10 ყველაზე ძვირადღირებული კატა


თქვენს წინაშეა დედამიწაზე არსებული ათი ყველაზე ძვირადღირებული კატა.


სავანა
სავანა ითვლება მსოფლიოს ყველაზე ძვირფას კატად. როდესაც 1980-იან წლებში მსოფლიოში გაჩნდნენ კატები არაჩვეულებრივი პიგმენტური შეფერილობით, ასეთი კატების ფასი გაიზარდა და გადასცდა $20 000-იან ნიშნულს. ჰიბრიდის შემქმნელებს სურდათ, რომ გეპარდისა და ლეოპარდის შეჯვარებით მიეღოთ საყვარელი შინაური ცხოველი. ეგზოტიკაზე შეყვარებულ მდიდრებს გაუჩნდათ შანსი, რომ ეყიდათ ისეთი კატები რომლებიც გვანან გარეულ ცხოველებს და თან მარტივი მოსავლელები იქნებოდენენ. ევოლუციის ხელოვნურ ცვლას კაცობრიობა ვერ ასცდა და ადამიანის ხელი ჩაერია კვლავაც, ასეთი კატის ახალი ჯიშის გამოყვანაში. საბოლოო ჯამში სავანას სიმაღლე არის ნახევარი მეტრი, ხოლო წონა კი აღწევს დაახლოებით 15 კილოგრამს. სავანას ფასი დღეს შეადგენს დაახლოებით $4000–$20 000.


კაო-მანი
კაო-მანის ჯიშის კატების უკვე არსებობენ რამდენიმე საუკუნეა. ისინი მომდინარეობენ სიამიდან, სადაც ასეთი კატების ყოლის უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ ცნობილ ადამიანებს. ისტორიაში არის ისეთი ფაქტები, როდესაც კაო-მანის მოპარვისთვის ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. ასეთი მძიმე სასჯელის ახსნაც ძაან მარტივია: როგორც ცნობილი იყო იმ დროს ასეთ კატებს ოჯახში შეჰქონდათ მატერიალური შემოსავალი. დღესაც კი ზოგიერთი ბიზნესმენი სწორედ, რომ ამ მიზნით ყიდულობს კაო0მანის ჯიშის კატას. “კატების პოემაში” არის ნათქვამმი, რომ კაო-მანის ოჯახში შეაქვს ბევრი ფული და ბედნიერება. კაო-მანის ფასი არის $1500-2500.


კატა-ელფი
იმასაც კი ვისაც არც კი წაუკითხავს “ბეჭდების მბრძანებელის” ტრილოგია და არ იცნობს ისეთ არსებას, როგორიცაა ელფი, ის მაინც ეცოდინება, რომ ფილმში არიან წარმოდგენილები ელფები როგორც სილამაზის განსახიერებები, მაგრამ იგივე სახელწოდების კატები ამტკიცებენ საპირისპიროს. ოთხფეხიანი ელფების გამრავლება დაიწყო 2007 წლიდან. ამერიკელ მეცნიერს კარენ ნელსონს აზრათ მოუვიდა, რომ გაეკეთებინა ჰიბრიდი, რომელიც იქნებოდა ჯანმრთელობით ძლიერი და ყველა სხვა დანარჩენი ცხოველისაგან განსხვავებული იქნებოდა. ითქვა – გაკეთდა კიდეც: მან მოახდინა შეჯვარება და საბოლოოდ გამოუვიდა კატა-ელფი და მისი ფასი არის $1300-3000.


ბენგალური
ბენგალური ჯიშის კატების წინაპრები იყვნენ აზიური ლეოპარდები. გასული ასწლეულის განმავლობაში ლეოპარდთა უმეტესობა იქნა მოკლული, რადგან მას აქვს ულამაზესი ტყავი. ბრაკონიერები პატარა კნუტს ყიდიდნენ ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი იყო არიზონას მცხოვრები ჯინ მილი. როდესაც ჯინმა მიიყვანა კნუტი სახლში, კნუტმა უცხო გარემოში თავი იგრძნო ძალიან უკომფორტოდ, ხოლო შემდეგ ჯინმა მიუყვანა მას ჩვეულებრივი კატა და ისინი ერთმანეთს შეეგუვნენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯინმა, რომ საკუთარი თავი ეცადა გენეტიკაში და ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ამ ორი კატის ჯიშების შეჯვარება მოეხდინა და მხოლოდ 1987 წელს ჯინმა დაასრულა ექსპერიმენტზე მუშაობა და საბოლოოდ გამოუვიდა ბენგალური ჯიშის კატა, რომლის ფასიც არის $1100–$4000.


თოიერი
კატების მოყვარულებს გულის სიღრმეში შურთ ზოოპარკის თანამშრომლების, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ ყოველდღიურად ჰქონდეთ კავშირი კატების ოჯახის წარმომადგენლებთან: ლომები, პანტერები, ვეფხვები და ა.შ. კატების მოყვარულებს თოიერთა ჯიში დააწყნარებს, თუ სურთ, რომ შეეხეონ გარეულ კატას. თოიერი ითარგმნება როგორც სათამაშო ვეფხვი და ასეთ კატებს აქვთ ზოლიანი ფერი. როგორც ცნობილია მათზე მუშაობა ჯერაც არაა დამთავრებული. სელექციონერებს სურთ, რომ ყურები თოიერს გაუხადონ მომრგვალებული ფორმის. თოიერის ფასი არის $1000-$5000.


