ახალი ამბებივიდეოებიკრეატივი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „Pro Infirmis“მა შექმნა სპეციალური ფორმის მანეკენები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის 1992 წლის 14 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით, ამ დღის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და შშმ პირთა ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში ჩართვა, როგორიცაა მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და განვითარების პროცესებში ჩართვა.

ძირითადი დავის საგანი ყიველთვის იყო მაღაზიების მანეკენების არასამართლიანი გარეგნობა, რომლებიც არ განასახიერებდნენ ადამიანების ჭეშმარიტ ფიზიკურ გარეგნობას. დღესდღეობით იხსნება უამრავი მაღაზიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაღაზიების მანეკენებით მომმარაგებლები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, რათა მაღაზიებს წარუდგინონ მოდელების უამრავი სახის ფორმები და ზომები . ორგანიზაცია „Pro Infirmis“მა შექმნა მანეკენები, შშმ პირთა დახმარებით. შექმნილი მანეკენები ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გარეგნობაზე. ეს მანეკენები მომდევნო დღეს განათავსეს მაღაზიებში „შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია მანეკენების შექმნის პროცესი.

 

 

 

   



თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close