ივლისის თვის საუკეთესო ფოტოები National Geographic-საგან
გთავაზობთ ივლისის თვის საუკეთესო ფოტოების ნაკრებს ჟურნალ „National Geographic“-გან:
1. ნოტრ-დამი (Notre Dame de Paris).
„ ცეცხლის“ შოუ ნოტრ-დამთან.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame de Paris) ცნობილია, როგორც ნოტრ-დამი— გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში…
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად.
2. პარიზის კატაკომბები.
ამ პოსტში წარმოდგენილი კატაკომბა, საზოგადოდ catacumba – მიწისქვეშა აკლდამაა, ბუნებრივი ან ხელოვნური მიწისქვეშა სათავსები, რომლებსაც ძველად რელიგიური წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და მიცვალებულთა დასამარხავად იყენებდნენ.
კატაკომბები მორტთულია ფრესკებით, სადაც კარგად ჩანს წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა.
საფრანგეთის დედაქალაქი მიწის ქვეშ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას, პარიზის კატაკომბებს მალავს. რომელ საუკუნეში შეიქმნა იდუმალებით მოცული გვირაბები, უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ადამიანის ხელით გაკეთებული გამოქვაბულები, სადაც მოიპოვებდნენ ქვას, რომლითაც დედაქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა.
გადდიოდა საუკუნეები, კატაკომბების დანიშნულება იცვლებოდა. მათ, ძირითადად, იყენებდნენ როგორც მიწისქვეშა აკლდამებს. ნელ-ნელა ეს ადგილი დიდ ნეკროპოლისად გადაიქცა. ისტორიკოსების განცხადებით, გვირაბებში იმაზე მეტი ადამიანია დამარხული, ვიდრე დღევანდელი პარიზის მოსახლეობაა. ოფიციალური ვერსიით, მიწისქვეშა სამარხში ინახება 6 მილიონზე მეტი ადამიანის ძვლები…
გვირაბების კედლები და ჭერი ადამიანების ძვლებითა და თავის ქალებითაა მოპირკეთებული. მუშების, ბურჟუებისა და არისტოკრატების ძვლები ერთმანეთზე მჭიდროდაა დალაგებული, რრაც მიწისქვეშა გალერიის დეკორატიულ ფონს ქმნის და იზიდავს ტურისტებს. აქ მოთავსებულ ძვლებს შორისაა ორი ფინანსთა მინისტრის ნარჩენები – ლუდოვიკო XIV-ს დროის თავმოკვეთილი ფუკეს და მოგვიანებით გარდაცვლილი კოლბერისა. აქ განისვენებენ რობესპიერის, დანტონის, მარატის და სხვათა ძვლები. მიწისქვეშა ნეკროპოლისში დაკრძალულია მსოფლიოში ცნობილი მეზღაპრე შარლ პერო, ასევე, სხვა ფრანგი მწერლები – ჟან რასინი, ბლეზ პასკალი, ფრანსუა რაბლე და სხვ…
3. მწყემსი სუდანიდან (Sudan).
4. „მაჩუ-პიჩკუ“ (Machu Picchu).
უძველესი ქალაქი ამერიკაში, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე: მთის თხემზე ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე. 2007 წელს მიენიჭა სამყაროს „ახალი საოცრება“.
„მაჩუ-პიჩკუს“ ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალაქი ცაში“ ან „ქალაქი ღრუბლებში“, ზოგჯერ უწოდებენ „ ინკების დაკარგულ ქალაქს“. ზოგიერთი ცნობილი არქეოლოგი თვლის, რომ ეს ქალაქი დაარსდა, როგორც წმინდა მთის თავშესაფარი ინკების დიადი მმართველებისათვის, დაახლოებით 1445 წელს და ფუნქციონირებდა 1532 წლამდე, როდესაც ესპანელები შეიჭრნენ ინკების იმპერიის ტერიტორიაზე. 1532 წელს ყველა მისი მცხოვრებნი იდუმალად გაქრა…
5. სადღესასწაულო ფეიერვერკი (fireworks), ნიუ იორკის ცენტრში.
6. „მყვირალა“ – გედები, ჰოკაიდო (Hokkaido).
7. ვულკანი „Nyiragongo“, კონგო.
8. ფუტკარი და სასიკვდილო ყვავილი, არიზონა (Arizona).
9. წყალქვეშა ნაკრძალი „Flower Garden“, მექსიკის ყურეში (Gulf of Mexico).
10. ბუდისტი ბერი შაოლინის (Shaolin) ტაძართან.
11. ყველაზე დიდი მღვიმე მსოფლიოში -„Hang Son Doong“, ვიეტნამი.
12. ფელზუმა (Felzuma), მავრიკის კუნძული, ინდოეთის ოკეანეში.
13. ჩაძირული გემი – ნაკრძალი „კი ლარგო“ (Key Largo)
14. სოფელი კოგერშინი (Kogershin), ყაზახეთი.
15. ხეობა – ალასკა (Alaska).
16. ატლანტიკური „თევზი-აქანდაზი“, ბონინის (Bonin) კუნძულები.
17. დიპროტოდონების (diprotodon) უძველესი ნაკვალევი .
დიპროტოდონები 10 000 წლის წინათ ბინადრობდნენ , დიპროტოდონი ბალახისმჭამელი იყო, ხოლო თილაკოლეო (Tilakoleo) კი მტაცებელი; ავსტრალია (Australia).
18. ვიეტნამური ღორი -„ფოლდი“ , მინნესოტა (MN).
19. ბუდისტური „პაგოდების“ ( ტაძარი-კოშკი) ტყე- “Talina”, ჩინეთი.
20. ორაგულისადმი (salmon) სიყვარული…ალასკა (Alaska).