ბურმილა
1980-იანი წლების დასაწყისში ბარონესა მირანდა ფონ კირჰბერგის სახლში გაღვივდა სიყვარული კატა სანკვისტისა და კატა ფაბერჟეს მონაწილეობით. პირველი იყო სპარსული შინშილის ჯიშის, ხოლო მეორე კი ბურმანული ჯიშის. კატები დამწყვდეული ყავდათ სხვადასხვა ოთახებში, მაგრამ ერთხელაც მოახლეს დაავიწყდა კარის დაკეტვა და ამის შემდეგ სანკვისტსა და ფაბერჟეს გაუჩნდათ შანსი, ხოლო შემდეგ კი დაიბდა ახალი ჯიშის კატა. ბარონესა იყო გაბრაზებული შეჯვარების გამო, მაგრამ მისმა გულმა ვერც ის მოახერხა, რომ ახალდაბედული წყალში დაეხრჩო. ბურმილას, რომ დაუკვირდნენ მომავალში დაინახეს, რომ კატა იყო ულამაზესი. ბურმილას ფასი არის $800-$4000.


მენური უკუდო
როგორ მოხვდნენ მენის კუნძულზე უკუდო კატები ჯერაც უცნობია. ამ კატების ყველაზე ახლო ნათესავებათ ითვლებიან იაპონური ბობთეილები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის მეორე წერტილში. როგორც წინაპრები გვატყობინებენ ეს კატა იყო მსოფლიოში უკანაკსნელი სანამ ქვეყნის აღსასრული დადგებოდა და მისი კუდი ეპისკოპოსმა მოაყოლა კარებში, როცა კიდობანზე ადიოდა ხალხი, ტკივილისაგან გაგიჟებული გადახტა წყალში და ძლივს მიაღწია ხმელეთის კენწეროში და სწორედ ამ ამბების მერე ეს კატები ცხოვრობენ უკუდოთ. ზოგიერთი თვლის, რომ კატებს კელტები აჭრიდნენ კუდებს და იყენებდნენ როგორც თალისმანებს. ამეების გამო ბუნებამ აიძულა კატებს, რომ ეცხოვრათ უკუდოთ. ყველაზე რეალური ვარიანტი იმისა, თუ როგორ მოხვდნენ ეს კატები მენის კუნძულზე არის ის, რომ ისინი ჩაიყვანეს მეზღვაურებმა. ასეთი კატის ფასი არის $750-$2700.


პეტერბოლდი
ექსპერემნტებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება განსხვავებული კატა გამოვიდეს ატარებენ ამერიკელები, მაგრამ მიუხედავად ამისა პეტერბოლდის კატის ჯიშის გამოყვანა მოხდა რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში და ახლა ეს კატები ძლიერ არიან გავრცელებულები დასავლეთ ევროპაში. სხვა თანამოძმეებისგან ისინი განსხვავდებიან იმით, რომ მათ აქვთ უფრო რბილი კანი და უფრო გამოზრდილი სახე. ასეთი კატის ფასი არის $700-3500.


ლაპერმი
ლაპერმის პირველი ნათესავი პირველად გაჩნდა 1982 წელს ლინდა და რიჩარდ კელების ფერმაში. კატა იყო მელოტი და ამიტომაც პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტახნით შორს ყოფილიყო ლაპერმი თავისი თანამოძმეებისგან. მაგრამ რამდენიმე კვირაში კნუტს ამოუვიდა ბეწვი და ულვაშებც კი გაუჩნდა. სწორედ ასე გაჩნდა პირველი ლაპერმის ჯიშის კატა, მაგრამ ამერიკელებმა კვლავაც განაცხადეს, რომ იმ ადგილას სადაც ცხოვრობდნენ კელები ადრე არსებობდა ინდიელთა ტომი. რომლებიც პატივს სცემდნენ ერთ-ერთ ღმერთს და ამ ღმერთს სწორედ, რომ ასეთი კატის სახე ჰქონდა და ამის დამადასტურებელი საბუთები იყო ის, რომ აღმოჩენილი იქნა უამრავი ქვა. ასეთი ლაპერმის ფასია $500-$4500.


თურქული ვანი
ვანური კატა გამოსახული იყო როგორც სიმბოლო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. ეს აიხსნება იმით, რომ ეს კატები ცხოვრობენ არამარტო ვანის ტბასთან ახლომახლოს, არამედ ბევრ ევროპულ ოჯახში. ვანის ჯიშის კატები მოხსენიებულია არამარტო თურქულ ისტორიებში არამედ მთელ მუსლიმურ ისტორიებში. როგორც ცნობილია მუჰამედის საყვარელ კატას ჰქონდა ორი განსხვავებული თვალი. ზოგი ამტკიცებს, რომ თვით მუჰამედიც განსხვავდებოდა ჰეტეროქრომიით. სხვა ლეგენდის თანახმად თურქეთის პირველი პრეზიდენტი ქემალ ათათურქი ამბობდა, რომ მისი ძალა სხვაში გადავიდოდა თუკი ამ სხვას უკბენდა განსხვავებულ თვალიანი კატა. თურქული ვანის ფასი დღეს არის $400-$1500.


ავტორი: Giorgi2211

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC