საკითხავისასარგებლო

დაბინძურებული პლანეტა


მე-20 საუკუნეში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღეს გვყავს ავტომობილები, გვაქვს გაზი, ელექტროენერგია და კიდევ უამრავი ისეთი რამ , რაც ცხოვრებას გვიადვილებს. მაგრამ ჯერ ჯიდევ 60-იან წლებში მეცნიერები მიხვდნენ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი გარესამყაროს თანდათანობით განადგურებას იწვევს.

დედამიწაზე მოხმარებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად იწარმოება ელექტროსადგურებში, სადაც ქვანახშირს , ნავთობსა და გაზს წვავენ. წვისას ჰაერში გამოიყოფა გაზი, რომელსაც კარბონის დიოქსიდი ეწოდება. ამ გაზს ავტომობილების გამონაბოლქვიც შეიცავს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს გაზი დედამიწაზე გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზია.

ჰაერთან შერევისას კარბონის დიოქსიდი დედამიწის გარშემო ქმნის ფენას, რომელიც დედამიწის სითბოს აკავებს და კოსმოსში არ უშვებს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი ეწოდება და სწორედ ის იწვევს გლობალურ დათბობას. დედამიწის დათბობას შეუძლია მსოფლიო კლიმატის მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს. შესაძლოა ზღვის დონის აწევაც, რაც დაბლობების წყლით დაფარვას გამოიწვევს.

ავტომობილები, ქარხნები და ელექტროსადგურები მუდმივად გამოყოფენ გამონაბოლქვს, რომელიც ჰაერს აბინძურებს. ქალაქში ეს გამონაბოლქვი ზოგჯერ მძიმე ნისლს წარმოქმნის, რომელიც ადამიანებს სუნთქვაში უშლის ხელს. ამას გარდა გამონაბოლქვი ერევა ღრუბლებთან და დედამიწაძე მოწამლული წვიმა მოდის, რომელიც მცენარეებს ანადგურებს.


დედამიწას გარს აკრავს ოზონად წოდებული გაზის ფენა, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან გვიცავს. 1985 წელს მეცნიერებმა ანტარქტიდის თავზე ოზონის ფენაში ხვრელი შენიშნეს. დღეს უკვე ყველასათვის ცნობილია, ოზონის ფენა დედამიწის სხვა კუთხეებშიც თხელდება.

დაბინძურება მსოფლიოს ზღვებსა და მდინარეებსაც შეეხო. მათ ქალაქებიდან და ქარხნებიდან გამომავალი ჩამდინარე წყლები აბინძურებს. ამას გარდა წვიმა სასოფლო-სამეურნეო მიწებს რეცხავს და გამოყენებული სასუქი მდინარეებში ჩააქვს. ნავთობის გადამზიდავი ტანკერების გატასტროფები კი უდიდეს ზიანს აყენებს სანაპირო ზოლების ფლორას და ფაუნას.


პლასტმასი მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა. მას ხშირად იყენებენ პარკებისა და ბოთლების დამზადებისას, რომელთაც ადამიანები ხმარების შემდეგ აგდებენ. პლასმასი არ ლპება და ამიტომ მისი თავიდან მოცილება ძალიან რთულია.  ის დიდი რაოდენობით ხვდება ზღვაში რის გამოც ყოველწლიურად მილიონობით წყლის ბინადარი იღუპება.

ოზონის ფენის შენარჩუნების მიზნით არაერთი მსოფლიო სამიტი ჩატარდა. 140-მა ქვეყანამ  მოაწერა ხელი ხელFეკრულებას, რომლის მიხედვითაც  კარბონის დიოქსიდის გამომყოფი წარმოებები უნდა შემცირდეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close