. ძირითადად ინდუისტებით დასახლებულ ტერიტორიას ინდოეთი ეწოდა, მუსლიმებით დასახლებულ ნაწილს კი პაკისტანი. ქვეყნის გაყოფა ძალიან სწრაფად მოხდა და მალე ორივე ქვეყანაში აჯანყებები დაიწყო, რადგან ინდოელთა ნაწილმა აღმოაჩინა რომ არასწორ ქვეყანაში მოხვდა. ინდოეთი და პაკისტანი დღესაც ედავებიან ერთმანეთს ქაშმირის პროვინციის გამო.
cd9ad1be2eeb

979cf6a8da82
ecb9401b6317

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button